"ხელოვნებით ვუწვდით ხელს" - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"ხელოვნებით ვუწვდით ხელს" image

"ხელოვნებით ვუწვდით ხელს"

წლის წინ
სიახლეები

ასეთი სახელწოდებით გაიმართება საქველმოქმედო პროექტი, რომელიც მარსოს მოსწავლეების ინიციატივით დაიგეგმა.

„ბავშვებს უყვართ სიკეთის კეთება, ამ დროს ისინი ამაყები და რეალიზებულები არიან. ჩვენ კი გვიყვარს, როდესაც ბავშვებს ვაძლიერებთ, 12 ნოემბერს შაბათს, 2 საათის განმვალობაში 13.00 -15.00 მარსოს მოსწავლეები გადაიქცევიან მასწავლებლებად და მოსულ სტუმრებს ასწავლიან ხატვას ან სახალისო ნიღბების დამზადებას, ამ საქმისათვის მიღებულ გასამრჯელოს კი ჩვენი ქველმოქმედები გაუგზავნიან ბავშვებს, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ!“

გთხოვთ გაიზიაროთ ეს იდეა, გააზიაროთ ეს ინფორმაცია, მობრძანდით და ასევე დაპატიჟეთ მეგობრები, განსაკუთრებით ბავშვები.

გელოდებით არჩილ ქურდიანის N2, პატარა სკვერში (მუშტაიდის ბაღთან ახლოს), რომ გიმასპინძლოთ ჩვენი ხელოვნებით.

12 ნოემბერს შაბათს 13.00 - 15.00 მდე

პ.ს. ამინდმა არ შეგაშინოთ ჩვენს გარშემო ძალიან თბილა!„

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: