დავით არჩვაძე სტუმრად ჩვენს აღსაზრდელებთან - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დავით არჩვაძე სტუმრად ჩვენს აღსაზრდელებთან image

დავით არჩვაძე სტუმრად ჩვენს აღსაზრდელებთან

წლის წინ
სიახლეები

ჩვენი ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ბავშვებთან ყველასათვის საყვარელი მომღერალი, დათო არჩვაძე იყო მოსული სტუმრად.

ბავშვები დიდი სიხარულით შეეგებნენ მას. ძალიაბ ბევრი ისაუბრეს ქართულ სიმღერებზე, მომღერლებზე და ხალხური სიმღერების შემსრულებლებზე. დათომ ბავშვებს მათი საყვარელი სიმღერები შეუსრულა, ბავშვებმა კი მომღერალს თავიანთი ოთახები აჩვენეს, უმღერეს, ლექსები წაუკითხეს და ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. ბავშვებიც და დათო არჩვაძეც ძალიან კმაყოფილები იყვნენ შეხვედრით. შეთანხმდნენ, რომ ხშირად შეხვდებოდნენ ერთმანეთს.

დიდი მადლობა დათო სტუმრობისთვის, ეს საღამო არც ბავშვებს და არც აღმზრდელებს არ დაავიწყდებათ!!!




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: