საშინელმა, დამთრგუნველმა დიაგნოზმა, „მკერდის კიბომ“, ირმა მაჩიტაძის ცხოვრება დაამსხვრია და ათასობით ნაწილაკად გაფანტა… მაგრამ ტკივილისა და მომაკვდინებელი შიშის მიუხედავად, ახალგაზრდა, სულიერად ძლიერი ქალი ცდილობს არ დანებდეს, ნაწილ-ნაწილ მოაგროვოს ბედის ნამსხვრევები და მათგან შეკრას ახალი, თუნდაც საავადმყოფოებით, საოპერაციოებითა და სასტიკი ტკივილებით სავსე, მაგრამ მაინც… ცხოვრება…