„სოციალური პარტნიორობის“ ოქტომბრის თვის ანგარიში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„სოციალური პარტნიორობის“ ოქტომბრის თვის ანგარიში image

„სოციალური პარტნიორობის“ ოქტომბრის თვის ანგარიში

წლის წინ
სიახლეები

ჩვენი საქველმოქმედო ფონდის მზრუნველობის ქვეშაა 30 ბავშვი, აქედან 20 ქობულეთის პანსიონში, 10 თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლში. ფონდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ საუკეთესო პირობები სწავლისთვის და პიროვნული განვითარებისთვის.

ოქტომბერში - ფონდმა ფინანსური დახმარება გაუწია მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის 30 ბავშვს;

შინმოვლის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე თვის განმავლობაში 518 ბენეფიციარს მიეწოდა სამედიცინო და სოციალური დახმარება. განხორციელებულ იქნა 2986 ვიზიტი. შინმოვლის პროგრამის 351 ბენეფიციარი უზრუნველყოფილ იქნა მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით, 303 პაციენტმა მიიღო პამპერსები და საფენები, 267 ბენეფიციარს გადაეცა საკვები.

ფონდი ეტაპობრივად აფართოვებს თავის პროგრამებს და არის იმ ადამიანების სამსახურში, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.

https://fsp.ge/ge/reports/statistic/




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: