მე ამ ნახატში ჩავდე ჩემი გული - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მე ამ ნახატში ჩავდე ჩემი გული image

მე ამ ნახატში ჩავდე ჩემი გული

წლის წინ
სიახლეები
«მე ამ ნახატში ჩავდე ჩემი გული, რამეთუ ძალიან დავმეგობრდი თქვენს ფონდთან, რომელიც მთელს ჩემს ოჯახს ყოველდღე ახარებს“,- ამბობს ჩვენი ბენეფიციარი  14 წლის გურამ კახნიაშვილი. 
ოჯახის წევრებთან ერთად იგი ყოველდღე მოუთმენლად ელოდება „სოციალური პატრულის“ მობილური ჯგუფის გამოჩენას. 
ამჯერად გურამი ხელდამშვენებული მოვიდა.  მადლობის ნიშნად მან ჩვენს თანამშრომლებს საკუთარი ნახატი გადასცა, რომელზეც ჩერნოვეცკის ფონდის ლოგოა  გამოსახული. 
ჩვენთვის ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარია, რამეთუ იგი არამარტო კარგად არის შესრულებული, არამედ მთელი გულით და სულით არის  მორთმეული.  გურამის ნახატი ამიერიდან ჩვენი ფონდის დღის ცენტრს დაამშვენებს!   
ჩერნოვეცკის ფონდის სახელით გურამს გადაეცა სახატავი ფანქრები, საღებავები და აუცილებელი სამხატვრო მოწყობილობა  ამ სფეროში უნარების განვითარებისთვის! 
ჩვენ ძალიან ვაფასებთ ადამიანებში გულახდილობას, გახსნილობას და ყოველთვის მივესალმებით  მის ნებისმიერ გამოვლინებას! ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ  ბენეფიციარების შემოქმედებით განვითარებას, დამხარება აღმოვუჩინოთ მათ და არ მოვაკლოთ მზრუნველობა! 

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: