ჩვენი ბავშვები კალათბურთის პოპულარიზაციის პროექტში ჩაერთვნენ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენი ბავშვები კალათბურთის პოპულარიზაციის პროექტში ჩაერთვნენ image

ჩვენი ბავშვები კალათბურთის პოპულარიზაციის პროექტში ჩაერთვნენ

წლის წინ
სიახლეები

ჩვენი ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებს ძალიან საინტერესო სიახლე აქვთ. ისინი ჩაერთვნენ კალათბურთის პოპულარიზაციის სპორტულ პროექტში, რომელიც 16 წლის მარიამ ხუხუნაშვილის ინიციატივით და ამერიკის საელჩოს დაფინანსებით მიმდინარეობს. ბავშვები ორი კვირის განმავლობაში ივარჯიშებენ და დაეუფლებიან სპორტის ამ სახეობას. ვინც თავს გამოიჩენს და კალათბურთით დაინტერესდება, ისინი ვარჯიშის გაგძელებას შეძლებენ, რადგან მათ საჩუქრად გადაეცათ სავარჯიშო ფორმები, ფეხსაცმელი, ჩანთები და ბურთები. პროექტის ინიციატორი მარი, კალათბურთის ოლიმპიური ნაკრების წევრია. მან დაწერა პროექტი, რომელიც დააფინანსა ამერიკის საელჩომ და მარიამი თავის კალათბურთელ მეგობრებთან ერთად ბავშვებს კვირაში 3-ჯერ ავარჯიშებს.

როდესაც 16 წლის მოზარდი, ზრუნავს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე, ეს დიდი ბედნიერებაა. ჩვენი ფონდი მადლობას უხდის მარიამს და მის მშობლებს ასეთი სამაგალითო ადამიანის აღზრდისთვის. იმედია, რომ მარიამის მაგალითს ბევრი ახალგაზრდა მიბაძავს და შეძლებისდაგვარად დაეხმარება იმ ბავშვებს, რომლებსაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლათ.




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: