ჩვენი პატარები ნიკო ფიროსმანის მუზეუმში - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენი პატარები ნიკო ფიროსმანის მუზეუმში image

ჩვენი პატარები ნიკო ფიროსმანის მუზეუმში

წლის წინ
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 5 წელია ზრუნავს მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მარტოხელა ყველასგან დავიწყებულ მოხუცზე, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე. 
ასეთი ბავშვებისთვის ფონდმა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი გახსნა თბილისსა და ქობულეთში. საუკეთესო საცხოვრებელი პირობების, აღზრდისა და საკვების გარდა, ბავშვებს სულიერ საზრდოსაც ვაძლევთ. ისინი ხშირად მუზეუმებს, თეატრებს და კინოს სტუმრობენ. ასევე ხშირად ხვდებიან ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს. 
ცოტა ხნის წინ ჩვენი აღსაზრდელები ნიკო ფიროსმანის მუზეუში მიიწვიეს სტუმრად. სადაც მათთვის ხატვის სპეციალური მასტერკლასი ჩატარდა. ბავშვებს ამ დიდი მხატვრის ნამუშევრების გადახატვა შესანიშნავად გამოუვიდათ. ახლა მათ იციან: იმისთვის, რომ დიდებულ ადამიანებად იქცნენ, ბევრი მუშაობაა საჭირო და ასევე, გააცნობიერეს ისიც, რომ საჭიროა საყვარელ საქმიანობას თავი მთლიანად მიუძღვნან!
გვსურს, ფიროსმანის მუზეუმის ხელმძღვანელებს საინტერესო და შემეცნებითი საღამოსთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ! 
ჩვენი მთავარი მისიაა ამ ბავშვებს ვასწავლოთ თანაგრძნობა, სიკეთე, მოყვასის სიყვარული და ჩავუნერგოთ საქართველოს ისტორიისა და ხალხის პატივისცემა.
თუ საშუალება გაქვთ თქვენც იზრუნოთ ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებზე, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მცირე საოჯახო ტიპის სახლი) ან ვებ–გვერდიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/198-family/

რეკომენდებული პროექტები: