ფონდმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს „კამპას“ ქარხანაში ექსკურსია მოუწყო! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ფონდმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს „კამპას“ ქარხანაში ექსკურსია მოუწყო! image

ფონდმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს „კამპას“ ქარხანაში ექსკურსია მოუწყო!

წლის წინ
სიახლეები

ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში – ჩერნოვეცკის ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 4 წელზე მეტია ზრუნავს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ფონდის ხელშეწყობით სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები შემეცნებით ექსკურსიაზე „კამპას“ ნატურალური წვენების ქარხანას ესტუმრნენ.

„ბავშვებს აჩვენეს თუ როგორ მზადდება უგემრიელესი წვენები, როგორ ხდება მათი ჩამოსხმა, და როგორ ინახება დიდ მაცივარში. პატარებს კომპანიისგან საჩუქრად გადაეცათ უგემრიელესი პროდუქცია!

ბავშვები კიდევ დიდხანს იხსენებდნენ ამ საინტერესო ექსკურსიას და მშობლებს უზიარებდნენ განცდილ შთაბეჭდილებებს.

ჩვენი ფონდი დიდ მადლობას მოახსენებს „კამპას“ ხელმძღვანელობას თბილი მიღებისთვის და გამასპინძლებისთვის. ბავშვებზე ზრუნვა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ხომ ჩვენი უპირველესი ამოცანაა!
თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: