ზღაპარი ნინისთვის: როგორ აქცია „GrownUp Private Event Club“-მა ოცნება რეალობად - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ზღაპარი ნინისთვის: როგორ აქცია „GrownUp Private Event Club“-მა ოცნება რეალობად image

ზღაპარი ნინისთვის: როგორ აქცია „GrownUp Private Event Club“-მა ოცნება რეალობად

15 დღის წინ
სიახლეები

ზღაპარი ნინისთვის: როგორ აქცია „GrownUp Private Event Club“-მა ოცნება რეალობად

ნინის არასოდეს აღუნიშნავს დაბადების დღე. ყოველთვის ოცნებობდა, რომ სასწაული მოხდებოდა ოდესმე და ღმერთი გამოუგზავნიდა კეთილ ფერიას, რომელიც აუსრულებდა ნატვრას. არაერთხელ, როდესაც გასართობ ცენტრებში ეპატიჟებოდნენ მეგობრები, ნინი ერთობოდა, მაგრამ გულში დარდი ჰქონდა - იცოდა, რომ დედამისი ასეთ დღესასწაულს ვერასოდეს მოუწყობდა, ის ხომ შეჭირვებული ოჯახის შვილია.

„GrownUp Private Event Club“-ში მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში, ლამაზ კაბაში გამოწყობილი... ღმერთო, რა ბედნიერია! მისი ბედნიერება მთელ საქართველოს ეყოფოდა!”

ამბობენ, თუ მთელი გულით გწადია რაღაც და შენ გარშემო გულკეთილი ადამიანები არიან, სასწაულები ხდება. და აი, დადგა ეს დღეც! ნინი  „GrownUp Private Event Club“-ის იუბილარი გახდა. მეგობრებთან და ოჯახთან ერთად მან დაუვიწყარი დღე გაატარა, რომელიც ნამდვილ ჯადოსნურ თავგადასავლად იქცა.

 ლამაზად გამოწყობილი, ყურადღებითა და სიყვარულით გარემოცული ნინი ბედნიერებით ბრწყინავდა. მისი ბედნიერება იმხელა იყო, მთელ საქართველოს გაანათებდა! გვიხარია, ასეთ ბედნიერს და გაბრწყინებულს რომ ვხედავთ.

გვსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვისი დამსახურებითაც რეალობად იქცა ეს დღე. მადლობა „GrownUp Private Event Club“-ს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. თქვენი დიდსულოვნება და მზრუნველობა ქმნის მომენტებს, რომლებიც სამუდამოდ რჩება ჩვენს გულებში.

 ასევე დიდ მადლობას ვუხდით ყველას, ვისი დახმარებითაც ჩვენი პატარა ბენეფიციარების ოცნება ახდა. თქვენ დაამტკიცეთ, რომ კეთილი ადამიანების თანადგომით შეუძლებელი არაფერია.

 რა თქმა უნდა, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ნინის. დაე, მისი ცხოვრება მუდამ სიხარულით, ღიმილითა და სასწაულებით იყოს აღსავსე. დაე, სინათლითა და ბედნიერებით აღსავსე იყოს მისი ყოველი დღე.

ვიმედოვნებთ, რომ ნინის ისტორია ყველას შთააგონებს, სჯეროდეთ სასწაულების და ოცნების არ შეეშინდეთ. ყველას ისეთივე ბედნიერებას გისურვებთ, როგორი ბედნიერიც იყო ნინი მისთვის განსაკუთრებულ დღეს!



თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

გაჭირვებულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მათი ფილტვები, სისხლი, თვალები, მუდამ მშიერი კუჭები — ყველა ორგანო მომწამვლელი მტვრით არის სავსე! ყურებს კი, როგორც საშინელებათა ფილმებშია, აყრუებს მანქანები, რომლებიც დღედაღამ ლოდებს ამტვრევენ, რომ ბიზნესმენების ჯიბეები ფულით აივსოს! შვიდი ადამიანის, საქართველოს შვიდი მოქალაქის, სიცოცხლე საფრთხეშია!
შვიდი უბედური ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მძიმედ არის დაავადებული, ორ არასრულწლოვანს კი ბავშვობა აქვთ წართმეული და მომაკვდინებელი დაავადებები ემუქრებათ! ჩვენ გარდა, მათ ვერავინ...
შეგროვებულია
1,764.35 ₾
დაეხმარა
133
მინდა დავეხმარო