რუსკა მაყაშვილი სტუმრად მცირე ტიპის საოჯახო სახლში. - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რუსკა მაყაშვილი სტუმრად მცირე ტიპის საოჯახო სახლში. image

რუსკა მაყაშვილი სტუმრად მცირე ტიპის საოჯახო სახლში.

წლის წინ
სიახლეები
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფ თბილისის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები, ვინც თავის პროფესიაში წარმატებას მიაღწია.

ამჯერად, პატარები თავისი სტუმრობით მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ყველასთვის საყვარელმა რუსკა მაყაშვილმა გაახარა. 

მათ სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს. რუსკამ პატარებს მსახიობის ცხოვრების შესახებ უამბო და სახალისო ისტორიები გაიხსენა. ბავშვები ხალისით უსმენდნენ ისტორიებს და გულიანად იცინოდნენ.

ბავშვებმა რუსკას სკოლის ამბები და სპორტში მიღწეული წარმატებების შესახებ უამბეს. უმღერეს და მისთვის შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები. რუსკა ძალიან გაერთო და თვითონაც აჰყვა ბავშვებს ცეკვაში.

ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან, რომ რუსკას სახით ასეთი მეგობარი შეიძინეს. რუსკა, დიდი მადლობა ჩვენი პატარების გახარებისთვის!




©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: