ბატონ ზურაბ ხელაშვილის ქველმოქმედება - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბატონ ზურაბ ხელაშვილის ქველმოქმედება image

ბატონ ზურაბ ხელაშვილის ქველმოქმედება

წლის წინ
სიახლეები

ჩვენი ფეისბუკ გვერდის მეგობრები, ვინც თვალყურს ადევნებენ ჩვენი ფონდის სიახლეებს და გვგულშემატკივრობენ, კარგად იცნობენ ბატონ ზურაბ ხელაშვილს, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად ეხმარება ფონდის ბენეფიციარებს სხვადასხვა საკვები პროდუქტით.

მის მიერ მოწოდებული პროდუქტები მთლიანად ხმარდება „შინმოვლის“ პროგრამის ბენეფიციარებს, სადაც ამჟამად 500 ადამიანი ირიცხება.

ახლა ბატონმა ზურაბმა ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირებს საჩუქრად გადასცა: 50 კილოგრამი შაქარი, 50 კილოგრამი ბრინჯი და 40 კილოგრამი მანანის ბურღული. ფონდი ძალიან დიდ მადლობას უხდის ბატონ ზურაბს გაწეული დახმარებისთვის.

კეთილი საქმეები გადამდებაი, ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ზურას მსგავსად, თქვენც გაგიჩნდებათ სურვილი დაეხმაროთ ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ნაწილს.




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: