ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ფერსათის საბავშვო ბაღი

ფონდის სიახლეები
წლის წინ

ბაღდათში არის ულამაზესი სოფელი ფერსათი, სადაც არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს. ფერსათის საბავშვო ბაღში 40 ბავშვი სწავლობს.

ცოტა ხნის წინ, ბაღის აღმზრდელებმა თხოვნით მოგვმართეს, მათ წყლის ტუმბო სჭირდებოდათ, რომ ბავშვებს ხელები თბილი წყლით დაებანათ. ასევე საბავშვო ბაღში არ ჰქონდათ სამზარეულოს კარადა, ჭურჭლის შესანახად.

ჩვენ სიამოვნებით ავუსრულეთ მათ ეს სურვილი. ფერსათის საბავშვო ბაღს საჩუქრად წყლის ტუმბო და სამზარეულოს კარადა გადავეცით. ბავშვები და აღმზრდელები ძალიან გახარებულები იყვნენ.

ჩვენ ბედნიერები ვართ, ამ პატარების გახარება რომ შევძელით. ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო, მათი ღიმილიანი სახეებია.

ჩვენი ფონდის პროექტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე https://fsp.ge/ge/projects/ ხოლო თუ გაქვთ საშუალება ჩვენს ბენეფიციარებს დაეხმაროთ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000, ამასთანავე პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

რეკომენდებული პროექტები: