ჯანო იზორია სტუმრად ბავშვებთან - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჯანო იზორია სტუმრად ბავშვებთან image

ჯანო იზორია სტუმრად ბავშვებთან

წლის წინ
სიახლეები

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 4 წელზე მეტია ზრუნავს მათზე, ვისაც ცხოვრებაში არ გაუმართლა, ვინც ავადაა, ან სრულიად მარტო დარჩა, ან ბავშვობიდან მოკლებულნი არიან მშობლების სითბოს და მზრუნველობას.

თბილისსა და ქობულეთში ჩვენი ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც მზრუნველობას მოკლებული 30 ბავშვი იზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ისინი იღებენ ყველაფერს სრულყოფილი განვითარებისთვის. კომფორტული საცხოვრებელი პირობების გარდა, ჩვენ ვცდილობთ ბავშვებს სასიამოვნო მოგონებები და ბევრი ბედნიერი წუთი ვაჩუქოთ.

ცოტა ხნის წინ ჩვენი აღსაზრდელები ქობულეთში მსახიობმა ჯანო იზორიამ მოინახულა.

ჯანომ მათ ბევრი საინტერესო ისტორია უამბო, კინოსა და თეატრის შესახებ, თუ როგორ ითამაშა ფილმში „მანდარინები“. მაგრამ ყველაზე მეტად ბავშვებს აინტერესებდათ ჯანოს მონაწილეობა მეგა–შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“. ჯანო ბევრს ხუმრობდა და კურიოზებს იხსენებდა.

იმ საღამოს, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში დიდი მხიარულება იყო. ბავშვებს დიდხანს დაამახსოვრდებათ.

ჯანო, დიდი მადლობა რომ გამონახე დრო და გაახარე ჩვენი პატარები!


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: