თეთრეული „Rooms Hotel“-სგან საწოლს მიჯაჭვული მოხუცებისათვის - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თეთრეული „Rooms Hotel“-სგან საწოლს მიჯაჭვული მოხუცებისათვის image

თეთრეული „Rooms Hotel“-სგან საწოლს მიჯაჭვული მოხუცებისათვის

წლის წინ
სიახლეები

ოტელმა „Rooms Hotel“ უსასყიდლოდ გადასცა თეთრეული და პირსახოცები საქველმოქმედო ფონდ „სოციალურ პარტნიორობას“ ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ხანდაზმულებისთვის გადასაცემად.

საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა უფასო პატრონაჟული დახმარება. ყოველ დღე, დღესასწაულებისა და უქმე დღეების გარეშე, ფონდის მედდები და სოციალური მუშაკები მიდიან 300 საწოლს მიჯაჭვულ მოხუცთან, რათა მათ აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო მომსახურება, მიუტანონ საჭმელი და წამლები, ესაუბრონ და დაეხმარონ.

„ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია შევცვალოთ ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ და ჩავუსახოთ მათ იმედი! სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესი - ეს არის საზოგადოების განვითარების თანამედროვე ტრენდი მთელს მსოფლიოში. და ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ „Rooms Hotel“-ის იმისათვის, რომ იგი ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს აქ, საქართველოში. ჩვენი ფონდისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ სხვა ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირონ ჩვენს პროგრამებს. მე მივმართავ ყველა კომპანიას, ყველა გულისხმიერ ადამიანს, დაეხმაროს ფონდს ნებისმიერი მისაწვდომი საშუალებით. ერთად ჩვენ შევუმსუბუქებთ ცხოვრებას გაჭირვებულ ადამიანებს!“ - ამბობს ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი.


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: