ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვახტანგ ახობაძე მცირე საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრა

ფონდის სიახლეები
4 თვის წინ

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ფარგლებში ჩვენს მცირე საოჯახო სახლის ტიპის სახლს სტუმრად ეწვია მრავალი საერთაშორისო შეჯიბრების გამარჯვებული პარაოლიმპიურ მკლავჭიდში ვახტანგ ახობაძე.

ვახტანგ ახობაძემ არაერთხელ ასახელა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატებზე და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წამყვან სპორტსმენად ითვლება.

ჩვენი აღსაზრდელები მის მოსვლას მოუთმენლად ელოდნენ, რამეთუ ბევრი რამ ჰქონდათ მოსმენილი მისი წარმატებების  შესახებ.

დადგა ნანატრი დღეც. ვახტანგ ახობაძემ ჩვენს ბავშვებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. მან ისაუბრა იმის თაობაზე,  თუ ცერებრული დამბლით დაავადებულმა როგორ ისწავლა სიარული,  როგორ ვარჯიშობდა და იკაფავდა გზას საერთაშორისო აღიარებისკენ.

ნაამბობმა ჩვენს მოზარდებში დიდი ინტერესი გამოიწვია და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა .

ვახტანგ ახობაძემ ჩვენს აღსაზრდელებს მათივე თხოვნით მკლავჭიდში თეორიული გაკვეთილი ჩაუტარა და მკლავის გადაწევის პრაქტიკული მაგალითებიც უჩვენა.

.


რეკომენდებული პროექტები: