ჩვენ ვლოცულობთ თქვენი სულებისთვის! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენ ვლოცულობთ თქვენი სულებისთვის! image

ჩვენ ვლოცულობთ თქვენი სულებისთვის!

წლის წინ
სიახლეები

ჩვენო ძვირფასებო, იმედი გვაქვს, რომ თქვენმა ამ ცოდვილ მიწაზე გატანჯულმა სულებმა ბოლოს და ბოლოს ნანატრი სიმშვიდე და სიხარული მოიპოვეს! ჩვენ მთელი გულით გვწამს რომ ახლა კარგად ხართ - თქვენ ხომ უკვე უფლის ხელში იმყოფებით!

  უფალი ფარავდეს თქვენს უკვდავ სულებს და დაგიმკვიდროთ ზეციური სასუფეველი! ამინ!

ნატაშა აკოპიანი ჩვენი მზრუნველობის ქვეშ 5 წელი იმყოფებოდა, პროფესიით ის გახლდათ მკერავი, მრავალი წელი დაუზარელად შრომობდა, მაგრამ შემდეგ ავად გახდა. ასაკობრივი დაავადებებისგან მრავალი წლის მანძილზე იტანჯებოდა. განსაკუთრებით რთული მისთვის სიცოცხლის ბოლო სამი თვე გამოდგა. ფეხზე ადგომას ვეღარ ახერხებდა, მიეჯაჭვა საწოლს და მუდმივად საჭიროებდა მოვლას. მას ჩვენ და მისი მეზობლები ვეხმარებოდით. ნატაშას მდგომარეობა 2 ივლისს მკვეთრად გაუარესდა, მეორე დღეს ის გარდაიცვალა...

ლიუბოვ გრინკო ჩვენი მზრუნველობის ქვეშ 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. გადაიტანა 2 ინსულტი, რომლების შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ასევე, მოტეხილი ჰქონდა თეძოს ძვალი. საბრალო აფხაზეთიდან დევნილი გახლდათ. ლიუბოვი მუდმივად საჭიროებდა მოვლას, ჩვენ მისთვის ყველაფერს ვაკეთებდით რაც შეგვეძლო. მთელ დღეებს მის გვერდით ატარებდა მისი ქალიშვილი, მას ძალიან უყვარდა დედა... საბედნიეროდ, ლიუბოვს ოცნება აუსრულდა, მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ ნაქირავებ ბინებში სახელმწიფომ საკუთარი ბინა მისცა! მოხუცს ძალიან უყვარდა ფანჯარასთან ჯდომა, ქუჩაში ყურება,  მზეზე თბობა და ფიქრი...

ირინა კაბისოვა ჩვენი მზრუნველობის ქვეშ 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, პროფესიით მკერავი გახლდათ, სანამ ძალა ჰქონდა, დაუზარელად მუშაობდა, პურის ფულს შოულობდა, მაგრამ 2 ინსულტის შემდეგ საბრალო მუდმივად საჭიროებდა მოვლას. სიცოცხლის უკანასკნელი წლები საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარა: ცხოვრობდა ქალიშვილთან, სიძესთან და 3 შვილიშვილთან ერთად, რომლებიც მას შეძლებისდაგვარად უვლიდნენ. ბოლო თვეები ქალიშვილი ამ საქმიანობას ვეღარ უმკლავდებოდა და მომვლელიც ჰყავდათ. ირინა 4 ივლისს გარდაიცვალა.

თინათინ მღებრიშვილი ჩვენი მზრუნველობის ქვეშ დაახლოებით 1 წელი იმყოფებოდა. კიბო ჰქონდა და ბოლო 5 თვის მანძილზე საწყალს სიარულიც აღარ შეეძლო, მუდმივად საჭიროებდა მოვლას. ქიმიოთერაპია არ შველიდა, მისი მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა. აწუხებდა მწვავე ტკივილიც, რომელსაც ვერანაირი პრეპარატი ვერ უყუჩებდა. მასზე ყველანაირად ვზრუნავდით, ვაკეთებდით ყველაფერს რაც შეგვეძლო, მაგრამ ამ

ედუარდ ბუტულოვი ჩვენი მზრუნველობის ქვეშ დაახლოებით 1 წელი იყო. 10 წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა საბედნიეროდ, ჰყავს ქალიშვილები, რომლებიც სიყვარულით უვლიდნენ მოხუც და ავადმყოფ მამას და სიცოცხლის უკანასკნელ თვეებს უხალისებდნენ. ედუარდს ჩვენი მედდებიც ყველაფერში ეხმარებოდნენ. 5 ივლისს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ის საავადმყოფოში დაიღუპა.

 შალვა კოჭლამაზაშვილი ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა, სტანჯავდა ფილტვების დაავადება,  ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სუნთქვა ძალიან უჭირდა, იხრჩობოდა... პროფესიით შალვა იყო მზარეული, სანამ ძალა ჰქონდა, შრომობდა, მაგრამ ავადმყოფობამ თავისი გაიტანა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შალვამ ახლობლების გარემოცვაში გაატარა. ცხოვრობდა ქალიშვილთან და 3 შვილიშვილთან ერთად, ჩვენ მის ქალიშვილს მამის მოვლაში ვეხმარებოდით, ასევე, ვაძლევდით  მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს. 12 ივნისს მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, გადარჩენისთვის რამდენიმე კვირა იბრძოლა, მაგრამ სიკვდილის დამარცხება ვერ მოახერხა. 3 ივლისს შალვა გარდაიცვალა.

ნანული კოჭლაძე ჩვენი მზრუნველობის ქვეშ 2 წლის მანძილზე იმყოფებოდა, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, სტანჯავდა უამრავი ასაკობრივი დაავადება, მასზე ვზრუნავდით როგორც შეგვეძლო. ნანული საწოლს იყო მიჯაჭვული და მუდმივად საჭიროებდა მოვლას. 22 ივლისს ძალიან ცუდად გახდა, იმავე დღეს მისმა გულმა ძგერა შეწყვიტა.

ცარინა რეხვიაშვილი ჩვენი მზრუნველობის ქვეშ 2 წლის მანძილზე იმყოფებოდა, ავადმყოფი გული ჰქონდა და ძალიან აწუხებდა შაქრიანი დიაბეტი, ასევე, სხვა ასაკობრივი დაავადებებიც. 2018 წელს ცარინას მდგომარეობა გაუარესდა, ის საწოლს მიეჯაჭვა და მუდმივად ესაჭიროებოდა მოვლა. მისი მძიმე მდგომარეობის გამო ქალიშვილმა საცხოვრებლად თავისთან გადაიყვანა და უვლიდა. ჩვენი მედდებიც რითიც შეეძლოთ ეხმარებოდნენ მათ. 28 ივნისს  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მოხუცი საავადმყოფოში 20 ივლისს გარდაიცვალა.

ელენე ციხისელი ჩვენი მზრუნველობის ქვეშ დაახლოებით 1 წლის მანძილზე იმყოფებოდა. ელენა ცხოვრობდა ქალიშვილთან ერთად, მუდმივად საჭიროებდა მოვლას. ქალიშვილი ავადმყოფ დედას შეძებისდაგვარად უვლიდა, მას ჩვენი მედდები ეხმარებოდნენ, რადგან თავადაც პირველი ჯგუფის ინვალიდია და ძალიან უჭირდა ამ ამოცანასთან მარტოს გამკლავება. 21 ივლისს ელენეს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ნათელა თუმანიშვილი ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მხოლდო რამდნეიმე თვეს იმყოფებოდა, სპორტსმენი იყო, ხელბურთელტა გუნშიც კი თამაშობდა! საბრალო ქალ მესამე სტადიის კიბო ჰქონდა, მისი მგომარეობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაუარესდა. დაავადებასთან ერთად, ცდილობდა გამკლავებოდა ვაჟის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს, რომელიც სრულაიდ მოულოდნელად სამსახურში ინსულტით დაიღუპა. ჩვენს მედდებთან ერთად, მასზე ზრუნავდა და და  ზოგჯერ სტუმრობდა შვილის მეგობარიც, რომელსაც ის ექიმებთან დაყავდა. ბოლო 3 თვის მანძილზე ნათელა საწოლს იყო მიჯაჭვული, მუდმიავდ საჭიროებდა მოვლას. საბრალო ქალი 25 ივლისს გარდაიცვალა, ვინ იცის, სიკვიდილის წინ როგორ სტკიოდა...

ჟოზინა დარსაველიძე ჩვენი მზრუნველობის ქვეშ დაახლოებით 2 წლის მანძილზე იმყოფებოდა, გადატანილი ჰქონდა ინსულტი, სტანჯავდა კრონის დაავადება. მრავალი წელი მას მოსიყვარულე მეუღლე უვლიდა, რომლის გარდაცვალების შემდგომ ეს მისია საკუთარ თავზე მისმა ვაჟმა აიღო. ჩვენი მედდები მას რითიც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ. ფონდიდან ჟიზინა იღებდა წამლებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და საკვებს. მისი მდგომარეობა 27 ივლისს მკვეთრად გაუარესდა, იმავე დღეს საბრალო დაიღუპა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს..


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: