ბათუმის ფოლკლოლური ფესტივალი - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბათუმის ფოლკლოლური ფესტივალი image

ბათუმის ფოლკლოლური ფესტივალი

წლის წინ
მცირე საოჯახო ტიპის სახლები

ჩვენ ვთვლით, რომ მოზარდ თაობაში სულიერი და კულტურული ფასეულობების ჩამოყალიბებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ბავშვთა სახლების აღსაზრდელებზე, რომლებსაც მიუხედავად მცირე ასაკისა უკვე მოუხდათ მძიმე წლების გადატანა. მათ გამოიარეს ძალადობა, მშობლების გულგრილი დამოკიდებულება, შიმშილი და დიდი სულიერი ტკივილი... ეს ყველაფერი ხელს უწყობს მოზარდში იმ სულიერი ფასეულობების და კულტურული ტრადიციების რღვევას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. 
სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ბავშვთა სახლების აღსაზრდელები პირველივე დღიდან ვაზიაროთ ეროვნულ კულტურულ ფასეულობებს! 
დიდი მადლობა ბათუმის მერიას, რომელმაც ამასწინათ ქობულეთის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები ფოლკლორულ ფესტივალზე მიიწვია. ჭეშმარიტ ხალხურ ხელოვნებასთან ზიარებამ, ეროვნულმა მუსიკალურმა ფესვებმა, სამუზეუმო ექსპონატებმა და მხიარულად გატარებულმა საღამომ ჩვენს ბავშვებში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და აღფრთოვანებული ემოციები გამოიწვია! 
კულტურული აღზრდა - ეს არის სწრაფვა სინათლისა და ჰარმონიისკენ, ხოლო მის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს მოზარდის მიზანმიმართული ფორმირების პროცესი, რათა მომზადდეს მომავალში მისი აქტიური და ქმედითი  მონაწილეობა სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. 

რეკომენდებული პროექტები: