ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვები სტუმრად ლუდსახარშში "ზედაზენი''

ფონდის სიახლეები
წლის წინ

ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვები სწავლითაც კარგად სწავლობენ და გართობასაც არ იკლებენ. ამაში აღმზრდელები ეხმარებიან და ყოველთვის ცდილობენ მათი ცოდნა გააღრმავონ და სულ უფრო მეტად დააინტერესონ. სასწავლო კვირის ბოლოს, ბავშვები სტუმრად მიიწვია ლუდსახარშმა „ზედაზენმა“. ბავშვებს დაათვალიერებინეს ქარხანა, აჩვენეს ლიმონათის „დაბადების“ ყველა ეტაპი. გადასცეს მათ „ლიმონათის ექსპერტების“ სახალისო სერთიფიკატები. და რაღა თქმა უნდა ვინ გამოუშვებდა მათ ლიმონათის ქარხნიდან საჩუქრების გარეშე. ბავშვებს აჩუქეს 60 ბოთლი ლიმონათი და ბაიხოს ცივი ჩაი.
ბავშვებმა ძალიან საინტერესოდ გაატარეს შაბათ-კვირა. ეს ექსკურსია ალბათ დიდხანს დარჩება მათ მეხსიერებაში.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანია „ზედაზენს“ და ყველა ორგანიზატორს ამ მშვენიერი დღისთვის.




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

რეკომენდებული პროექტები: