ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

ავადმყოფი ბავშვები

ხუთი კაცი ერთი თვალით იყურება!

„მე მხოლოდ ცალი თვალით ვხედავ, ჩემი მშობლები და დები კი საერთოდ ვერ ხედავენ. ჩემი ძმაც ხედავს“, – გვეუბნება 11 წლის სალომე. – „მე მათ ვუყვები, როგორი ამინდია, როგორ ყვავილობენ ხეები; ვუყვები, რომ მარიამი ძალიან ლამაზად ხატავს, რომ გიორგის ძალიან კეთილი და ლამაზი თვალები აქვს, ქეთი კი პრინცესასავით იღიმის… დედა ამბობს, რომ ხუთნი ერთი თვალით ვიყურებით.“
დედა – მაია და მამა – ზურა უსინათლოები არიან და ვერაფერს ხედავენ. მათ არასდროს უნახავთ, როგორ იზრდებოდნენ და იცვლებოდნენ მათი შვილები; ვერც კი წარმოუდგენიათ, რამდენად ლამაზები არიან ისინი; მათ მხოლოდ შეხებით იცნობენ და გრძნობენ მათ სიყვარულს. ჩვენ, თვალხილულები, ვერასოდეს მივხვდებით, ეს რა გრძნობაა. ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ სხვისი ტკივილი, რადგან ოდესღაც რაღაც ყველას გვტკიოდა; შეგვიძლია თანავუგრძნოთ ადამიანს, რომელმაც ახლობელი დაკარგა, რადგან ისინი ჩვენც დაგვიკარგავს, მაგრამ თვალხილული ადამიანი უსინათლოს როგორ გაუგებს? ეს ალბათ შეუძლებელია.

შემოწირულია

$1193.35

დონორი

73

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ამ ბიჭს ხელებიდან მუდამ სისხლი სდის!

ჯამბული: „როცა თითებს ვხრი, ხელებიდან სულ სისხლი მდის და მტკივა, ძალიან მტკივა… მაგრამ ყველაზე საშინელი სისხლი კი არა, ის არის, რომ შეტევების დროს სული მეხუთება. მეც ძალიან მეშინია და დედასაც ვაშინებ! ამას კი მუდმივი, საშინელი მუნიც ემატება!“
„ამის გამო ისე იტანჯება!“ – საუბარში ერთვება გულჩვილი დედა. – „ბავშვმა ასეთი ტანჯვა რით დაიმსახურა? ჩვენს ოჯახში ასე ვინ შესცოდა? ღმერთო, შენ გვიშველე! ნეტავ მის მაგივრად მე ვიტანჯებოდე…“
„ჭრილობები დიდხანს არ ხორცდება. xaზოგჯერ ის მალამო არ გვაქვს, რომელიც მშველის; ზოგჯერ გვაქვს… საღამოობით და ღამე ხელები ძალიან მექავება და არ მაძინებს… ზოგჯერ ტკივილისგან სუნთქვაც კი მიჭირს. ექიმები ამბობენ, რომ სისხლში სოკო მაქვს; იქ როგორ აღმოჩნდა, არც კი ვიცი…“

შემოწირულია

$1550.00

დონორი

80

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

ხუთი წელია, სიკვდილი ფეხდაფეხ დაგვყვება!

„მე და ჩემი და ძმას ისე ველოდებოდით, მას სახელიც კი მოვუფიქრეთ; მასზე ზრუნვა და მასთან თამაში გვინდოდა… გვეგონა, რომ ის ჩვენი დამცველი იქნებოდა… მაგრამ ის ისეთი უმწეოა, ისეთი სნეული… დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს“, – გვეუბნება 11 წლის ანა. ის და მისი უფროსი და – 13 წლის მარი – 5 წლის ლუკასთვის მხოლოდ დები კი არა, დედებიც გახდნენ! ზოგჯერ, ისინი თავიანთ ძმას დედაზე უკეთესადაც კი უვლიან!
ბიჭი დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს, მას წყლის თხოვნაც კი არ შეუძლია.

შემოწირულია

$4344.54

დონორი

326

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 23 24 25 26 27 42