რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ აქ ბავშვები იტანჯებიან! მათ არა მხოლოდ ეს ობით მოწამლული ჰაერი ახრჩობთ, არამედ ისიც, რომ ზემოდან უყურებენ თანატოლები და ზოგიერთი მასწავლებელიც კი! შორენა (დედა): როგორ ავუხსნა მასწავლებელს, რომ ჩემი შვილისთვის ვერ ვყიდულობ კომპიუტერს? რომ, ცხოვრების ბოლომდე ვერ შევძლებ ამხელა თანხის შეგროვებას? მეუბნება: „ყველამ შეძლო და შენც უნდა უყიდო“. ეს სისასტიკეა! როდესაც ფული არ გაქვს, ყველა ზემოდან გიყურებს და ადამიანადაც არ გთვლის… ნინო (13 წლის): ბავშვები დამცინიან, მაჩვენებენ თავიანთ ახალ ტანსაცმელს და ხითხითებენ. ჩვენ კი, არაფერი გვაქვს. საერთოდ არაფერი. ახლახან ყველას სიცხე გვქონდა, დედაჩემი კი წამლებსაც ვერ ყიდულობდა. – შორენა, იმ წუთიდან, რაც თქვენს სახლში შემოვდგი ფეხი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, აქ როგორ ცხოვრობთ?
შორენა: თუ შეიძლება, ამას ცხოვრება დავარქვათ… უბრალოდ ვცდილობთ, არ დავიხოცოთ. გავუძლებთ, რამდენსაც შევძლებთ. მაგრამ, უკვე აღარ შეგვიძლია. ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, უკუღმართად წავიდა ჩვენი საქმე.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270დამცირებული, ღატაკი, მუდამ მშიერი და ავადმყოფი ოთხი ქართველი ბავშვი და მათი დაქვრივებული დედა. არ აქვთ არც საჭმელი, არც ტანსაცმელი, არც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, მათი სახლის კედლები კი, დაფარულია საზიზღარი, სლიკინა ობით, რომელიც საშინლად შხამიანია!
“ჩემი მეუღლე, კახა გარდაიცვალა და მის გარეშე, ყველანი დავობლდით… ამ დაუნდობელ სამყაროში საერთოდ არავის ვჭირდებით!”
ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ აქ ბავშვები იტანჯებიან! მათ არა მხოლოდ ეს ობით მოწამლული ჰაერი ახრჩობთ, არამედ ისიც, რომ ზემოდან უყურებენ თანატოლები და ზოგიერთი მასწავლებელიც კი!
ამ ტყუპ გოგონებსა და მათ ხუთ და-ძმას რთული ბედი აქვთ – სიღატაკეში, მომავლის იმედის გარეშე ცხოვრობენ!
“თავს უხერხულად მაგრძნობინებენ იმის გამო, რომ კომპიუტერი არ მაქვს.”
შორენა (დედა): როგორ ავუხსნა მასწავლებელს, რომ ჩემი შვილისთვის ვერ ვყიდულობ კომპიუტერს? რომ, ცხოვრების ბოლომდე ვერ შევძლებ ამხელა თანხის შეგროვებას? მეუბნება: „ყველამ შეძლო და შენც უნდა უყიდო“. ეს სისასტიკეა! როდესაც ფული არ გაქვს, ყველა ზემოდან გიყურებს და ადამიანადაც არ გთვლის…
ნინო (13 წლის): ბავშვები დამცინიან, მაჩვენებენ თავიანთ ახალ ტანსაცმელს და ხითხითებენ. ჩვენ კი, არაფერი გვაქვს. საერთოდ არაფერი. ახლახან ყველას სიცხე გვქონდა, დედაჩემი კი წამლებსაც ვერ ყიდულობდა.
კორ.: „შემოგვიერთდით, მეგობრებო! ექსკურსია იწყება, გთხოვთ, დამამშვიდებელი წამლები დალიოთ და ნახოთ, ეს ადამიანები როგორ ცხოვრობენ!”
ეს არის სამზარეულოც და აბაზანაც. აქ, ეს ოჯახი ამზადებს საჭმელს და ბანაობს კიდეც. დიახ, დიახ, თქვენ სწორად გაიგეთ. აქ, ცხრა ადამიანი პირდაპირ იატაკზე, ტაშტში ბანაობს
ფანჯრებში არ არის მინები და ძველი ტანსაცმლით, ზეთის ტილოებითა და ცელოფნით არის დაფარული
– შორენა, იმ წუთიდან, რაც თქვენს სახლში შემოვდგი ფეხი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, აქ როგორ ცხოვრობთ?
შორენა: თუ შეიძლება, ამას ცხოვრება დავარქვათ… უბრალოდ ვცდილობთ, არ დავიხოცოთ. გავუძლებთ, რამდენსაც შევძლებთ. მაგრამ, უკვე აღარ შეგვიძლია. ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, უკუღმართად წავიდა ჩვენი საქმე.
– ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. რა მიზეზით გარდაიცვალა?
შორენა: კახაბერი ძალიან კარგი ადამიანი იყო. ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებდა. დღედაღამ მუშაობდა და როგორღაც გაგვქონდა თავი! მძიმედ შრომობდა და ბავშვებიც არასდროს მყავდა მშიერი. მძიმე შრომით დაავადმყოფდა! და მისი დაღუპვის მიზეზიც არავინ გაგვაგებინა!
“სინესტისა და ობის გამო, კედლები დაბერილია და საშინელი სუნი აქვს.”
– წარმომიდგენია, თქვენთვის ახლა შვიდი ბავშვის შენახვა რამდენად რთულია… თქვენი დედამთილიც მოხუცი არის…
შორენა: შვიდი ბავშვის შემწეობის თანხით გამოკვება, ადვილი საქმე არ არის.
„ეს ჩვენი სამზარეულოა. დღეს, სადილად კარტოფილის წვნიანი გვექნება“.
„საწოლები ყველას არ გვყოფნის. ორ-ორ ადამიანს გვძინავს ერთად. ეს საწოლებიც იშლება“.
– კარგია, რომ დაგვიკავშირდით! ჩვენი მეგობრები უბრალო ადამიანები კი არა, მართლაც ღვთისნიერი ადამიანები არიან! როგორც კი თქვენს შესახებ გაიგებენ, ბევრი გამოგიწვდით დახმარების ხელს! ჩვენ ხომ, საქართველოში ვცხოვრობთ! ჩვენ ოჯახი ვართ! ასე რომ არ იყოს, დღემდე ვერ მოვიდოდით! ცხოვრებაში ყველაფერი ხდება…
ლუკა (11 წლის): დედა მხოლოდ უგემურ საჭმელს ყიდულობს. მე ტკბილეულის ყიდვას ვთხოვ, მაგრამ ის ამბობს: „არ შეიძლება“! ჩემი ოცნებაა, რომ გავიზრდები, ხუთი კილო კანფეტი ვიყიდო და მარტომ შევჭამო!
ანა-მარია (9 წლის): გასკდები! უნდა გაუნაწილო სხვებსაც. ხუთი კილო კანფეტი რომ მქონდეს, ყველას ვაჭმევდი. დედას და ბებოსაც კი. ცოტას სკოლაშიც წავიღებდი. იმ გოგოებსაც ვაჭმევდი, ვინც მაბრაზებს.
”მამას გარდაცვალების შემდეგ, გემრიელი საჭმელი არ გვიჭამია.”
ანასტასია (9 წლის): ჩვენი კანფეტები ვის რაში სჭირდება სკოლაში? ჩვენნაირი ღარიბი კი არ არის ყველა. ჩვენ არაფერი გვაქვს, მათ – ყველაფერი!
– რას ნიშნავს, ყველაფერი აქვთ?
ანასტასია: რას ნიშნავს? როდესაც ყველაფერი გაქვს, რაზეც ოცნებობ. მხოლოდ კანფეტები კი არა, ტელეფონი, პლანშეტი, ტელევიზორი, ლამაზი კაბები და სათამაშოები…
ანა-მარია: ველოსიპედი, საწოლი და ფეხსაცმელი…
ანასტასია: ლამაზი კედლები, ეს ყველაფერი კი არა…
“ვოცნებობ სახლზე ლამაზი კედლებით”
– დიახ, მართლაც საშინელებაა ეს კედლები!
შორენა: არ ვიცი, ამ ჭაობში როგორ არ გავგიჟდით დღემდე. ყველაფერი ნესტიანია, ბავშვები ობიან ჰაერს სუნთქავენ. მხოლოდ ორი ოთახი გვაქვს, სადაც ცხოვრება შეიძლება, დანარჩენი სიცოცხლისთვის საშიშია. სახლში მხოლოდ ერთი მთელი ფანჯარაა და ისიც, მოძღვარმა გვაჩუქა. ძველი, გამოუყენებელი ნივთებით, ფანჯრის ღიობებს ვფარავთ. კარებზე საბნებს ვაფარებთ… ხანდახან ვნანობ, საქართველოს შვიდი შვილი რომ გავუჩინე! იქნებ ჯობდა, არც დაბადებულიყვნენ? ყველა ბავშვს კი არ უმართლებს. ჩვენ საზოგადოებისგან გარიყულები ვართ. იმიტომ, რომ ადამიანები ასე არ ცხოვრობენ… ცხოველებიც კი არ ცხოვრობენ ასე.
ლუკა: სისულელეებს ნუ ამბობ! შენ საუკეთესო დედა ხარ, უბრალოდ ფული არ გავს. ნუ ტირი! ხუმრობით ვთქვი, რომ უგემურ საჭმელს ყიდულობ! არ მინდა კანფეტები! და ველოსიპედიც არ მინდა!
– არა, არა, რადგან მოვედი, თქვენი ოცნებების შესახებ უნდა მიამბოთ ყველამ! მაგრამ, ჯერ თქვენ უნდა მითხრათ, შორენა, თქვენი ოჯახისთვის რის გაკეთება შეგვიძლია, თავი ადამიანებად რომ იგრძნოთ?
შორენა: არც კი ვიცი, ეს შესაძლებელია თუ არა. ერთი თხოვნა მაქვს, მინდა ჩემი ქმრის დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო. მან სამზარეულოსა და აბაზანის კედლების აგება დაიწყო. ყოველ ხელფასზე რამდენიმე ბლოკს ყიდულობდა, მაგრამ, მისი თავი სიკვდილმა წაგვართვა.
„მოვიფიქრეთ ასეთი ხრიკი: როდესაც ცივა და ქარია, კარს ზემოდან საბანს ვაფარებთ და ისე ვხურავთ. ნაკლებად უბერავს, მაგრამ ამის გამო, ორ ადამიანს ერთი საბნის ქვეშ უნდა ეძინოს“.
– დიახ, აუცილებლად გჭირდებათ აბაზანა! წარმოდგენაც კი არ მინდა, ცხრა ადამიანი როგორ ახერხებთ აქ ბანაობას!
შორენა: კი არ ვბანაობთ, ვიტანჯებით, იტბორება აქაურობა. თან, ამ ოთახს ასევე სამზარეულოს მაგივრად ვიყენებთ. იმის გამო, რომ კედელი არ იყო დასრულებული, გაზი შემოყვანილი არ არის და ამიტომ, ბალონით, გაფუჭებული კანფორით ვწვალობ. ასე, ცხრა ადამიანისთვის სადილის მომზადება ძალიან რთულია!
ამ სახლში, სადაც ყველაფერი მტვრად არის ქცეული და დაობებულია, შორენა ცდილობს, შეინარჩუნოს სისუფთავე და სიმყუდროვე შექმნას თავისი სიყვარულითა და მზრუნველობით. მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვებს ამით ვერ გამოკვებავს
– საწოლებიც გჭირდებათ. რაც გოგონებმა მაჩვენეს, ნამდვილი კატასტროფაა!
შორენა: დიახ, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ორს გვძინვს ერთად. გვეშინია, არ დაიშალოს. სინესტის გამო, არ გვაქვს საბნები და ბალიშები, უბრალოდ დალპა. კარადა არ გვაქვს, ტანსაცმელი რომ შევინახოთ. არც მაგიდა და არც სკამი. ერთი მერხი, რომლის გადაგდება უნდოდათ, სკოლიდან მოიტანეს და რიგრიგობით ვჭამთ საჭმელს. ღმერთო, რაც მეტს ვსაუბრობ, მით უფრო მეცოდებიან ჩემი შვილები! რამხელა ტანჯვისთვის გავიმეტე! ღმერთო, მაპატიე!
– შორენა, ჩერნოვეცკის ფონდი არ მიგატოვებთ! კარგია, რომ დაგვიკავშირდით! ჩვენი მეგობრები დაგეხმარებიან!
შორენა: მხოლოდ სასწაულის იმედად დავრჩი, უფლის წყალობის იმედად. ხალხის სიკეთის რწმენა დავკარგე, მაგრამ თქვენი პოსტები უამრავ უბედურ და შეჭირვებულ ოჯახს აძლევს სტიმულს. იქნებ, ჩვენს სახლშიც დაისადგუროს ბედნიერებამ?!
ამ სახლში, თანდათანობით ყველაფერი მტვერად იქცევა და იფარება ობით. კედლებიც კი, ერთი შეხებით იშლება. ერთადერთი მარჩენალის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილები, საბრალო მეუღლე და მოხუცი დედა დაობლდნენ და ამ დაუნდობელ სამყაროში მარტონი დარჩნენ.
ლომიძეების ოჯახი სინათლის სხივს ეძებს ამ სიბნელეში. ყოველი დღე მათთვის თენდება ტანჯვით და დახმარების მუდარით ღამდება. გარშემომყოფები კი, მათ ტანჯვას სატანადო ყურადღებას არ აქცევენ. ხანდახან, დასცნიან კიდეც. ეს ადამიანები მთელი გულით ითხოვენ დახმარებას, და მათ თხოვნას მხოლოდ ის შეისმენს, ვისაც შეუძლია მოსმენა გულით! ეს ობლები გარდაუვალი სიკვდილისგან ჩვენ უნდა ვიხსნათ, რადგან ჩვენს გარდა, ამას ვერავინ შეძლებს!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქემფერი.
რის გაკეთებას და შეძენას ვაპირებთ:
– აბაზანისა და სამზარეულოს კეთილმოწყობა;
– გაზის შეყვანა და გაზქურის შეძენა;
– სარეცხი მანქანისა და მაცივრის შეძენა;
– ბავშვებისთვის საწოლების, საბნებისა და ბალიშების შეძენა;
– მაგიდის, სკამების და ტანსაცმლის კარადის შეძენა;
– კომპიუტერის, პლანშეტის ტელეფონების, სათამაშოების და ბავშვებისთვის ტანსაცმლის შეძენა;
– საკვებისა და წამლების შეძენა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ლომიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
8704.00₾დარჩა:
495.18₾