რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მიშიკო იატაკზე დახოხავს და უცნაურ ხმებს გამოსცემს… 7 წლის გელა კი აჩერებს მას. ეშინია, მისმა ძამიკომ დამპალ და დაბზარულ ფიცრებზე ისევ არ გაიჭრას ხელი. მიშიკო კიდევ უფრო ხმამაღლა კივის და ცდილობს მოიშოროს ძმა, რომელიც ყველანაირად ცდილობს მის შეჩერებას. მარტონი არიან სახლში. „მამიკო პურის მოსატანად წავიდა, დედიკო კი – ცაში“ – გვიხსნის გელა.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ამ ბავშვებისთვის საშინელება იწყება მაშინ, როდესაც მამა პურის საყიდლად მიდის! მათი დედიკო კი ზეცაშია!..
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
მიშიკო იატაკზე დახოხავს და უცნაურ ხმებს გამოსცემს…
7 წლის გელა კი აჩერებს მას. ეშინია, მისმა ძამიკომ დამპალ და დაბზარულ ფიცრებზე ისევ არ გაიჭრას ხელი. მიშიკო კიდევ უფრო ხმამაღლა კივის და ცდილობს მოიშოროს ძმა, რომელიც ყველანაირად ცდილობს მის შეჩერებას. მარტონი არიან სახლში. „მამიკო პურის მოსატანად წავიდა, დედიკო კი – ცაში“ – გვიხსნის გელა.
გელა (7 წლის): არ ვიცი, რატომ მოგვექცა ასე. ჩვენი დაიკო ჰყავდა მუცელში, საავადმყოფოში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მამიკო გვეუბნება, რომ აღარასდროს დაბრუნდება. ამბობს, რომ ცაში ვინც მიდის, იქიდან არასდროს ბრუნდება. მახსოვს, დედიკო რომ აღარ მოვიდა, როგორ ტიროდა და გორაობდა იატაკზე მამიკო. ასე ამბობდა: „დასრულდა ყველაფერი“ .
აი, ამ ღრიჭოში, მიშიკომ თითები დაისერა
თამაზი: 5 წლის წინ, ჩემი ფიქრია მშობიარობას გადაჰყვა. მეუღლისა და შვილის ერთ დღეში დაკარგვა ძალიან მძიმეა. ჯობდა, მაშინ მე მოვმკვდარიყავი, ის კი ცოცხალი ყოფილიყო. მიშიკო სამი წლის იყო, გელა კი – ორის. ბებომ წაიყვანა, მაგრამ მერე ისევ დაბრუნდნენ ჩემთან. მოხუცია და ვერ მოუარა. ავადმყოფი ბავშვის მოვლა ძალიან რთულია. მიშიკოს ხომ, ცერებრული დამბლა აქვს. ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს და ვერ ამბობს, რომ საპირფარეშოში უნდა.
მიშიკო ხოხავს და ზმუის, სხვა არაფერი შეუძლია
– თქვენ როგორ ახერხებთ მის მოვლას?
თამაზი: თავიდან ძალიან გამიჭირდა. მეც ვტიროდი ჩემს შვილებთან ერთად. მერე კი მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება, დედობაც და მამობაც მე უნდა გავუწიო. ძალიან რთულია დედის გარეშე ცხოვრება. სიხარულით მოვკვდებოდი მეუღლის ნაცვლად, ოღონდ ბავშვებს ჰყოლოდათ დედა. სარეცხის რეცხვაც, საჭმლის მომზადებაც… ჩემი ავადმყოფი შვილის მოვლაც ვისწავლე. ბავშვების დაბანაც. მაგრამ, ჩვენი ცხოვრება დღითი დღე სულ უფრო გაუსაძლისი ხდება. თითქოს, ყველაფერი მასთან ერთად მოკვდა.
„ნახე, როგორი ანგელოზივით ლამაზი დედიკო მყავდა“
– თქვენი მთავარი პრობლემა რაში მდგომარეობს?
თამაზი: როგორ ვცხოვრობთ თუ ნახავთ, მიხვდებით. სახურავიდან წყალი ჩამოდის, იატაკი სულ დამპალია და ჩავარდნილი, კედლებიც იშლება. ბავშვებს ძონძები აცვიათ და გატეხილ საწოლზე სძინავთ. ჩვენი სახლი ცივი და ნესტიანია, მისი მოწესრიგება შეუძლებელია.
– სახლი თქვენია თუ ქირას იხდით?
თამაზი: ეს სახლი ჩვენი კი არის მაგრამ, მეუღლის გარდაცვალების მერე, თითქოს ეს სახლიც მოკვდა. სახურავი ჩავარდა. სახლიც მისტირის მას.
სახურავი სულ დახვრეტილია და წვიმის დროს კედლები სველდება
გელა (7 წლის): წვიმის დროს, იატაკის დიდი ჯოხით დავრბივარ იქეთ-აქეთ და ვწმენდ, გუბეში რომ არ ჩაჯდეს მიშიკო. მერე ხომ, ტანსაცმელი უნდა გამოვუცვალო. ტანსაცმელიც ცოტა გვაქვს, ამიტომ მამა მას საბანში ახვევს. ის კი სულ ტირის. არ მიყვარს წვიმა, მაგრამ კიდევ უფრო არ მიყვარს, როდესაც მიშიკო ღრიალებს.
„ეს ჯოხი ჩემზე დიდია, მაგრამ როდესაც სახლში წვიმს, გუბეებს ვწმენდ, მიშიკო რომ არ დასველდეს“
მიშიკო ვერ ამბობს, რატომ ტირის, რა აწუხებს
მაგრამ, როდესაც არაფერი სტკივა, იღიმის კიდეც
– ხშირად ტირის?
გელა: აუ, კი. სულ ტირის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პამპერსი „ეჭუჭყება“ და ამ პამპერსით რომ დახოხავს, ყველაფერს „აჭუჭყიანებს“. ისიც არ უნდა, რომ დავბანო.
„მამიკო ამბობს, რომ დედიკოსავით ვუვლი ჩემს უფროს ძმას“
– მისი დაბანაც შეგიძლია?
გელა: აბა, რა ვქნა, როდესაც მამიკო სახლში არ არის? ხანდახან, მეზობელს ვეძახი და ის მეხმარება ხოლმე.
თამაზი: ოქროს ბიჭი მყავს გელა. მისი დახმარების გარეშე, ვერ გავუმკლავდებოდი. ტკივილის გადალახვაშიც ძალიან მეხმარება. როდესაც ხედავს, რომ მოწყენილი ვარ და ვტირი, მორბის და მეხუტება ხოლმე. ჩემს გაცინებას ცდილობს.
„გორიალაზე“ ასვლა ვასწავლე“
„მერე, აივანზე „გამოვაგორებ“ ხოლმე, იქ ვსხედვართ და ველოდებით მამას“
„როცა არ ტირის, მიშიკო ყველაზე მაგარი ბიჭია!“
– თამაზ, ამჟამად რა გაწუხებთ ყველაზე მეტად?
თამაზი: გულზე ლოდად მაწევს გელას მდგომარეობა. უკვე 7 წლისაა, მაგრამ სკოლაში ვერ დადის. არ აქვს არც ტანსაცმელი, არც სასკოლო ნივთები. მიშიკოს დამტოვებელიც არავინ მყავს. ვიცი, რომ ასე არ შეიძლება. ბავშვისთვის აუცილებელია სკოლაში სიარული და კიდევ ბევრი რამ. სჭირდება საჭმელი, სითბო და წყალი… ჩვენ კი, საერთოდ არაფერი გვაქვს. ძაღლური ცხოვრებით ვცხოვრობთ.
გელა უკვე შვიდი წლის არის, მაგრამ სკოლაში ვერ დადის. არც ტანსაცმელი აქვს, არც ფეხსაცმელი
– თქვენი აზრით, როგორ შეიძლება თქვენი და თქვენი შვილების ცხოვრების შემსუბუქება?
თამაზი: თუ დამეხმარებით სახურავის, იატაკისა და კედლების შეკეთებაში, მუდამ ვილოცებ თქვენთვის. ბავშვებს ტანსაცმელი და ნორმალური საკვები სჭირდებათ. იქნებ, მოხერხდეს პატარა სააბაზანო ოთახის კეთილმოწყობა. სხვა არაფერი მჭირდება… საერთოდ არაფერი. მკვდარი ვარ, არაფერი მინდა. ბავშვები კი ძალიან მეცოდებიან. უფალს ვთხოვ, ძალა მომცეს, ცხოვრება რომ გავაგრძელო.
ქართველ ბავშვებს, ასეთ საწოლზე არ უნდა ეძინოთ
„ყოველდღე პირობას ვდებ, რომ აღარ ვიტირებ, მაგრამ ბავშვებს რომ ვუყურებ, თავისით მომდის ცრემლები“
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას თამაზისა და მისი ორი შვილის დასახმარებლად. მოგეხსნებათ, რომ ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ჩვენ ხომ, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც შეეფერება დედამიწის ზურგზე ყველაზე ამაყ ერს – ქართველებს!
გადარჩენისთვის თამაზს და მის ორ ანგელოზს სჭირდებათ საკვები პროდუქტი, საწოლები. სახლსაც აუცილებლად სჭირდება შეკეთება, თორემ შეიძლება სულ დალპეს, ჩამოინგრეს და მისი ნანგრევების ქვეშ ბავშვები დაიმარხონ. ვიცით, რომ ეს მათ დედას ვერ შეუცვლის, მაგრამ ნამდვილად დაეხმარება ტკივილის გადალახვაში. დაეხმარეთ მათ გადარჩენაში, ჩათვალეთ, რომ თქვენი ახლობელი ადამიანები არიან.
და კიდევ, გაამხნევეთ ეს გმირი მამა, დაუდექით მხარში, უთხარით რომ ის მარტო არ არის და მის საყვარელ შვილებს გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ზუგდიდის რაიონი, სოფელი კოკი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნარუშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
სულ ხარჯები:
15029.23₾დარჩა:
7188.72₾