„სოციალური პარტნიორობის“ სექტემბრის თვის ანგარიში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„სოციალური პარტნიორობის“ სექტემბრის თვის ანგარიში image

„სოციალური პარტნიორობის“ სექტემბრის თვის ანგარიში

წლის წინ
სიახლეები

როგორც მოგეხსენებათ, ფონდის მზრუნველობის ქვეშაა 30 ბავშვი, აქედან 20 ქობულეთის პანსიონში, 10 თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლში. ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვებმა ქობულეთში გაატარეს და აქტიურად დაისვენეს.

ფონდმა სრულად დააფინანსა შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 დაღუპული თანამშრომლის ოჯახის სრულფასოვანი დასვენება ქობულეთში.

სექტემბერში ფონდმა ფინანსური დახმარება გაუწია 53 მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვს;

შინმოვლის პროგრამის ფარგლებში დახმარება მიიღო 510-მა სახლს ან საწოლს მიჯაჭვულმა ხანდაზმულმა ადამიანმა. მათ შორის 217 ბენეფიციარმა მიიღო საკვები პროდუქტები, ხოლო 350 პაციენტმა მედიკამენტები.

შინმოვლის პროგრამის ფარგლებში სექტემბერში სულ სამედიცინო პერსონალის მიერ 3088 ვიზიტი განხორციელდა.

ფონდი ეტაპობრივად აფართოვებს თავის პროგრამებს და არის იმ ადამიანების სამსახურში, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: