ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საჩუქრები დღის ცენტრს

ფონდის სიახლეები
8 თვის წინ
ჩვენ არაერთხელ გიამბეთ, რომ ჩვენს დღის ცენტრთან ფუნქციონირებს ტანსაცმლის საწყობი, რომელიც შემოწირულობების მეშვეობით ივსება. ამ კეთილშობილურ საქმეში თავისი წვლილი შეაქვს ბევრ თანამოქალაქეს – ადამიანებს გახსნილი გულითა და კეთილი სულით, 
ამასწინათ, “ლიბერთი ბანკმა”, ერთ–ერთმა მსვილმა მოთამაშემ საქართველოს ფინანსურ სექტორში, მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ბენეფიციარებს – ზამთრის ტანსაცმლის 2 დიდი შეფუთვა.
დიახ, 21–ე საუკუნეში, ჩვენს ქვეყანაში არიან ბავშვები, რომლებიც სკოლაში ვერ დადიან ტანსაცმლის უქონლობის გამო, ხოლო მარტოხელა უმწეო ხანდაზმულებს სიცივესა და სიღატაკეში უხდებათ სიცოცხლის ბოლო წლების გატარება…     
ტანსაცმლის გარდა, “ლიბერთი ბანკი” დაეხმარა ჩვენი დღის ცენტრის ბიბლიოთეკასაცმ რომელსაც 50 ცალი წიგნი გადასცა – მხატვრული და სამეცნიერო–პოპულარული ლიტერატურა.