ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„დე, არ მინდა რომ სამ თვეში მოვკვდე“

calendar დეკემბერი 3, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

გიორგი ახლა 16 წლისაა, მაგრამ 8 წელი ხმა არ ამოუღია და ყოველი დღე მისთვის სიკვდილთან ბრძოლაა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
7 წლამდე ჯანმრთელი და ენერგიით სავსე ბავშვი იყო, არაფერი აწუხებდა. 5 თვის ასაკში წითელა გადაიტანა, მაგრამ, მალევე გამოკეთდა. მაგრამ ვერაგმა დაავადებამ 7 წლის შემდეგ იჩინა თავი. ჯერ სუსტად გრძნობდა თავს, მერე წერისას ხელი არ ემორჩილებოდა, რამდენჯერმე ცხელი ცაი გადაესხა პატარას. 
გიორგი ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე, დედას ეკითხებოდა, სკამიდან რატომ ჩამოვვარდი, ჩაი რატომ გადამექცაო, ლამაზად რატომ ვეღარ ვწერ ციფრებსო… ვერ ხვდებოდა გიორგი, რატომ ტიროდნენ დედა და მამა საღამოობით, როცა მას დასაძინებლად დააწვენდნენ. ვერ ხვდებოდა, რატომ დაატარებდნენ ექიმებთან, ხან ერთთან, ხან მეორესთან… მაგრამ ერთერთი ექიმის მამისთვის ნათქვამი სიტყვები „სამი თვის სიცოცხლე დარჩა თქვენს შვილსო“ – კარგად დაამახსოვრდა… და სანამ საუბარი შეეძლო იმას სთხოვდა მშობლებს, არ მინდა სამი თვე რომ დამრჩესო…
ახლა გიორგი 16 წლისაა, ის ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის, მაგრამ ალბათ თავის მდგომარეობას ვერ ხვდება… ვინ იფიქრებდა რომ  „სამი თვის“ მაგივრად გიორგის დაუსრულებელი ტანჯვა ელოდა. 
„საშინელებაა ხედავდეს ამას მშობელი და ჭკუიდან არ შეიშალოს“ – დედა გამუდმებით ამას ამბობს… დედა შვილის საწოლს ვერ ცილდება, მამა კი, ნებისმიერი სამუშაოს შესრულებაზეა მზად, გიორგის წამალი რომ არ მოაკლდეს.
ჩინოვნიკებმა „გადაწყვიტეს“ რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვს თვეში 200 ლარი უნდა ეყოს, წამლების, საკვების და პამპერსების შესაძენად. 
მშობლებთან გიორგიზე საუბარი თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა, ხან დედა იწყებდა ტირილს, ხან მამა… 
ოჯახი ბათუმში ცხოვრობს, და მათ საცხოვრებელში ისეთი მძიმე პირობებია, ზამთარს ალბათ ვერც გადაიტანენ. ტუალეტი და აბაზანა საერთოდ არ აქვთ, ამიტომ გიორგის ბანაობა ცალკე ტრაგედიაა მშობლებისთვის. ავეჯი, ტექნიკა ოჯახს არ აქვს, მაგრამ ამ „წვრილმანებს“ დიდად არც აქცევენ ყურადღებას. 
ჯუმბერი (გიორგის მამა): უბედნიერესი ვიყავი, როცა გიორგი დაიბადა! 2003 წლის 4 დეკემბერს ყველაზე ბედნიერი ადამიანი გავხდი! 5 თვისას წითელა შეეყარა, მაგრამ მალევე გამოჯანმრთელდა და დავივიწყეთ. მერე ავად არც კი გამხდარა. ძალიან ჭკვიანი იყო, ერთი სული ჰქონდა სკოლაში როდის წავიდოდა. 
– ავადმყოფობამ როდის იჩინა თავი? 
ჯუმბერი: გაკვეთილებს ვაკეთებდით, და უცებ გიორგიმ რვეულში კალმის ტარება დაიწყო აქეთ–იქით. მეგონა დაიღალა და მაიმუნობდა. ფურცელი ამოვხიეთ და მეორე გვერდზე ლამაზად გააგრძელა წერა… გამოწერა ციფრები და ისევ იგივე მოქმედება გაიმეორა. არაფერი ვუთხარი. ძალიან ბეჯითი იყო და ასე არასოდეს მოქცეულა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა, თან თვითონ არ ახსოვდა ასე რატომ მოიქცა. შემეშინდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჭამისას კოვზი გაუვარდა… პოლიკლინიკაში მივიყვანე, სადაც მითხრეს, რომ შიდა ქალის წნევააო. გამოუწერეს წამლები და თითქოს უკეთესადაც გახდა. ხოლო როდესაც ცხელი ჩაი რომ გადაესხა და რეაქცია არ ჰქონდა – განგაში ავტეხე! მივხვდი, რომ ასე ადვილადაც არ იყო საქმე. საავადმყოფო და ექიმი არ დავტოვე რომ არ მიმემართა. ზოგს ალბათ გიჟიც ვეგონე. მოვითხოვდი ეთქვათ რა სჭირს ჩემს ბიჭს, მამშვიდებდნენ, მე კი არ ვუჯერებდი! ვგრძნობდი რომ რაღაც საშინელება ხდებოდა ჩვენს თავს. ბოლოს ერთმა ექიმმა მითხრა, რომ თავიდან სითხე უნდა ამოეტუმბათ. მივედით გიორგისთან ერთად საავადმყოფოში, „დიდი არაფერი პროცედურააო“ ასე გვითხრეს, და ამ „პროცედურის შემდეგ დავგეგმეთ კიდეც სად გავისეირნებდით და როგორ გავერთობოდით… მაგრამ (ტირის) სახლში უკვე უგონო მდგომარეობაში მოვიყვანე… მომაკვდავი…
მაკა, თქვენ ხომ არ დაამატებდით რამეს?
მაკა: არავის, მტერსაც კი არ ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. როდესაც შვილიშველას გთხოვს და ვერ ეხმარები, როცა ტკივილისგან იტანჯება და ვერ უმსუბუქებ… მხოლოდ მეორე შვილი – ბექა მაძლებინებს რომ არ გავგიჟდე და თავი არ მოვიკლა. 
–გიორგის ამჟამინდელი მდგომარეობა როგორია? 
მაკა: 8 წელი გაუნძრევლად წევს, ხელები და ფეხები წაერთვა, ახლა ყლაპვასაც ვერ ახერხებს… ერთი გვერდიდან მეორეზე ვაბრუნებ საათში ერთხელ, საშინლად სტკივა სხეული და ტირილს იწყებს… ჩვენი საცხოვრებელი და ფინანსური პირობები არ გვაძლევს საშუალებას სათანადოდ მოვუაროთ ბავშვს. მისთვის საკვებსაც ვერ ვყიდულობთ ნორმალურს… მას თხევადი საჭმელი სჭირდება, პურით და მაკარონით ვერ  დავანაყრებ. ჩვენ თუ 2–3 დღე პურს შევჭამთ, გიორგის ჩაი და ორცხობილა მაინც სჭირდება. შაქარიც კი ფუფუნებაა ჩვენთვის. 
– თქვენს შესახებ რომ დავწერთ, როგორ ფიქრობთ, რამე შეიცვლება? 
მაკა: ცემი გიორგი უკეთ ვერ გახდება, მაგრამ იქნებ ამ საშინელი მდგომარეობიდან მაინც დავიხსნათ თავი. იქნებ ვინმემ პროდუქტები მოგვაწოდოს, პამპერსის ან წამლების შეძენაში დაგვეხმაროს… ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი. მერიდება უცხო ადამიანების შეწუხება ცემი პრობლემებით. 
– შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველს!
მაკა: არც კი ვიცი რა ვთქვა. დღეს დღეისობით ყველაზე მეტად პროდუქტები გვჭირდება. სარეცხი მანქანა და თეთრეული… ბიჭებისთვის თბილი ტანსაცმელიც არ მაქვს. მართალია, გიორგი სულ წევს, მაგრამ იცით რა ძნელია, როცა დედა თავის შვილს დახეულ ტანსაცმელს აცმევს… (ტირის) ბლენდერი მჭირდება და მაცივარი… მაპატიეთ, ალბათ ზედმეტი მომივიდა.
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ნინიძეების ოჯახის დასახმარებლად. ერთად დავეხმაროთ მათ და გავუადვილოთ შვილზე ზრუნვა. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გიორგის მშობლ  ებს და  თავად მოინახულოთ ისინი. მის: ბათუმი, ხელვაჩაური. ფრიდონ ხალვაშის N188. ტელ:  555 18 46 03
 ასევე გააზიარეთ ეს პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ კეთილ აქციაში. ღმერთი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ უმწეო ბავშვებზე, ისინი ხომ მისი ანგელოზები არიან! 
თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ ფონდში: office-fsp@fsp.ge. 
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ნინიძე). 
საიტიდან:
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ „ცერნოვეცკის ფონდი“
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)

ვაშა!ვაშა!ვაშა! მეგობრებო, მამამ თქვენ და ჩერნოვეცკის ფონდს პამპერსები გთხოვათ და მინისტრისგან ბინა მიიღო!!!

        „დედა, მამა, მართლა 3 თვეში მოვკვდები?“ ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ჩვენი სტატია ავადმყოფი ქართველი ბიჭის შესახებ. გიორგი ნინიძე უკვე 8 წელია პარალიზებული წევს და ნელ-ნელა ილევა დედ-მამის თვალწინ.
         რამდენიმე თვის წინ, ფონდს მიმართა ბიჭუნას სასოწარკვეთილმა მამამ, ჯუმბერმა. გვთხოვა, დავხმარებოდით გიორგისთვის ჰიგიენური საშუალებებისა და წამლების ყიდვაში. ოჯახისთვის კი, რომელიც ქოხში, გაუსაძლის პირობებში, ავადმყოფ შვილთან ერთად ცხოვრობდა, ელემენტარული საოჯახო ტექნიკა შეგვეძინა.
         მოვუსმინოთ ჯუმბერს, რომელიც გვიამბობს, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ჩვენი ფონდის წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ.
          ჯუმბერი: სანამ თქვენს ფონდს მივმართავდი, ჩვენს ოჯახს ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ ჰქონდა. თქვენმა თანამშრომელმა, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, როდესაც ნახა, როგორ ვცხოვრობდით, ავადმყოფ ბიჭთან ერთად. არ გვქონდა არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა, გაზქურასა და გამათბობელზე კი საუბარიც ზედმეტია. თქვენი, და ასობით გულკეთილი ადამიანის დამსახურებით, ჩვენ დღესდღეობით, ყველაფერი გვაქვს. გარდა ამისა, ფონდმა მოგვამარაგა ჰიგიენური საშუალებებით, წამლებითა და საკვები პროდუქტით.
– მას შემდეგ, რაც ფონდში შეიტყვეს თქვენი ოჯახის შესახებ, გამოჩნდნენ, თუ არა ადამიანები, ვინც თქვენთან დაკავშირების სურვილი გამოთქვა და დახმარება შემოგთავაზათ?

ჯუმბერი: ჩვენი ისტორიის თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან სულ რანდენიმე დღეში,  გაისმა მობილურის ზარი, დამირეკა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ. მითხრა, რომ დამეხმარებოდა საცხოვრებლის პრობლემის გადაჭრაში. ადრეც  მქონდა შეტანილი განაცხადი ბინის მიღებაზე, მაგრამ უშედეგოდ. სიმართლე გითხრათ ესეც ცრუ დაპირებად ჩავთვალე. მაგრამ როდესაც, ზუსტად ერთ თვეში ,ისევ დამირეკეს და შეხვედრაზე მიმიწვიეს, სიხარულისგან გული ამიჩქარდა.
 წარმოგიდგენიათ ჩემი ბედნიერება, როდესაც სამინისტროში სამოთახიანი ბინის გასაღები გადმომცეს? პატარა ბიჭივით ავტირდი!

– თქვენი ცხოვრება შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ფონდი თქვენი ოჯახის პრობლემით დაკავდა?

ჯუმბერი: დიახ! რა თქმა უნდა! კარგად მესმის, რომ სწორედ თქვენი დახმარებით ადამიანებად გადავიქეცით იმ უჩინარი არსებებიდან, ვისი ბედიც არავის ადარდებდა! ჩვენს ოჯახში სიხარული და იმედის სხივი შემოიტანეთ, რომ არაფერი ვთქვათ, იმ დახმარებაზე, რომელიც თქვენი დამსახურებით მივიღეთ.

– ჯუმბერ, ამჟამად თავს ბედნიერად გრძნობთ? ყველა თქვენი ოცნება ახდა, ნაწილობრივ მაინც?

ჯუმბერი: ჩემი ორი სანუკვარი ოცნებებიდან ერთი ნამდვილად ამიხდა – ჩემს ოჯახს, საკუთარი ბინა აქვს! მეორე ოცნება კი ისაა, რომ ჩემი გიორგი მომჯობინდეს. სწორედ ამისთვის არსებობენ თქვენნაირი კეთილი ადამიანები და, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამემულეები, ქართველები! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე! მხოლოდ ასეთი ადამიანების დახმარებით, ერთ დღეს, ჩემი მეორე სანუკვარი ოცნებაც ახდება. მაპატიეთ, არეულად თუ ვსაუბრობ, ყოველთვის ძალიან ვღელავ, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ!
– როდესაც მიმართეთ ჩვენს ფონდს, გჯეროდათ, რომ ხალხი გულთან ახლოს მიიტანდა თქვენს გასაჭირს,? 

ჯუმბერი: გამიგია, რომ თქვენი ფონდი ბევრს დაეხმარა, და  ძალიან ბევრი ოჯახია თქვენი მადლობელი. მაგრამ, რატომღაც, ვერ ვიჯერებდი რომ, შესაძლებელი იყო ვინმე უსასყიდლოდ დახმარებოდა სხვას. გაოცებული დავრჩი, რომ თქვენს ფონდში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც დამეხმარა ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე. გულისხმიერება კარგი ადამიანების თვისებაა.
– ჯუმბერ, გიორგის ცხოვრებაში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც მზადაა სისტემატურად დაგეხმაროთ?

ჯუმბერი: იცით, სრულიად უცხო ადამიანები, ჩემი ახალი მეზობლები, ძალიან დამეხმარნენ ბინის გარემონტებაში. შემპრდნენ, რომ გიორგის სისტემატიურად დაეხმარებიან.
– შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანებს, ვინც წაიკითხავს ჩვენს ინტერვიუს.

ჯუმბერი: მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ფონდს, რომ დამეხმარეთ და გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი გაჭირვება. დიდი მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის მანძილზე, გვერდში და  დანებიბის საშუალება არ მომცა.
გიორგის ამბავი ვერავის დატოვებდა გულგრილს. ეს არაა მხოლოდ მისი ოჯახის პრობლემა. ეს საერთო პრობლემაა. მშობლებს ძალიან უჭირთ, ასეთ რთულ სიტუაციასთან მარტო გამკლავება.  ისევე როგორც გიორგის მშობლებს,  მათ, ყველას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ადამიანები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ.
           და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უბრალოდ  დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 

          ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 

         სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
           თქვენი სიკეთე –  შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ! 
კიდევ ერთხელ, დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ნინიძე)  ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/542-kepashvili/
           თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus )
თქვენი სიკეთე შანსია თავადაც ყოველთვის ბედნიერი იყოთ!

Р.С.
ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ ზაალ მიქელაძეს.
ასევე ბატონებს, ვინც არ ისურვა საკუთარი სახელების გამჟღავნება: ზაზას – საკვები პროდუქტისთვის. (შაქარი, ფქვილი, ზეთი.)
ნინოს, თბილისიდან – პამპერსი და ხილი.(12 კგ ვაშლი)
სტუდენტებს ქუთაისიდან(2 ბიჭი) – 120 ლარი აჩუქეს, თქვეს, რომ კურსელებმა შეაგროვეს.
გენო კაკაბაძეს – მიუტანა ოჯახს სავსე საბარგული პროდუქტი და თანხა აჩუქა.
დიდება უფალს! მადლობა ღმერთს, რომ ქართველებს ასეთი კეთილი გული აქვთ!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 თებ 11
მედიკამენტები
350.00₾
2020 თებ 11
პამპერსები
454.80₾
2020 თებ 11
ტექნიკა
1400.00₾
2020 თებ 22
გაზის გამათბობელი
450.00₾
2020 თებ 22
გაზქურა
650.00₾
2020 მარ 27
ფონდის ზედნადები ხარჯები
1150.00₾
2020 აპრ 10
პროდუქტები
210.00₾
2020 ივლ 20
პამპერსები გრიგოლია სოფიასთვის
300.00₾
2020 აგვ 11
მობილური ტელეფონი სოფიო გრიგოლიასთვის
500.00₾
2020 აგვ 14
პამპერსები გრიგოლია სოფიასთვის
525.00₾

სულ ხარჯები:

5989.80₾

დარჩა:

0.89₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2021 16:45:32
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2020 08:58:21
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2020 06:54:43
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.04.2020 14:12:46
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.03.2020 13:39:27
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.03.2020 20:00:00
₾22.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.03.2020 19:58:22
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.03.2020 23:16:24
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.02.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2020 20:00:00
₾0.94
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.02.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.01.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.01.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.01.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.01.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.01.2020 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾5,990.69

404 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,990.69

404 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება