დუტა სტუმრად მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დუტა სტუმრად მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში image

დუტა სტუმრად მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში

წლის წინ
სიახლეები

საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა ოქტომბრის თვეში სწავლაში თავი გამოიჩინეს. სასკოლო საგნებში ყველამ მაღალი ნიშნები დაიმსახურა. ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაზე 6-დან 5 ბავშვი მეორე ტურში უმაღლესი ქულებით გადავიდა. მათ ძალიან გაახარეს და ასახელეს პედაგოგები, ამიტომ აღმზრდელებმა ბავშვებს სიურპრიზი მოუწყვეს და საღამოს, ვახშამზე დუტა დაპატიჟეს. როდესაც ბავშვებმა გაიგეს დუტას სტუმრობის შესახებ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დაიწყეს გამოპრანჭვა,ლექსებისა და სიმღერების გამეორება. დუტამ პატარებს ნამცხვარი მოუტანა, მათ ერთად დრო შესანიშნავად გაატარეს, ბევრი ითამაშეს, გადაიღეს უამრავი სურათი. ყველა ისეთი გახარებული იყო, რომ არც ბავშვებს უნდოდათ დუტას გაშვება, და არც დუტას უნდოდა ბავშვების დატოვება. იგი შეპირდა პატარებს, რომ როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, ისევ მივიდოდა მათთან სტუმრად.

დიდი მადლობა დუტას! ბავშვებისთვის მისი სტუმრობა დაუვიწყარი მოგონება იქნება!




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: