დახმარება ნიკოლოზ ხარიაშვილს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დახმარება ნიკოლოზ ხარიაშვილს image

დახმარება ნიკოლოზ ხარიაშვილს

წლის წინ
სიახლეები

მეგობრებო, ამას წინათ ჩვენი ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარის, 10 წლის ნიკოლოზ ხარაიშვილის შესახებ გიამბეთ. (http://goo.gl/Z3kihh). ნიკუშას აქვს ცერებრალური დამბლა, დაბადებიდან საწოლსაა მიჯაჭვული, ვერ დადის, ვერ ჯდება, ვერ ლაპარაობს...

ამ პატარა ბიჭის და მის გმირი დედიკოს მძიმე ისტორიამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ჩვენ მკითხველებს შორის. ჩვენი ფონდის ანგარიშზე ამ ოჯახისთვის კეთილმა ადამიანებმა 906 ლარი ჩარიცხეს.

შემოწირული თანხით ჩვენ შევიძინეთ საწოლი, ორთოპედიული ლეიბით, სარეცხი მანქანა და საფენები.

ნიკუშას დედა მზია ბედნიერია, რომ ამდენი გულისხმიერი ადამიანი გამოჩნდა, ვინც მისი შვილის ისტორია გულთან ახლოს მიიტანა და მათ დახმარების ხელი გაუწოდა.

თუ გაქვთ საშუალება კდევ ერთხელ დაეხმაროთ პატარა ნიკას, თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნიკოლოზ ხარაიშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/142/

მადლობა მეგობრებო გვერდში დგომისთვის! სიკეთის ერთად კეთება უფრო ადვილია!
თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: