საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ სააღდგომო საჩუქარი გაუკეთა შინ მოვლის პაციენტებს და შესთავაზა მათ საქველმოქმედო სადილი 2013 წლის 5 მაისს რესტორან ახალ ბაბილონში.
სააღდგომო სადილი დასრულდა საზეიმო კონცერტით, სიმღერისა და ლექსების კონკურსით. ჩვენმა ძვირფასმა პაციენტებმა საჩუქრად მიიღეს დაუვიწყარი საღამო.