ჩვენი ბავშვები ასტრა პარკში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენი ბავშვები ასტრა პარკში image

ჩვენი ბავშვები ასტრა პარკში

წლის წინ
სიახლეები

პატარებზე ზრუნვა და მათი გახარება, ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია. განსაკუთრებით გახარება იმ ბავშვებს სჭირდებათ, ვისაც მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

26 ოქტომბერს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს „ასტრა პარკმა“ უმასპინძლა.

ბავშვებმა დაუვიწყარი საღამო გაატარეს გასართობ ცენტრში, ითამაშეს, იხალისეს, მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. წასვლისას 7D კინოთეატრში საინტერესო ფილმს უყურეს და გახარებულები წავიდნენ სახლებში. 

დიდი მადლობა „ასტრა პარკის“ ადმინისტრაციას ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების გახარებისთვის!

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: