"ჩერის" გულუხვი საჩუქარი - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"ჩერის" გულუხვი საჩუქარი image

"ჩერის" გულუხვი საჩუქარი

წლის წინ
სიახლეები
ყავა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ატრიბუტად იქცა. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია საუზმე ამ არომატული სასმელის გარეშე,  თუმცა ჩვენი ფონდის ბენეფიციართა დიდი ნაწილისთვის, ყავა არა მხოლოდ დესერტია, არამედ ძნელად მისაღწევი ოცნებაც. თითქოს დაუჯერებელია, რომ ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ ყავის შეძენის საშუალება … 
ყავის საწარმო “ჩერიმ” 13 კგ მაღალხარისხიანი რძიანი ყავა გადასცა ჩვენი ფონდის უფასო სასადილოს, რითაც მშვენიერი საჩუქარი გაგვიკეთა. 
იგი იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ ჩვენი ბენეფიციარები ვერ მალავდნენ თავის სიხარულს და კმაყოფილებას.
ჩვენ მადლობას ვუხდით საწარმო “ჩერის” და იმედს გამოვთქვამთ, რომ მის მაგალითს მიბაძავენ სხვა საწარმოო და კომერციული ორგანიზაციებიც. 

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: