ჩვენი მცირე საოჯახო სახლის აღსაზრდელები უკვე შეეჩვივნენ ცნობილი ადამინების სტუმრობას. მათთან ხშირად მოდიან სპორტსმენები, მსახიობები, მუსიკოსები, შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები. ეს ხელს უწყობს ბავშვების ზოგად განვითარებას და სოციალურ ადაპტაციას.
ამ დღეებში, ჩვენს ბავშვთა სახლს ესტუმრა საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი, მსახიობი და ტელეწამყვანი დავით ქაცარავა, რომელიც საათნახევრის განმავლობაში უყვებოდა ბავშვებს საინტერესო მოგზაურობებისა და თავგადასავლების შესახებ.
სტუმრის ნაამბობმა ჩვენს აღსაზრდელებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჯომარდობის თემით და “რაფტინგის”ათვისების სურვილი გამოთქვეს.
დავით ქაცარავა დაპირდა ბავშვებს, რომ ზაფხულში მათ აჭარის მაღალმთიან რეგიონში დაპატიჟებს და შეასწავლის ჯომარდობის ილეთებს.
გმადლობ, დავით! ამ შეხვედრამ ჩვენს პატარებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა!