მეგობრებო, თქვენი გულუხვობა დიდ დაფასებას და პატივისცემას იმსახურებს! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მეგობრებო, თქვენი გულუხვობა დიდ დაფასებას და პატივისცემას იმსახურებს! image

მეგობრებო, თქვენი გულუხვობა დიდ დაფასებას და პატივისცემას იმსახურებს!

წლის წინ
სიახლეები

რამოდენიმე ხნის წინ ჩვენ რიმა კაზარიანის შესახებ გიამბეთ (https://goo.gl/f6n9rV), რომელიც უკვე დიდი ხანია საწოლსაა მიჯაჭვული. შაქრიანი დიაბეტის გამო ამპუტირებული აქვს ქვედა კიდური და მხედველობა აქვს დაკარგული. ქალბატონი რიმა, მისი ქალიშვილი და სამი მცირეწლოვანი შვილიშვილი ნახევრად დანგრეულ ბარაკის ტიპის სახლში ცხოვრობენ, ყველანაირი პირობების გარეშე.

პირველად, თქვენი დახმარებით, ქალბატონი რიმასთვის 248 ლარი შევაგროვეთ, ამ თანხით ნაყიდმა პროდუქტებმა, ოჯახს ზამთრის გადატანა გაუადვილა.

მეორედ, ფონდის ანგარიშზე 310 ლარი შეგროვდა. ქალბატონი რიმას თხოვნით, მისთვის აუცილებელი  წამლები, პროდუქტები და პატარა გაზქურა ვიყიდეთ.

ქალბატონი რიმა მადლობელია, რომ თქვენ სრულიად უცხო ადამიანებმა გულთან ახლოს მიიტანეთ მისი პრობლემები!

თუ გაქვთ სურვილი კიდევ ერთხელ დაეხმაროთ ქალბატონ რიმას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ „სოციალური პარტნიორობის“ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: რიმა კაზარიანი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/101/




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: