რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედობას და მამობას მე ვუწევ. მოხუცი ბაბუა სამ ობოლ შვილიშვილთან ერთად სულ მარტო დარჩა. დავეხმაროთ და ერთად ვიზრუნოთ მათზე!

calendar ნოემბერი 15, 2022

ამ ისტორიისთვის, ბევრი, ერთი მეორეზე საშინელი სათაურის მოფიქრება შეიძლებოდა! მაგალითად: „მამამ შემწეობის თანხა მოპარა შვილებს და მიატოვა! ბაბუა კი, გმირია!“, ან „უნამუსო და დაუნდობელი მამები! ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორია!“, ან კიდევ: „ნუ დავუშვებთ, რომ სამმა ბავშვმა გაჭირვებაში დამცირებულებმა იცხოვრონ, მოხუცი კი მოკვდეს.“
მეგობარო, უმჯობესი იქნება, სათაური თავად რომ მოიფიქრო, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე წაიკითხე ეს ისტორია და შენს შვილებსაც აჩვენე. ნორმალური ადამიანი საკუთარ შვილებს ასე არ მოექცევა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დედობას და მამობას მე ვუწევ. მოხუცი ბაბუა სამ ობოლ შვილიშვილთან ერთად სულ მარტო დარჩა. დავეხმაროთ და ერთად ვიზრუნოთ მათზე!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მაინც როგორი უნამუსო, ნაძირალა და არაკაცი უნდა იყო, საკუთარი შვილები რომ მიატოვო!
 ამ ისტორიისთვის, ბევრი, ერთი მეორეზე საშინელი სათაურის მოფიქრება შეიძლებოდა! მაგალითად: „მამამ შემწეობის თანხა მოპარა შვილებს და მიატოვა! ბაბუა კი, გმირია!“, ან „უნამუსო და დაუნდობელი მამები! ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორია!“, ან კიდევ: „ნუ დავუშვებთ, რომ სამმა ბავშვმა გაჭირვებაში დამცირებულებმა იცხოვრონ, მოხუცი კი მოკვდეს.“
   მეგობარო, უმჯობესი იქნება, სათაური თავად რომ მოიფიქრო, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე წაიკითხე ეს ისტორია და შენს შვილებსაც აჩვენე. ნორმალური ადამიანი საკუთარ შვილებს ასე არ მოექცევა!

საყვარელი მეუღლის გარდაცვალებამ წელში გატეხა, 2021 წელს შვილის დაკარგვამ კი, საბოლოოდ გაანადგურა…

           „ბაბუს რამე რომ მოუვიდეს, ჩვენ რა გვეშველება?“ – ვედრების თვალებით მეკითხება პატარა ობოლი ელენე და განაგრძობს – „მე ბაბუ მიყვარს მსოფლიოში ყველაზე მეტად, მის გარეშე ვერ გავძლებ“  –  მერე ბაბუას სახელოზე ებღაუჭება და ლოყაზე კოცნის. 

„ბაბუა ჩვენთვის ყველაფერია. ის რომ არა, ვინ იცის, სად ვიქნებოდით“

          ვიქტორ ვეშაგური 64 წლისაა. ერთი წლის წინ, მან უდიდესი უბედურება გადაიტანა, ერთადერთი, ახალგაზრდა, 39 წლის ქალიშვილი მიაბარა მიწას. გაუჭირდა ხანდაზმულ ვიქტორს ამ ტკივილთან გამკლავება, წელში მოიხარა, განახევრდა კაცი. თვალებმა ტირილი ისწავლეს, გულმა კი – ლოცვა… ცხელი ცრემლები დღესაც ყოველდღე მალულად სცვივა ვიქტორს, როდესაც თავისი გარდაცვლილი ცოლ-შვილის სურათებთან ჩუმად, მხურვალედ ლოცულობს. 
          არა! ასე ვერ დარჩებოდა, ვერ იქნებოდა სუსტი და უმწეო სამი ობოლის თვალში.  წელში გამართული უნდა შესდგომოდა პატარა შვილიშვილების აღზრდა-განათლების საქმეს. მშობელი დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მათთვის კი არ უნდა გაეასმაგებინა თავისი წუხილით, პირიქით, ძლიერი უნდა ყოფილიყო და ბავშვებისთვის გამხდარიყო დედაც, მამაც, ბებიაც და ბაბუაც. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალა არის საჭირო ასეთი გმირობისთვის… 

„ჩემს გაჭირვებას ისიც ემატება, რომ ასაკში ვარ და ბევრი აღარაფერი შემიძლია…“

         – ბატონო ვიქტორ, გიჭირთ ამ ყველაფერთან გამკლავება?
         ვიქტორი (64 წლის): მიჭირს იმასთან შეგუება, რომ შვილი აღარ მყავს. არ იცით, ეს რამხელა ტკივილია. მიჭირს ამ ტკივილის დამალვა. ხანდახან მგონია, რომ გავგიჟდები. მერე კი, ჩემს შვილიშვილებს ვუყურებ და ვფიქრობ,  რომ მათ ვჭირდები… ჩემს მეტი არავინ ჰყავთ… ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ბევრი აღარაფერი შემიძლია… სამსახური დავკარგე. დარაჯად ვმუშაობდი. დარაჯი კი, ღამით თუ არ დარჩა ისე როგორ იქნება?! ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი. ახლა ხომ, მათთვის დედაც ვარ! დაგვეწყო ფინანსური პრობლემები ოჯახში, დავრჩით მხოლოდ სოციალური დახმარების იმედზე. ამ ბინაშიც ქირით ვცხოვრობთ, ჩვენი არ არის…  ე-ე-ე, ბოლო 17 წლის განმავლობაში, კარგად აღარაფერი ყოფილა, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ვუმკლავდებოდი. ახლა კი… ახლა, ბავშვებისთვის საკვების ყიდვასაც ვერ ვახერხებ, თვიდან თვემდე ვალებით მივდივართ.
        – 17 წლის წინ რა მოხდა?
        ვიქტორი:  მეუღლე გახდა ავად. 7 წელი ვუვლიდი. დიალეზზე იყო. გავყიდე ყველაფერი რაც კი გამაჩნდა, ოღონდ გადამერჩინა. მაგრამ…  ვერ შევძელი… 10 წლის წინ გარდაიცვალა… უკვე 11 წელია, რაც ქირით ვცხოვრობთ. ერთი წლის წინ კი აი, ეს  დიდი უბედურება დამატყდა თავს – ერთადერთი შვილიც დავკარგე… კოვიდმა იმსხვერპლა… რატომ არ დამემართა მე და ის აირჩია… რატომ? (ხმა უკანკალებს. ცდილობს ცრემლების შეკავებას.)
         მარი (12 წლის):  ჩვენ მსოფლიოში ყველაზე კარგი დედა გვყავდა. ძალიან მიჭირს მის გარეშე ცხოვრება. დედა ხშირად მესიზმრება და მახსენებს, რომ ჩემს და-ძმას მივხედო, ბაბუს მივხედო და გვერდში დავუდგე… დედა ძალიან მენატრება… მისი თბილი ხელები მენატრება… (ცრემლები მოსდის.)
         ელენე (8 წლის): მეც მენატრება ჩემი დედიკო, ის ძალიან ლამაზი იყო. თუ გინდა, სურათებს გაჩვენებ…  (მაჩვენებს.)
         – მართლაც, ძალიან ლამაზია შენი დედიკო. შენ გავხარ ხომ დედას?
         ელენე: ყველა ასე ამბობს. მაგრამ ის უფრო ძალიან ლამაზი იყო…

„ასე ვეფერები ჩემი დედიკოს სურათს ყოველდღე… მენატრება…“

        – ბატონო ვიქტორ, ბავშვების მამას რა მოუვიდა, მასზე არაფერი გითქვამთ…
        ვიქტორი: არც მინდა მისი სახელი ვახსენო, ჩემს პატარებს მისგან მხოლოდ ტკივილი და წყენა ახსოვთ. წავიდა, სხვა ქალს გაეკიდა… პასუხისმგებლობას გაექცა. არც არაფერს აკეთებს შვილებისთვის. ეს ადამიანი ყოველთვის მხოლოდ ზიანის მომტანი იყო, მაგრამ ვიტანდი ჩემი შვილის ხათრით. ბავშვებს ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი ჰქონდათ, მისი არასწორი საქციელის გამო.  მარიამს შაქარიც კი უწევდა ნერვიულობის გამო. არც მინდა, ყველაფერი რომ გავიხსენო!
        – ფინანსურად ძალიან გიჭირთ, რთულია მხოლოდ შემწეობით ცხოვრება, როდესაც სამი ბავშვი გყავთ გამოსაკვები. როგორ ახერხებთ გადარჩენას?
         ვიქტორი: ჩვენი შემოსავალი ძალიან მწირია 650 ლარი – სოციალური დახმარება. ერთი წელია, რაც ბავშვებს დაენიშნათ  ობლობის პენსია 300 ლარი და მამის ანგარიშზე ირიცხება. მამა კი, არაფერს აძლევს, ამბობს რომ ბანკი აჭრის ადრე აღებული სესხის გამო. გეფიცებით, ეს სესხი ოჯახისთვის არ აუღია, მის შესახებ არც კი ვიცოდი. ახლა ვცდილობ, მეურვეობა მე ავიღო, რომ ბავშვებს მოვახმარო მათი კუთვნილი თანხა. 

ბავშვებს ძალიან სჭირდებათ ნორმალური საწოლები.

          ლუკას ცურვაზე სიარული სჭირდება, ხერხემლის გამო. ექიმთან მისვლა სჭირდება. წონის პრობლემა აქვს. ბავშვს ნორმალური საკვები არ აქვს და წონა კი, მაინც იზრდება. ეს ხომ მისახედია?! სუსტი იმუნიტეტი აქვს. მთელი ზამთარი გაციებულია. მერე, ერთი რომ ცივდება, ყველა ცივდება. მე კი წამალსაც ვერც ვყიდულობ… გული ძალიან  მტკივა, სათანადოდ რომ ვერ ვუმკლავდები ყველა პრობლემას. ასაკოვანი ვარ, მეც ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, დავდივარ. ვცდილობ, არ დავეცე. 
          მარიამი: ბაბუს თავისი თავი არ ახსოვს. მასაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ არაფერს ამბობს. ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად და ის სულ აღარ დაიწუწუნებს.
          – ბაბუა გიმზადებთ საჭმელს, გილაგებთ, გირეცხავთ? თქვენ თუ ეხმარებით?
         ლუკა (14 წლის): რა თქმა უნდა. მე დილით ჩაის ვუმზადებ ბავშვებს. თუ გვაქვს, შეიძლება, ერბო-კვერცხიც შევწვა, კარგად გამომდის. 
         მარიამი: მე დალაგებაში ვეხმარები.
         ელენე: მეც ვეხმარები, თუ რამე კარგად არ გამოუვიდათ, ვეუბნები, რომ დედიკო უკეთესად აკეთებდა…
         – მერე ამით გულს არ სტკენ?
         ელენე:  რატომ? სიმართლეს თუ კი ვამბობ?
         – ხანდახან, სიმართლე გულს სტკენს ადამიანს, შენ უნდა გაამხნევო და უთხრა, რომ ძალიან კარგი ნამუშევარია.
         ელენე: ხანდახან, ასეც ვეუბნები!

„ბაბუ, პეპისაც არ ჰყავდა დედა. მაგრამ იმას არც ბაბუ ჰყავდა,  ხო? მე კი, შენ მყავხარ!“

        – ბატონო ვიქტორ,  გჭირდებათ პროდუქტით დახმარება. ალბათ, თბილი ტანსაცმელიც ბავშვებისათვის, ზამთარი მოგვდგომია კარს. კიდევ რას საჭიროებთ, რომ ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს თქვენი ყოფა?
       ვიქტორი: პროდუქტი და თბილი ტანსაცმელი სწორად აღნიშნეთ. ასევე ძალიან გვჭირდება ნორმალური გაზქურა. ჩვენს გაზქურაზე ერთი „კომფორაღა“ ინთება და ისიც სახიფათოა… შეხედეთ, როგორ წვალობს…

„მხოლოდ ეს  ერთი ინთება, ისიც წვალებით.“

         მარიამი: ძალიან მინდა გაზქურას საცხობიც ჰქონდეს, რამის გამოცხობა რომ შევძლო…

„მინდა მსახიობი გავხდე. მიყვარს ლექსების კითხვა მხატვრულად. ლექსებსაც ვწერ… მერე ბაბუს ვუკითხავ ხოლმე.“

          ლუკა: მეც მივეხმარები, ბაბუ კი, რეცეპტებს გვასწავლის.
         – რეცეპტების მოძიება იუთუბიზეც შეიძლება.
         ლუკა: ხო, რა თქმა უნდა, თუ კომპიუტერი და ინტერნეტი გაქვს… მე კი არ მქონდა და კოვიდის დროს, ონლაინ გაკვეთილებსაც ვერ ვესწრებოდი… ჩამოვრჩი და ახლა, ორმაგად ვმეცადინეობ, რომ ყველაფერში დავეწიო კლასს.

„ასე გავცქერი ქუჩას, ხანდახან მგონია, რომ დედა გამოჩნდება“

          ელენე: კიდევ მაცივარი გვინდა, ჰო, ბაბუ? ელენემ რომ ხშირად გააღოს… ოღონდ ცარიელი მაცივარი არ უნდა იყოს! ჩვენი მაცივარი ძველია, ცუდად მუშაობს და სულ ცარიელია…

„ეს მაცივარი ერთადერთი ნივთია, რაც წარსულიდან შემომრჩა… და ისიც დაბერდა ჩემსავით… აღარ მუშაობს.“

          ვიქტორი: ახლა ზამთარი მოდის, არ ვიცი, რით გავთბებით, გამათბობელიც ძალიან გვჭირდება. ისეთი სუსტი იმუნიტეტი აქვთ ჩემს პატარა ჩიტებს… მალე ცივდებიან. გამათბობელი, მართლა შვება იქნება ჩვენთვის. ლუკას ცურვაზე მიყვანა სჭირდება. ხერხემლის გადახრა აქვს.  ცურვა ისეთი ძვირი ღირს… როგორ უნდა გადავიხადო, როცა საჭმლისთვის არ გვყოფნის ფული… ნეტა, ვინმე ღვთისნიერი ცურვის სექციაში უფასოდ მიიღებდეს. ათასი წელი ვიქნებოდი მისი მადლიერი.
        ელენე:  მე სიმღერაზე მინდა სიარული და არც ამის ფული აქვს ბაბუს. არადა, იცით რა კარგად გამომდის? გინდათ „სლავა უკრაინა“ გიმღეროთ? 
***
       მღეროდა პატარა ელენე სიმღერებს უკრაინის დიდებაზე,  დედაზე. თვალებზე ცრემლმომდგარ ვიქტორთან ერთად, სულგანაბულები ვუსმენდით პატარა გოგონას და ვფიქრობდით, არცერთი ბავშვი  არ უნდა იზრდებოდეს გაჭირვებასა და შიმშილში. მათ ყველანაირი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ გახდნენ წარმატებული ადამიანები და ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილები!
        მეგობრებო, აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა ამ კეთილ და დიდ საქმეში, ნუ დაინანებთ მცირედს ობლებისთვის. დავეხმაროთ გმირ ბაბუას, რომელიც სულ მარტო ებრძვის გაჭირვებას და ცდილობს, სამი პატარა შვილიშვილი გადაარჩინოს!
        თუ თქვენ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თავად მოისურვებთ მოინახულოთ ეს არაჩვეულებრივი ბავშვები, მათ ძალიან გაახარებთ. აი, მისამართიც: თბილისი, გოჩა ონაშვილის ქ. 5. ბინა 12. 
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
        მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
           ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
          არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: 
office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ვეშაგურების ოჯახი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
           ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
           შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

         თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!

დალოცვილები ყოფილიყავით!
     
     

დედის გარდაცვალების მერე, ეს უმძიმესი წელი იყო ჩემი ობლებისთვის, თქვენ კი დედობრივი სითბო აჩუქეთ მათ

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ჩვენი საოცარი ბავშვები – ელენე და მარი – ჩვენი მზრუნველი და მოსიყვარულე მკითხველების ფრთის ქვეშ, თბილად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

 „ბრაუნის მოგიმზადებთ, – ამბობს მარი. – ხომ გინდათ? რა თქმა უნდა, გინდათ! ხუთი წუთი ბაბუასთან ეჭორავეთ. ნახეთ: ვიღებ „ჩოკო პაის“ რამდენიმე ორცხობილას, მიკროტალღურ ღუმელში ვდებ და ცოტა ხანს ველოდები. სამჯერ უფრო დიდი გახდება, ზეფირი წელვადი ხდება, შოკოლადი კი – ცხელი. უგემრიელესია. ცივ ყავას დააყოლებთ, ბლენდერით შემიძლია ახლავე მოგიმზადოთ.“

 „ვახ-ვახ! მაშინ, ერთი ცივი ყავა მეც მინდა, – ამბობს ბაბუა ვიქტორი. – რამდენი საჭირო ტექნიკა და ნივთი გვაჩუქეთ სახლისთვის, ჩემი გოგონებიც ახლა მუდამ საქმეში არიან. ყველაფერს მოუნახავენ გამოყენებას: მიქსერს, ბლენდერს, ტოსტერს, მიკროტალღურ ღუმელსაც და მაცივარსაც. ძველი ნივთები გადავყარე და კარგ ნივთებს ვიყენებთ. გვიხარია, რომ გვაქვს ახალი საწოლები, ტელევიზორი, ავეჯი, ჭურჭელი… ძალიან მადლობელი ვარ თქვენი იმისთვის, რომ მთელი ამ წლის განმავლობაში, ჩვენს გვერდით იყავით, გვეხმარებოდით მე და ჩემს შვილიშვილებს იმაში, რომ გონს მოვსულიყავით ჩემი შვილის გარდაცვალების მერე.“

 „ძალიან გვიხარია, კარგი ნივთები რომ გვაქვს.“

მარი (13 წლის): ბაბუ, შენ პატარა ჭიქაში დაგისხამ, ყავისგან წნევამ რომ არ აგიწიოს.

მარი ამზადებს თავის საფირმო ცივ ყავას ახალ ბლენდერში

ბაბუა ვიქტორი: ცივს თუ დავლევ, არ ამიწევს. გოგონებმა სოფელში, ფასანაურშიც კი წაიღეს ახალი ბლენდერი. მთელი ზაფხული ცივ ყავას ამზადებდნენ.

მარი: ცუდი იყო? შენ თვითონაც ამბობდი, რომ გემრიელია! თანაც, სულ ითხოვდი!

ბაბუა: ყველაფერი გემრიელია შენი ხელით მომზადებული, სიხარულო!

მარი: ბუტერბროდებს და სენდვიჩებს რომ ვამზადებ ხოლმე ტოსტერში? თქვი რა!

ბაბუა: უგემრიელესია!

ამასობაში ბაბუა პურს ჭრის ტოსტერში მოსამზადებლად

კომუნისტების დროინდელი მაცივარი მხოლოდ ადგილს იკავებდა სახლში. ახალი კი, მუშაობს, ინახავს ყველს, ძეხვსა და კვერცხს… ელენიკო ფიქრობს, ტოსტები რით მოამზადოს

ელენიკო: „მიკროტალღურ ღუმელში ბრაუნის, კექსებს და სხვადასხვა გემრიელობას  ვამზადებთ“

მარი: ხან სამზარეულოში ვსადილობთ, ხან სასტუმრო ოთახში ვსხდებით, ახალ მაგიდასთან. ტელევიზორი უმაგრესია, YouTube-საც აჩვენებს. უზარმაზარი ეკრანით! ადამიანები და ნივთები, თითქმის ისეთი ზომის ჩანს, როგორც სინამდვილეში! ახლა, მე და ელენიკო ჩვენს საყვარელ სერიალს – „ჩემი ცოლის დაქალებს“ ვუყურებთ თავიდან.

ბაბუა: ოჰ, ეს სერიალი… (შეწუხებული სახით.)

– სხვათა შორის ბაბუა ვიქტორ, ძალიან ბევრი სასაცილო სერიაც არის, გირჩევთ, თქვენც უყუროთ.

ბაბუა: მე, ჩემი ელენიკო YouTube-ზე კარაოკეს რომ ჩართავს და მღერის, ის უფრო მიყვარს. შემიძლია დაუსრულებლად ვუსმინო.

მარი: სანამ დასაძინებლად წავალთ, ყველანი აქ ვსხედვართ ხოლმე, სასტუმრო ოთახში: მე, ელენიკო, ლუკა და ბაბუა. ზოგი ტელევიზორს უყურებს, ზოგი ტელეფონით თამაშობს. კარგია აქ, ახალ დივანზე ჯდომა. მერე კი, მე და ელენე ჩვენს საძინებელში მივდივართ, ლუკა კი – შუშაბანდში. ბაბუას ახალ დივანზე სძინავს, მაგრამ ჩვენ მისი სულაც არ გვშურს. ჩვენც გვაქვს ძალიან მაგარი საწოლები. ისე ტკბილად გვძინავს, რომ დასვენების დღეებში თორმეტ საათამდე ვერ ვდგები ხოლმე, ზამთარში განსაკუთრებით.

ტელევიზორში, ბავშვები თავად ირჩევენ YouTube-ზე, რას უნდა უყურონ: უნდათ კარაოკეს ჩართავენ, უნდათ – საყვარელ სერიალს…

დღისით და საღამოს, დივანი საერთოა, ღამით კი ბაბუას საკუთრებაა

ლუკა (15 წლის): ჩემი საკუთარი ბოქსი მაქვს. ახლა, ახალი მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩასვეს შუშაბანდში, სითბოც არის და კომფორტიც.

მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმის შემდეგ, მხოლოდ შუშაბანდი კი არა, მთელი ბინა გათბა

ბაბუა: ფანჯრები ძველი რომ იყო, შუშაბანდში საზიზღრად უბერავდა, ზამთრის სეზონი რაც დაიწყო, ორჯერ გამიცივდა ლუკა. ფონდში დავრეკე, ვითხოვე დახმარება. პრობლემაც რამდენიმე დღეში მოგვარდა. ჩემს შვილიშვილსაც სითბოში სძინავს და მთელ სახლშიც ნორმალური ტემპერატურაა. ხედავთ, ჯერ გამათბობელსაც არ ვრთავ. ტყუილად კი არ მოუგონიათ ეს მეტალოპლასტმასი, სითბოს რომ ინარჩუნებს.

მარი: „ისეთი რბილი და მოხერხებულია ახალი საწოლები, ძალიან ტკბილად გვძინავს, დასვენების დღეებში დილის თორმეტ საათამდე ვერ ვდგები ხოლმე

– ბავშვებო, უამრავი საჩუქარი მიიღეთ ფონდის მკითხველებისგან. ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

ლუკა და მარი ტელეფონებს გვაჩვენებენ სიცილით.

ბაბუა: პასუხიც ეს არის. დილიდან საღამომდე ერთი წამითაც არ უშვებენ ხელიდან.

მარი (ისევ იღიმის): დიახაც! სწორს ამბობს ბაბუა. ერთი წუთითაც არ ვუშვებთ ხელიდან. იმიტომ, რომ აქ „ფეისბუქიც“ გვაქვს, „ინსტაგრმიც“, „მესენჯერიც“ და „ტიკ-ტოკიც“… ძალიან საინტერესოა! სხვათა შორის, სწორედ ტელეფონის დახმარებით შევძელით მკითხველების ყველა კომენტარის წაკითხვა ჩვენს პოსტზე.

– ჩვენს მკითხველებს შენ რას ეტყოდი?

მარი: რომ ძალიან გულკეთილი, საყვარელი, თბილი და მზრუნველი ადამიანები არიან. და კიდევ, რომ გული გამითბო ამ საჩუქრებმა. მეც სითბო მაკლდა, ლუკასაც, ელენესაც და ბაბუასაც.

ბაბუა: მადლობა ღმერთს! ამქვეყნად არიან ისეთი ადამიანები, ვინც გვერდში ამოგიდგება, როდესაც ცხოვრება თავზე გენგრევა. ხომ იცით, თითქმის არავინ მყავს. მიწას მივაბარე მეუღლე,  ერთადერთი შვილი და ძმები… ჩემი უდიდესი პატივისცემა და გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ, ვინაიდან, ასეთ მძიმე ჟამს გვერდით დაგვიდექით და ჩემს ობლებზე იზრუნეთ. მარტო ვერაფერს შევძლებდი, მე ხომ, იძულებული გავხდი სამსახურიდან წამოვსულიყავი…

– ჩვენი მკითხველებიდან ვინმე პირადად თუ გაიცანით?

მარი: გავიცანი კი არა, არიან ისეთი ადამიანები ვისთანაც უკვე ერთი წელია ვმეგობრობ! პირველები გვესტუმრნენ ანა, გიორგი, ბექა. „მადარტ“-ის ცხელი ხაჭაპურები და ლობიანები მოგვიტანეს, უგემრიელესი! მეორედ რომ გვინახულეს, ელენეს მძივების ნაკრები, მე კი ყურსასმენები მაჩუქეს. ძალიან კარგად ვისაუბრეთ, ბევრიც ვიცინეთ, მარტივად გამოვნახეთ საერთო ენა. ახალგაზრდები არიან, ჩვენსავით.

ახალი კომპიუტერი გვაქვს, რომელიც სოფი გოგიაშვილმა გვაჩუქა, BMW-ს ფირმაში მუშაობს, როგორც მახსოვს. ძალიან გაგვიხარდა ისიც, რომ ჩვენი პირადად გაცნობა გადაწყვიტა.

ბაბუა: თინა პაპუკაშვილთან მე თვითონ წავედი გაზქურის წამოსაღებად, ასე შევთანხმდით. ქალბატონი თინას დამსახურებით ახლა, ნორმალური გაზქურა გვაქვს, რომელსაც ოთხივე კამფორი უმუშავებს. ადრე კი, მხოლოდ ერთს ვხმარობდი.

ჩვენი მკითხველის, თინა პაპუკაშვილის ნაჩუქარი გაზქურა. თანადგომისთვის და მზრუნველობისთვის მადლობას ვუხდით!

სამზარეულოს კარადის შიგთავსიც სრულად განახლებულია!

წინა ახალი წლიდან მოყოლებული, იმდენი ტკბილეული და კანფეტი მოგვიტანეს, რომ ბავშვებს ვუმალავ კიდეც. ზომა არ იციან! მათივე ჯანმრთელობისთვის.

ელენე (9 წლის): ბაბუ, რადგან მოაქვთ, უნდა შევჭამოთ კიდეც! დეიდა მარიამი გემრიელი ხაჭაპურებით გაგვიმასპინძლდა. წიგნებიც გვაჩუქა. საყვარელი დეიდა არის.

ბაბუა: გვარიც დავიმახსოვრე: მარიამ კერესელიძე.  ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ყველას, ვინც დაგვეხმარა!

მარი: მოიცა, ბაბუ, ეს ყველაფერი არ არის! მეგობრები რომ მოვიდნენ და ეს გოლიათი დათვი რომ მოგვიტანეს? მათაც უდიდეს მადლობას ვუხდით!

სოფი გოგიაშვილმა ნოუთბუქი აჩუქა ბავშვებს, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით!

ბაბუა: ვფიქრობ, თუ დარჩა რამე საყოფაცხოვრებო საკითხი, რომლის მოგვარებაშიც არ დაგვეხმარეთ? პროდუქტი გვჭირდებოდა და ფონდისგან ჩარიცხული თანხით ბევრჯერაც მიყიდია, ასევე მედიკამენტებიც. მე ხომ, ჰიპერტონიკი ვარ, წნევის წამლებს მუდმივად ვიღებ. ბოლოს და ბოლოს შევიძინე ხარისხიანი წნევის საზომი აპარატი, რომელიც არ იტყუება. დენზე მუშაობს და ძალიან კმაყოფილი ვარ. ლუკასთვის ვიყიდე ინჰალაციის აპარატი, გაციებას გართულებები რომ აღარ მოჰყვეს.

წნევის საზომი ახალი აპარატი სწორად აჩვენებს მონაცემებს

მე და ჩემმა შვილიშვილმა მარიმ მასაჟების კურსიც ჩავიტარეთ (მე ოსტეოქონდროზი მაქვს, იმასაც ზურგი სტკივა). რეაბილიტოლოგი კახოვკიდან დადიოდა ჩვენთან სახლში. აი, რამხელა ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინეთ! ბრავო თქვენს ფონდს! იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ფონდის დამსახურებით, რესტორანშიც კი ვიყავით მე და ჩემი შვილიშვილი.

ელენე: ო-ო-ო-ოჰ, რა მაგარი იყო! ბაბუასთან ერთად  რესტორან „წისქვილში“ ვიყავით საქეიფოდ. მივირთვით პიცა, მწვადი და ხაჭაპური… ცეკვასაც ვუყურეთ. 

– შენ არ იცეკვე?

ელენე: არა-ა, მე ყურება უფრო მიყვარს.

– ბატონო ვიქტორ, პროექტის მსვლელობის დროს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ გამოიჩინა თქვენს მიმრთ ყურადღება?

ბაბუა: კარგი იქნებოდა, მათი სახელები მაინც რომ მცოდნოდა… ერთადერთი მიღწევა არის ის, რომ სოციალური შემწეობა, რომელსაც იღებდა ჩემი შვილი ისევ გვერიცხება. ისიც, მხოლოდ ჩემი სიჯიუტის დამსახურებით აღდგა. ახლა, მე ვიღებ იმიტომ, რომ ამ ბავშვების ერთადერთი მეურვე მე ვარ.

ბაბუა ვიქტორს სამი შვილიშვილი ჰყავს აღსაზრდელი: 15 წლის ლუკა, 13 წლის მარი და 9 წლის ელენე. ჩვენი დახმარება ყოველდღიურად სჭირდებათ. ლუკას ზედმეტი წონის პრობლემა აწუხებს,  ფიტნესზე ჩაწერა უნდა. სჭირდებათ ახალი, შესაფერისი ზომის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მარის ზურგის ტკივილი აწუხებს და მასაჟისტის დახმარება სჭირდება. ბაბუა ვიქტორს კი – წამლები. აგრეთვე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტით დახმარება.

ჩვენი საერთო ბავშვები არიან და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათზე! მოდით, ვაჩუქოთ მათ სითბო, ალერსი, ყურადღება და ის ყველაფერი, რის მიცემაც ვერ მოასწრო დედამ, რომელიც ასე ნაადრევად გარდაიცვალა…

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ვეშაგურების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ნოე 29
მაცივარი
620.00₾
2022 დეკ 16
მედიკამენტები
119.52₾
2022 დეკ 23
საწოლი 1
650.00₾
2022 დეკ 23
საწოლი 2
650.00₾
2023 იან 23
დივანი
670.00₾
2023 იან 23
მაგიდა და სკამები
620.00₾
2023 იან 27
პამპერსები
99.51₾
2023 იან 27
ტელევიზორი
835.00₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1545.00₾
2023 თებ 08
პამპერსები
181.44₾
2023 თებ 14
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
609.00₾
2023 თებ 14
სამზარეულოს ინვენტარ
420.00₾
2023 თებ 21
თეთრეული
410.00₾
2023 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
1205.00₾
2023 მარ 17
წვრილი ტექნიკა
1414.00₾
2023 მარ 17
მედიკამენტები
272.22₾
2023 აპრ 19
მედიკამენტები
410.00₾
2023 აპრ 19
პროდუქტები
398.31₾
2023 ივნ 08
მედიკამენტები
296.00₾
2023 ივლ 17
პროდუქტები
299.27₾
2023 სექ 20
რეაბილიტაციის კურსი
550.00₾
2023 სექ 20
რეაბილიტაციის კურსი
600.00₾
2023 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
120.00₾
2023 ნოე 01
პროდუქტები
299.70₾
2023 ნოე 25
მედიკამენტები
226.53₾
2023 ნოე 25
მედიკამენტები
295.60₾
2023 ნოე 25
მედიკამენტები
303.85₾
2024 იან 04
ყურსასმენები
199.98₾
2024 იან 04
პროდუქტები
321.54₾
2024 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
80.00₾
2024 თებ 12
პამპერსები
110.00₾

სულ ხარჯები:

14831.47₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
დუმბაძე ხათუნა
11.02.2024 20:00:00
₾50.00
გურგენიძე კახა
11.02.2024 20:00:00
₾30.00
ნათია ბერაია
02.01.2024 20:00:00
₾5.00
შაინიძე მიხეილ
30.12.2023 20:00:00
₾5.00
ქირია ბაჩა
23.12.2023 20:00:00
₾25.00
ი/მ მარიამ სუპატაშვილი
22.12.2023 20:00:00
₾10.00
ი/მ მარიამ სუპატაშვილი
22.12.2023 20:00:00
₾10.00
გვრიტიშვილი ირინა
19.12.2023 20:00:00
₾0.50
ხვედელიძე გიორგი
17.12.2023 20:00:00
₾10.00
ცომაია ნოდარ
16.12.2023 20:00:00
₾1.00
ბუცხრიკიძე ლაშა
16.12.2023 20:00:00
₾50.00
ხაჩატურ ხაჩატურიან
16.12.2023 20:00:00
₾5.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
16.12.2023 20:00:00
₾1.00
ანონიმი
16.12.2023 11:23:52
₾3.00
ხაჩატურ ხაჩატურიან
15.12.2023 20:00:00
₾5.00
სამხარაძე მარიამი
15.12.2023 20:00:00
₾3.00
აბუსერიძე ქეთევან
14.12.2023 20:00:00
₾50.00
ანონიმი
14.12.2023 16:21:57
₾100.00
თელია ლევანი
12.12.2023 20:00:00
₾20.00
Юлия Вангордер
23.11.2023 13:53:34
₾50.00

შემოწირული:

₾14,831.12

851 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾14,831.12

851 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება