ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკო, შეიძლება ჩემს უფროს დაიკოს ხმა ვუწილადო, და მხოლოდ ერთი ყური რომ მივცე?

calendar ივნისი 4, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მეორეს ჩემთვის დავიტოვებ… მე ხომ არ მტკივა… ეს უსამართლობაა, რომ მე მესმის და ვლაპარაკობ, ის კი ვერა!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„დედიკო, შეიძლება ჩემს უფროს დაიკოს ხმა ვუწილადო, და მხოლოდ ერთი ყური რომ მივცე?

მეორეს ჩემთვის დავიტოვებ… მე ხომ არ მტკივა… ეს უსამართლობაა, რომ მე მესმის და ვლაპარაკობ, ის კი ვერა!“
    –   სულ ასე მეუბნება,  ჩემი ლალიკო, ჩემი პატარა, – ღიმილით ამიხსნა იმ ბავშვის დედამ, რომელმაც ფონდში  მოგვმართა, ჩემი გაოცებული თვალები რომ დაინახა.
     გაიცანით მეგობრებო, – თეონა იარაჯული – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ყრუ-მუნჯი გოგონას და კიდევ ორი ბავშვის მოსიყვარულე დედა, ასევე მძიმე ავადმყოფის მეუღლე და მისი მოხუცი დედის მომვლელი. იგი სრულიად სასოწარკვეთილია, და დახმარებას გვთხოვს ყველას!
    სწორედ ამ ქოხში ცხოვრობენ, თუ შეიძლება ამას, საცხოვრებელი რომ დავარქვათ. ოჯახი, მეუღლის კეთილმა ნათესავმა შეიფარა. სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ, მათ არაფერი არ აკლდათ.
     თეონას მეუღლე – გრიგორი – მუშაობდა და ოჯახს ინახავდა. ბავშვებს ტანსაცმელიც ჰქონდათ და საჭმელიც. უბედურება, დაახლოებით ორი წლის წინ, ყაჩაღივით, მოულოდნელად და მზაკვრულად დაატყდათ თავს – გრიგორის ავადმყოფობა- შაქრიანი დიაბეტი უმძიმეს ფორმაში, ჰიპოგლიკემიური კომა, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კი, ექიმებმა მას ნებისმიერი ფიზიკური შრომა, სასტიკად აუკრძალეს. შედეგი სავალალოა – ამჟამად სოციალურად დაუცველები არიან.
     მიუხედავად ყველა სიძნელისა და დიდი გაჭირვების, ოჯახი მაინც ურთიერთსიყვარულს ასხივებს.  მათ მიამბეს თავიანთი საოცრად გულის ამაჩუყებელი სიყვარულის ისტორია… მერე პატარა ლალიკომ სასაცილო სიმღერები მიმღერა… ცოტა ხნის შემდეგ კი, მთელი ოჯახი ატირდა ისე, რომ მეც ცრემლი მომადგა თვალზე…
      ღმერთო, ღმერთო! შენ უშველე ამ კეთილ და კარგ ადამიანებს, რომლებიც ასე ძალიან იტანჯებიან!
      – თეონა, გვიამბეთ, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა? რა და როგორ მოხდა?
         თეონა: ფული, ძვირფასო! გაჭირვება! გვყოფნის მხოლოდ ძალიან მოკრძალებულ საკვებზე. ჩემი უფროსი გოგოც ხომ შშმ პირია, წამლები სჭირდება, განსაკუთრებული მოვლა.
         – თქვენ ამბობთ, რომ თქვენი შვილი შშმ პირია, მარიამზეა საუბარი, ხომ? რა სჭირს? დაბადებიდან ასეა?
        თეონა: დიახ, მარიზე, ის ყრუ-მუნჯია, მაგრამ ეს არ არის თანდაყოლილი. როდესაც 2 წლის იყო, სულ ტიროდა, ტიროდა და ვერ მშვიდდებოდა. ვერ ვხვდებოდი, საქმე რაში იყო, ექიმთან წავიყვანე, და აღმოჩნდა, რომ მარცხენა ყურში ცუდად ესმოდა. თანდათანობით კი, საერთოდ დაკარგა სმენა.
– კი მაგრამ, როგორ უგებთ ერთმანეთს?
        თეონა: ეს ხომ ჩემი გოგონაა! პირველი შვილი! სწორედ მის გამო, ვისწავლე ჟესტების ენა. ასევე ბავშვებმაც, ლალიკომ და ნიკუშამ, მიჩვეულები არიან და დაიკო ძალიან უყვართ. მახსოვს, ერთხელ ლალიკო სულ პატარა როდესაც იყო, მითხრა: „მე რატომ შემიძლია ლაპარაკი და ჩემს დას – არა? მოდი, ჩემს ხმას ვუწილადებ, ეს ხომ უსამართლობაა!“ ამის მოსმენა ძალიან მტკივნეული იყო. მთელი ცხოვრების მანძილზე დანაშაულის გრძნობა არ მასვენებს, იმის გამო, რომ ჩემი გოგონა, სხვებს არ ჰგავს.
       – თეონა, თქვენ არაფერში დამნაშავე არა ხართ! სამწუხაროდ, ასეც ხდება ხანდახან.  გამოჯანმრთელების შანსი არსებობს?
       თეონა: შანსი არსებობს, ოპერაცია სჭირდება. მაგრამ გერმანიაში უნდა გაკეთდეს, ძალიან ძვირია, დაახლოებით 25 000 ევრო ღირს. ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. კიდევ შეიძლება თანამედროვე სმენის აპარატის შეძენა. ასეთები, საბერძნეთში იყიდება, მაგრამ ისიც ძალიან ძვირი ღირს – 1500 ევრო. ჩვენი მიზერული შემოსავალი საამისოდ არაა საკმარისი. ასეთი აპარატით საშუალების, რაღაცის გაგებას მაინც შეძლებდა. შესაძლოა, ამიტომაც უფრო  მაქვს დანაშაულის გრძნობა, რომ გამოსავალი არსებობს, მე კი არ შემიძლია ამით ჩემი გოგონა უზრუნველვყო.
       – რა რჩევებს მისცემდით დედებს, ვინც ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც თქვენ? როგორ უნდა მოიქცნენ, თუ ბავშვი ყრუ-მუნჯია?
        თეონა: ერთი რამ ზუსტად ვიცი, ბედს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუწყრე. ეს უნდა მიიღო, შეეგუო და ისწავლო, როგორ გაუგო შენს შვილს, უსიტყვოდ. არ უნდა დაანახო ბავშვს, რომ შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო ხარ და ნერვიულობ… თავს დამნაშავედ იგრძნობს. ჯანმრთელობა ისეთი რამ არის, როგორც უნდა, ისე გვეთამაშება, ხვდებით? ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.
       – წეღან შემოსავალი ახსენეთ, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ. როგორია თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
        თეონა: სოციალური დახმარება – 360 ლარი და 200 ლარი მარიამის ინვალიდობის პენსია. მაგრამ ალბათ თავადაც ხვდებით, რომ ეს თანხა მხოლოდ მარისთვის არის, მას ხომ წამლები სჭირდება.  მოკრძალებულად ვიკვებებით: მაკარონი, ბურღულეული, კარტოფილი. მაგრამ ბავშვები არასდროს არ წუწუნებენ და არაფერს არ ითხოვენ. მე და ჩემს მეუღლეს მშივრებსაც დაგვიძინია, ოღონდ ბავშვები ნაჭამი ყოფილიყვნენ. საკუთარ თავს ყველაფერში ვზღუდავთ, რათა მათ კამფეტი ვუყიდოთ, განსაკუთრებით ლალიკოს. მას ტკბილეული სიგიჟემდე უყვარს, ჩვენ შეგვიძლია მშივრებიც ვიყოთ, მთავარია ბავშვმა დაჩაგრულად არ იგრძნოს თავი.
       – არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?
        თეონა: არა, მე საერთოდ არავინ არ მყავს, გრიგორის კი მხოლოდ დედა, 85 წლის. ვაიმე, რა ცუდად არის… მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება. მას კი ღამით არ სძინავს, სულ დედაზე ფიქრობს: როგორ დაეხმაროს! ღმერთო, მეშინია ამ ტანჯვამ არ მოკლას. მის გარეშე, ჩვენ რა გვეშველება?!
         – თეონა, თქვენ მხოლოდ კომპიუტერს ითხოვთ მარიამისთვის, მაგრამ თქვენ ხომ ამის გარდა, კიდევ იმდენი პრობლემა გაქვთ?!
        თეონა: თხოვნა ძალიან მერიდება, ალბათ ბევრია ჩვენზე უარეს მდგომარეობაში.
         – ეჭვი მეპარება. გთხოვთ, გვითხარით რა გჭირდებათ!
         თეონა: სახლი ინგრევა, თავადაც ხედავთ. დაგვეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ… მაგრამ ჩემთვის ახლა მთავარი ისაა, რომ ჩემს გოგოს სმენა დაუბრუნდეს და მეტყველება შეძლოს. დანარჩენს, ყელაფერს მოვითმენ. უფალი მოწყალეა! ჩვენ მისი გვწამს! ის ხომ ყველაფერს ხედავს!
          -იმედია, შევძლებთ თქვენს დახმარებას. ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?
          თეონა: დიახ, მივმართე. სოციალური დახმარება დაგვინიშნეს, და ვცდილობთ ამით გავიტანოთ თავი. 
     … სანამ თეონა ძველ, დანგრეულ მაგიდასთან, ყავით მიმასპინძლდებოდა და თავისი ცხოვრების ამბავს ყვებოდა, მისი მეუღლე, გრიგორი მეორე ოთახში, პატარა ლალიკოს ეთამაშებოდა. სიყვარულსა და რომანტიკაზე კითხვის დასმის დროც მოვიდა.
         – თეონა, მოდით, ჩვენს საუბარში, პოზიტიური ნოტებიც გავჟღეროთ. თქვენს მეუღლეზე გვიამბეთ, ერთმანეთი სად გაიცანით?
         თეონას ტკბილად ჩაეცინა და მოყოლა დააპირა, მაგრამ ამ დროს, ჩვენკენ ჩქარი ნაბიჯით, გრიგორი გამოემართა – როგორ გავიცანით? სჯობს ეს ამბავი მე მოგიყვეთ! – და ჰოი, საოცრებავ, ამ მძიმედ დაავადებულ ადამიანს, თვალები ისეთი ბედნიერებით გაუბრწყინდა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ოჯახშიც ვერ ნახავთ! თეონამ კი მორცხვად გაუღიმა.
        გრიგორი: მოკლედ, ერთხელ, მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წავედი. ბევრნი ვიყავით. დავიწყეთ საჭმლის ამოლაგება, და ამ დროს, შევამჩნიე ის! თეონა პირველი დანახვისთანავე მომეწონა, იგი ძალიან თბილი, ახალგაზრდა და ლამაზი იყო. – ამ სიტყვების წარმოთქმის დროს, გრიგორიმ მეუღლეს სიყვარულით სავსე თვალებით გადახედა და განაგრძო: 
        – ერთმანეთს ვხვდებოდით, დაიწყო პაემნები, პარკები, კაფეები, ისე, როგორც ეს ხდება ხოლმე, მალევე დავქორწინდით. ეს ყველაფერი ათი წლის წინ იყო, მე კი დღევანდელი დღესავით მახსოვს.
          უცებ გონებაში დამკრა, მარიამი და ნიკუშა ხომ ათ წელზე მეტი ასაკის არიან. უხერხული შეკითხვა იყო, მაგრამ არ შემეძლო, რომ არ დამესვა.
         – კი, მაგრამ… მარი და ნიკუშა ხომ…
         გრიგორიმ დასრულება არ დამაცადა, მიხვდა, რის კითხვაც მინდოდა.
        გრიგორი: დიახ, ამ ბავშვებს სხვა ბიოლოგიური მამა ჰყავთ. მაგრამ ჩემები არიან! ხვდებით?!!! მე ვარ მათი მამა. ის კი – ჩვენს ცხოვრებაში მისი ადგილი არ არის!!! მან ვერაგულად მიატოვა ჩემი საყვარელი ქალი. ესაა ადამიანობა? ესაა ქართველობა?! აღარ მსურს მასზე საუბარი. ის ჩვენთვის არ არსებობს!…
        როდესაც მარის ვუყურებ, გოგონას, რომელიც სულ პატარაობიდან აღვზარდე… ჩემს გოგონას! ტირილი მინდა… ის უკვე ნორჩი ქალია, სხვებივით რატომ არ უნდა შეეძლოს ცხოვრება? ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი რამ დამემართებოდა. ყოველთვის მინდოდა ოჯახი შემენახა, და კარგად გამომდიოდა კიდეც, ახლა კი ყველაფერი ისე არ არის, როგორც ოდესღაც ვგეგმავდი.
         – თქვენით აღფრთოვანებული ვარ. ახლა ბავშვებსაც  გავესაუბრები, თუ შეიძლება.
         ავდექით, და ამ სახლის ყველაზე პატარა ბინადრისკენ გავემართეთ – ლალიკოსკენ(8 წლის), რომელიც ფუმფულა მაიმუნით ხელში, მამას ელოდებოდა. საოცრად თბილი და გახსნილი გოგონა აღმოჩნდა, რომელიც სიხარულით
მელაპარაკებოდა და თავის საიდუმლო ფიქრებს მიზიარებდა. ამიხსნა, რომ მაიმუნი, რომელიც ხელში ეჭირა, მისი უსაყვარლესი სათამაშო იყო…
         – ღამით შენთან ერთად სძინავს?
         ლალიკო(8 წლის): არა, იმიტომ, რომ ან დედიკოსთან ერთად მძინავს, ან მარტოს, სავარძელში – გოგონამ მაჩვენა სწორედ ის დასაწოლი ადგილი. ძველი, გაქუცული რკინის საწოლი, ზამბარებით, სუფთა, მაგრამ ძველი და გახუნებული გადასაფარებლით…
     – მარტოს რომ გძინავს, არ გეშინია?
      ლალიკო(8 წლის): არა, უკვე დიდი გოგო ვარ.
      – ოჰო, და რისი კეთება უყვარს დიდ გოგოს?
       ლალიკო(8 წლის): საჭმლის გაკეთება მიყვარს!
       – რა საჭმელს ამზადებ ხოლმე? რომელია შენი საყვარელი საჭმელი?
         ლალიკო(8 წლის): ყველანაირი საჭმელი მიყვარს, მაგრამ ტკბილი, განსაკუთრებით! მამიკოს ჩემთვის კამფეტი ხშირად მოაქვს. მამიკო ძალიან მიყვარს, ყველაზე მეტად, მერე დედიკო, მერე კი დაიკო და ძამიკო. კიდევ სალათას ვამზადებ კარგად, მამიკოს ძალიან უყვარს.
       – ყოჩაღ! დედიკომ გვითხრა, რომ ძალიან კარგად მღერი, მართალია?
        ლალიკო(8 წლის): დიახ, სიმღერა ძალიან მიყვარს. კიდევ ძალიან მინდა, პიანინოზე დაკვრა ვისწავლო, მაგრამ ჯერ არ მაქვს, როდესმე აუცილებლად ვისწავლი, შემიძლია, თქვენც გიმღეროთ, გინდათ? 
            და სიმღერა დაიწყო, სანამ პატარა თავის ნიჭის დემონსტრირებას ახდენდა, მე დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ მომეხერხებინა მარიამთან გასაუბრება? გოგონა ხომ, ყრუ-მუნჯია… 
          ამასობაში ლალიკომ სიმღერა დაასრულა. გოგონამ მიამბო, რომ მისი ოცნებაა, ექიმი გახდეს, რადგანაც უნდა ხალხს უმკურნალოს და დაეხმაროს, იმიტომ, რომ „ხალხი კეთილია, და თვითონაც  კეთილია“. 
          ახლა კი ნიკუშას(12 წლის) ჯერი დადგა, ეს გახლდათ ნორჩი, სერიოზული მამაკაცი. ნიკამ მიამბო, რომ სპორტი სიგიჟემდე უყვარს და ჭიდაობა მოსწონს.
       – ჭიდაობა!  შენ იცი, რომ ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოში საუკეთესოთა შორის არიან? არის ისეთი მოჭიდავე, რომელიც განსაკუთრებულად მოგწონს?
      ნიკუშა(12 წლის): დიახ, ზვიად ზვიადაური! ის ძალიან ძლიერია, მინდა მას ვგავდე. შევძლებ ჩემი ოჯახი დავიცვა, განსაკუთრებით ლალიკო, ის ხომ ყველაზე პატარაა.
         – ნამდვილი ჯიგიტი ყოფილხარ! მომავალში რა პროფესიას აირჩევ?
        ნიკუშა(12 წლის): მფრინავი. მინდა ხალხი სადაც მოუნდებათ, იქ წავიყვანო. მეც მინდა მთელი მსოფლიოს ნახვა, მფრინავები კი ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში დაფრინავენ.
        – დედიკომ გვითხრა, რომ შენ არ გაქვს კომპიუტერი.
        ნიკუშა(12 წლის): არა, არ მაქვს. მხოლოდ ისეთი, სკოლებში რომ არიგებენ. დედიკომ მითხრა, რომ თქვენ შეგიძლიათ, კომპიუტერის ყიდვაში რომ დაგვეხმაროთ.
       – შეგვიძლია. მითხარი, კომპიუტერი რისთვის გჭირდება? 
       ნიკუშა(12 წლის): ახლა სკოლაში ონლაინ გაკვეთილები ტარდება, სკოლის კომპიუტერით მეცადინეობა კი ძალიან ძნელია. სუსტი მონაცემები აქვს და ნელა იტვირთება. და კიდევ იმისთვის, რომ ვითამაშო. კლასში, ბიჭები სულ საუბრობენ სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშებზე, მე კი სათქმელიც არაფერი მაქვს. – არც კი მიცდია.
        – დედიკოს და მამიკოს თუ ეხმარები?
        ნიკუშა(12 წლის): დიახ, ვეხმარები. ყველაფერს ვაკეთებ.
        – მადლობა ნიკა. ძალიან ყოჩაღი ბიჭი ხარ! ახლა დედიკოს უნდა გავესაუბრო.
      – თეონა, მარიამთანაც მინდა გასაუბრება, შესაძლებელია, რამენაირად რომ მოხერხდეს?
        თეონა: დიახ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მე მითხრათ, მე კი მას შევეკითხები.
         ამ მომენტიდან, ჩვენი საუბრის ყველაზე სევდიანი ნაწილი დაიწყო. მარიამი(15 წლის) ნამდვილ საოცრებად მომეჩვენა, მისმა პასუხებმა კი დამაფიქრა. დედამ გადმოგვცა ის, რაც მან ჟესტებით გვითხრა: მას სამი საუკეთესო მეგობარი ჰყავს. ერთად სწავლობენ სპეციალიზირებულ სკოლაში. მარიამი მათ ხშირად ურეკავს სმარტფონით, ერთადერთით, რომელიც სახლში არსებობს. სმარტფონი ძველია, მაგრამ სამაგიეროდ გოგონებს შეუძლიათ ისევე, როგორც ყველა მათ თანატოლს, ისაუბრონ, იჭორავონ და გაერთონ. თქვენ იკითხავთ, როგორ ახერხებენ საუბარს? ვიდეოკავშირის მეშვეობით. დიახ, დიახ! ჯგუფურ ჩატს ქმნიან, კამერებს რთავენ და საუბრობენ ისევე, როგორც ამას ყველა აკეთებს! ოღონდ ჟესტებით, მეტყველების ნაცვლად.
      მარიამის ოცნებაა, პარიკმახერი გახდეს, რათა ადამიანების, კერძოდ კი გოგონების გარეგნობა, უფრო მომხიბვლელი გახადოს. მარის იზიდავს მოდა, და ყველაფერი რაც მასთან არის კავშირში. ყველაზე მეტად კი, დედიკო უყვარს, იმიტომ, რომ დედა ბევრს ესაუბრება და ყველანაირად მხარში უდგას.
        – მარი, რას უსურვებდი ყველა ქართველ ბავშვს? – თეონამ გოგონას ეს კითხვა გადასცა.
         მარიმ შემომხედა და ხელით რამდენიმე მოძრაობა გააკეთა. თეონამ კი მითარგმნა: „ ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ“. 
         ცრემლს ვიკავებდი, შევაქე სიკეთისთვის და გულისხმიერებისთვის, და თეონასთან საუბრის გაგრძელება დავაპირე, მაგრამ დაწყებულიც არ გვქონდა, რომ მარიამმა ხელი ჩამკიდა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა, თითქოს მთხოვდა „მიშველეთო“…
         მარიამი რაღაც გაურკვევლ ბგერებს წარმოსთქვამდა. თავი ვეღარ შევიკავე, თვალებიდან ცრემლები წამსკდა და გოგონა გულში ჩავიკარი. გრიგორიმ სთხოვა ეთქვა სიტყვა „მამა“, „დედა“, შემდეგ კი ჩემი სახელიც – ნანა… სიტყვებით ვერ ავღწერ, როგორ ცდილობდა, მისი მეტყველება ჩემთვის გასაგები რომ ყოფილიყო.
        მარიამი კი სულ იმეორებდა და იმეორებდა სიტყვებს და ბედნიერი იყო თავის ტრიუმფით… ახარებდა ის, რომ შეეძლო იმის წარმოთქმა, რაც ჩვენთვის სავსებით ჩვეულებრივია… მარიამმა ჩემს ცრემლზე მანიშნა და თავი გააქნია, თითქოს მეუბნებოდა: “ნუ ტირი!“, თეონაც ატირებული შემოგვიერთდა. როგორც ყოველთვის ხუმარა გრიგორიმ კი თქვა: „ოჰ ეს ქალები!“, ყველას სიცილი აგვიტყდა და საუბარი განვაგრძეთ.
         – თეო, თქვენი მეუღლე, შეუდარებელია! აღფრთოვანებული ვარ, ამხელა გაჭირვების მიუხედავად, თქვენს ოჯახში ასეთი სიყვარული რომ სუფევს.
       თეონა: იცი, ახლა, როდესაც უკვე 32 წლის ვარ, ვხვდები, რომ ცხოვრების აზრი, ნამდვილად სიყვარულია. გრიგორი და ჩვენი შვილები გვერდით რომ არ მყავდეს, ალბათ ამ ყველაფერს ვერ გავუძლებდი. მას უკეთესობის იმედი აქვს, მამშვიდებს და მეხმარება. მეც მისი დამსახურებით, არ ვკარგავ იმედს.
        – რაზე ოცნებობთ?
       თეონა: ჩემი გოგონას ჯანმრთელობაზე! – და ისევ ატირდა, ისევ მისი  დამშვიდება მომიწია, სანამ საუბრის გაგრძელებას შევძლებდით.
        – უფალი გწამთ?
        თეონა: კი, ძვირფასო, ძალიან მორწმუნე ვარ. ვიცი, რომ უფალი არ მიგვატოვებს, რადგან ასე მოხდა, ესე იგი, მისი ნება იყო. ამ ხნის მანძილზე, ბევრი რამ ვისწავლე, ძალიან ბევრი. მას შემდეგ, რაც ყოფილმა ქმარმა მიმატოვა, შვილებთან ერთად, რაც მარიმ სმენისა და მეტყველების უნარი  დაკარგა… ასეთ გაჭირვებაში როდესაც ავღმოჩნდით. მე არ ვნებდები, და უკეთესის იმედი მაქვს. 
        – ადამიანების სიკეთის გჯერათ?
         თეონა: მჯერა, ნანიკო, მჯერა! რომ არ მჯეროდეს, როგორ მოგმართავდით! მეც ყოველთვის ვეხმარებოდი ადამიანებს, როდესაც ამის შესაძლებლობა მქონდა. მახსოვს, მეზობლებს საჭმლის ფულიც კი არ ჰქონდათ. მე ვუმზადებდი საჭმელს და მიმქონდა. ბავშვებიც ჰყავდათ, ვცდილობდი მათთვისაც ტკბილეულიც რომ მიმეტანა. ამიტომაც მჯერა, რომ დამიბრუნდება ჩემი სიკეთე, მჯერა, ისეთი ადამიანების არსებობის, ვისთვისაც სხვისი გაჭირვება სულერთი არაა.
     – და რატომ გადაწყვიტეთ, ფონდში რომ მოგეწერათ?
     თეონა: გამიგია, რომ ადამიანებს ნამდვილად ეხმარებით. ვიფიქრე, რომ ღირდა, მეც მეცადა.
      – გსურთ, რომ გაიცნოთ ფონდის მეგობრები?
       თეონა: რა თქმა უნდა, ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ყველას, ვინც თქვენი ფონდის საქმიანობაში მონაწილეობს. თქვენ კეთილ საქმეს აკეთებთ, და სამაგიეროდ არაფერს ითხოვთ. ძალიან დიდი მადლობა, თუნდაც უბრალოდ იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით და გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი გაჭირვება. ძალიან შეუყვარდით მარიამს, თვალებში გატყობთ, რომ ასევე თქვენც. მერწმუნეთ, მეტყველება რომ შეეძლოს, ბევრ რამეს გეტყოდათ!
       მეგობრებო, იმის აღწერა, თუ რა ვიგრძენი ამ არაჩვეულებრივი, ანგელოზი ადამიანების გარემოცვაში, მოკლე სტატიის სახით, ძალიან ძნელია. მათ ნამდვილად  აქვთ უკეთესის იმედი და აფრქვევენ ზღვა სითბოს, სულაც არ არიან მთელ სამყაროზე დაბოღმილები, არამედ ეძებენ მიზეზებს სიხარულისთვის. მოდით, უბრალოდ დავეხმაროთ მათ, ისინი, ამას ნამდვილად იმსახურებენ.
     ოჯახმა მხოლოდ კომპიუტერი გვთხოვა შვილებისთვის, მაგრამ ბავშვებს არ აქვთ კარგი კვება, მშობლები კი ხანდახან შიმშილობენ კიდეც, რათა მათ საკვები ჰქონდეთ. ეს ადამიანები, ყოვლად აუტანელ პირობებში ცხოვრობენ.  ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ რემონტის გაკეთებასა და კიდევ რამდენიმე ოთახის მიშენებაში, რათა ბავშვებს ჰქონდეთ პირადი სივრცე . თითოეული ჩვენთაგანი ბედნიერ ბავშვობას იმსახურებს, და არა ფეხქვეშ ცივი, შიშველი მიწის იატაკს.
       მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ შეგვიძლია მარიამს სმენის უნარი მივცეთ. მას ხომ ისე ძალიან უნდა სრულფასოვნად შეიგრძნოს სამყარო! უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, დავანახოთ მას ჩვენი სიკეთე და გულისხმიერება, მოდით, გამოვიყენოთ ეს შანსი!
მეგობრებო, ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, უბრალოდ არ გვაქვს მორალური უფლება, არ დავეხმაროთ ამ საბრალო ადამიანებს! ვილოცოთ მარიამისთვის, ნიკუშასთვის და ლალიკოსთვის, ყველამ ერთად ვევედროთ უფალს, ამ ოჯახის ცხოვრება, უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს! 
გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! 
დაურეკეთ თეონას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ მარტო არ არის და გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
 მათი მისამართია: თბილისი, აფრიკის რაიონი, ილია ბახტაძის ქ. #7 ტელეფონის ნომერი: 599 35 68 61
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  იარაჯულის ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დავეხმაროთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: იარაჯულის ოჯახი)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.
        ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
თითოეულ ზარს შეუძლია გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე  – 0901 200 270
        ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თქვენ ჩემს შვილს სამყაროს ხმის გაგონების იმედი აჩუქეთ!

ამ სიტყვებით შეგვეგება თეონა – 16 წლის მარიამის დედა. ორი წლის ასაკში მისმა გოგონამ სმენა და მასთანერთად,საუბრის შესაძლებლობაც დაკარგა, მაგრამ თქვენი მხარდაჭერისა და დახმარების წყალობით, ძვირფასო მეგობრებო, მარიამმა სმენის აპარატის ყიდვა შეძლო და ახლა სამყაროსთან ურთიერთობას ხელახლა სწავლობს.

„ჩემმა შვილმა „დედა“ პირველად რომ დამიძახა, ავტირდი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო“, – გვიყვება თეონა. – „ისეთი ამაღელვებელი იყო, რომსიხარულისგან ორივე ვტიროდით. მესმის, ჯერჯერობით მარიამს უჭირს, მაგრამ მას გვერდში მთელი ოჯახი ვუდგავართ და იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ჩვენი გოგონა თავისუფლად და შეყოვნების გარეშე შეძლებს ჩვენთან საუბარს.“

თეონას ეღიმება, ზოგჯერ, მოზღვავებული გრძნობებისგან, ენაც კი ებმის და თვალებზე სიხარულის ცრემლები ადგება. ქალი გვიყვება, რომ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მათი ოჯახის ცხოვრება ძალიან შეიცვალა: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/590-iarajuli/

ახლა, ბედნიერებისგან გაბრწყინებულ თეონაში შეუძლებელია იმ სევდიანი ქალის ამოცნობა, რომელმაც ჩვენს ფონდს იმ იმედით მიმართა, რომ კეთილი ხალხი მისი შვილის სენს გულთან ახლოს მიიტანდა და გულგრილი არ დარჩებოდა! ჩვენო ერთგულო მეგობრებო, გულითად მადლობას გიხდით იარაჯულების ოჯახის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის! უღრმესი მადლობა ყველას! უფალი გფარავდეთ!

თეონა, მოგვიყევით, რა შედეგი გამოიღო სმენის აპარატის მოხმარებამ?

თეონა: მარის ნერვი აქვს დაზიანებული და რა თქმა უნდა, სასწაულის მოლოდინი გულუბრყვილობა იქნებოდა, მაგრამ ხელშესახები ძვრები გვაქვს და ეს ჩვენთვის დიდი მიღწევაა. ახლა მარის ხმამაღლა ჩართული ტელევიზორის, ტელეფონის ზარის და მუსიკის ხმის გაგონებაც კი შეუძლია!

ზაფხულიდან მოყოლებული, მარიმ ახალი სიტყვები ისწავლა: „პური“, „მაგიდა“, „სკამი“, „მომეცი“, „ბებია“… რომ არ დაეზაროს ან თავი არ აარიდოს, დაჟინებით ვთხოვთ, რომ ყველა საგანს და საჭმელს თავისი სახელი დაარქვას. გასაგებია, რომ ჟესტების ენას მიჩვეულია და ასე უფრო უადვილდება, მაგრამ ჩვენი მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ. მარის სკამზე ვსვამ და ვთხოვ წარმოთქვას: „პური მომეცი“. სანამ არ მეტყვის, არ ვაძლევ. ალღო მკარნახობს, რა შეუძლია და რა არა. თუ ვხედავ, რომ ნერვიულობს, მაშინვე ვწყვეტ მეცადინეობას. დის ალაპარაკებას ლალიკოც ცდილობს.

ლალიკო: მარის „მომეცი“ და „მომიტანე“ მე ვასწავლე.

ხომ არ ბრაზდება, მასზე უმცროსი რომ ხარ და შენ რომ ასწავლი?  

ლალიკო: არა, დეიდა. მე ხომ ის მიყვარს! მინდა ხმა ამოიღოს და ჩუმად აღარ იყოს.

ახლა რა სიტყვას ასწავლი?

ლალიკო: “გამარჯობა”. მისალმება ხომ უნდა იცოდეს, არა?

თეონა: სურდოპედაგოგმა გაგვაფრთხილა, რომ მყისიერი შედეგი არ გვექნება. მარიმ სმენის აპარატი მთელი ცხოვრება უნდა ატაროს იმისთვის, რომ ნელ-ნელა დაიწყოს ლაპარაკი და აუცილებელია, რომ გარშემომყოფებიც ვეხმარებოდეთ: სახლშიც და სკოლაშიც.

მეგობრების უმეტესობას მარი ჟესტების ენაზე ესაუბრება, მაგრამ მის სკოლაში ერთი ბავშვია, რომელსაც სმენის აღდგენითი ოპერაცია გაუკეთეს და მარი ცდილობს, რომ მას ესაუბროს. ისე მიხარია! შეიძლება პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მივდივართ!

თავიდან სმენის აპარატთან შეგუება ძალიან გაუჭირდა – ღიზიანდებოდა და იხსნიდა. ცვალებადი ხასიათი აქვს, როგორც ნებისმიერ მოზარდს; მაგრამ ახლა, სმენის აპარატთან თანაცხოვრება მაინც ისწავლა. (იღიმის.)

(აღელვებული მარიამი რაღაცას აჩვენებს ხელებით.)

თეონა პასუხობს:

– კორესპონდენტი მოვიდა და ვუყვები, როგორ დაგვეხმარნენ, რა გააკეთეს ჩვენთვის… მხოლოდ შენზე საუბარს არ ვაპირებთ. არა, ჩემო გოგო, სხვა სასაუბრო თემებიც გვაქვს.

თეონა საუბარს აგრძელებს, ოღონდ ახლა მე მომმართავს:

– ყრუ-მუნჯ ბავშვებს შფოთვა და ეჭვიანობა ახასიათებთ. რთულია, როდესაც არ გესმის, რაზეა საუბარი. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ესეც გაივლის. ამიტომაც ვცდილობთ, რომ მარი უფრო გახსნილი, თავისუფალი და ბედნიერი იყოს. სმენის აპარატი ასე ძალიან ამიტომაც გვჭირდებოდა.

კარგი, მოდი ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ, რომ მარიმ უხერხულად არ იგრძნოს თავი. მკითხველების ზარებზე და ვიზიტებზე ვისაუბროთ.

თეონა: ჩვენთან სტუმრად დღემდე მოდიან, ინტერესდებიან, გვეხმარებიან. გაუგონარი ამბავი ხდება! ჯერ, ერთმა სამშენებლო კომპანიამ სურსათით სავსე ყუთი გამოგვიგზავნა საახალწლოდ: მაკარონი, ბურღულეული, მზესუმზირას ზეთი, ორცხობილები, კანფეტები, ლიმონათი… ბავშვებისთვის სიხარულია, ჩემთვის – სიმშვიდე! მერე, ერთმა მკითხველმა ჩემს ბიჭს პერანგები, ქურთუკები და პირსახოცები აჩუქა. ერთი უცხოური კომპანიის თანამშრომელიც დაგვეხმარა – წამლების ფული გადაგვიხადა.

მისი დახმარება რომ არა, არც კი ვიცი, ასეთი რთული მდგომარეობიდან როგორ გამოვძვრებოდით – ზამთარში უმცროსი გოგო გამიცივდა. თირკმლის კისტა აღმოუჩინეს, გვითხრეს თანდაყოლილიაო. მონიტორინგი გვჭირდება: ექვს თვეში ერთხელ უნდა გავესინჯოთ და ვნახოთ, რაიმე ცვლილება ხომ არ არის.

რა თქმა უნდა, წამლები დაგვჭირდა; თუმცა, ამ წუთას საფრთხე აღარ არსებობს. უფალს ვევედრები, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ჩემი ლალიკო ისედაც ძალიან გაწამდა – გულის მანკი აქვს და ერთი ოპერაცია უკვე გადაიტანა. ფეხის პრობლემაც აქვს – ტერფი არ ეზრდება… უკაცრავად, სხვაგან წავედი…

არ მინდა, ვინმე გამომრჩეს… კიდევ ერთი ბიჭი მოვიდა და სურსათი მოგვიტანა. ათასი რამ მოგვიგროვა: მზესუმზირას ზეთი, შაქარი, ქათამი, კომბოსტო, ორცხობილები…

ლალიკოს ჩვენს სტუმრებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს. უფროს ბავშვებსაც აინტერესებთ, მაგრამ ისინი უფრო თავშეკავებულები არიან, ერიდებათ.

ლალიკო: მოიცადეთ, ახლავე მოვალ… აი, ეს ჩემი საჩუქარია!

რა მაგარი ბარბის სახლია!

ლალიკო: ფერად-ფერადი კაბები და პაწაწინა ფეხსაცმელებიც აქვს. მოიცადეთ, დეიდა… (უკან ბრუნდება და მიჩვენებს.) ეს კიდევ ნიკუშას საჩუქარია.

ო-ო-ო, ჩოგანი და ბურთი – ყველაფერია, რაც ჩოგბურთელს სჭირდება!

თეონა: ნიკუშას ძალიან დიდი ხანია უნდოდა და ძალიან გაუხარდა. იმდენი დადებითი ემოცია მივიღეთ, სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენით. სწორედ ეს გვაძლევს თავდაჯერებას, ძალას და იმედს… ჩემი შვილების მიმართ მოკრძალებული დამოკიდებულება, სიყვარული და თანაგრძნობა ვიგრძენი. გულითადი მადლობა ყველას! ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან სიკეთე მიბრუნდება, ესე იგი, თავადაც ბევრი გავეცი.

ნება მიბოძეთ, კიდევ ერთ მშვენიერ გოგონაზე მოგიყვეთ, რომელიც ყოველ ორ თვეში ერთხელ მოდის და სურსათი მოაქვს. ბოლოს, ორი კვირის წინ რომ მოვიდა, სახლში არ ვიყავი და ბავშვებმა მიიღეს. შინ დაბრუნებულს მაგიდაზე შამპუნები, ფხვნილები, სარეცხი ჟელეები, საჭმელი და ტკბილეული დამხვდა. მაშინვე მივხვდი, რომ ჩვენი კეთილი ფერია გვესტუმრა. ახალგაზრდა გოგოა! ხომ შეეძლო ფული საკუთარ თავზე დაეხარჯა, მაგრამ არა, – ჩვენთან და სხვა გაჭირვებულ ოჯახებთან გამორბის. მის საჩუქრებს რომ ვუყურებ, გულში სითბო მეღვრება. ღმერთმა დაგლოცოს, შვილო!

– ვხედავ, მიშენებებთან დაკავშირებული გეგმები უკვე განახორციელეთ. ამ ოთახებს რას უპირებთ?

თეონა: ჯერ ერთი, სახურავი აღარ ჟონავს. ჩერნოვეცკის ფონდის მადლიერი ვარ, რადგან სახლში სიმშრალეა, ბავშვები აღარ იყინებიან… მეორეც, – მე, ჩემმა ქმარმა და ბიჭმა ნაჩუქარი სამშენებლო მასალებით ორი ოთახი ავაშენეთ. უფრო მეტად, ჩემმა ქმარმა და ბიჭმა, რა თქმა უნდა. მე, ჩემი ხერხემლის პრობლემების გადამკიდე, სად შემიძლია? ერთი წელი ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, მაგრამ სამაგიეროდ, ახლა, ყველას ერთ ოთახში ძილი აღარ მოუწევს. როგორც იქნა, ბავშვებს საკუთარი საძინებლები აქვთ. ლალიკოს ახალი საწოლი აქვს…

იმედი მაქვს, რომ მომავალი ზამთრისთვის ყველაფერს დავასრულებთ. მშენებლობას ძალიან დიდი თანხები სჭირდება. იქნებ მასალებით ცოტაც კიდევ დაგვეხმარონ, სხვას აღარაფერს ვითხოვ. თქვენ ჩვენთვის იმდენი გააკეთეთ, რომ ამაზე მეტს ვერაფერს ვინატრებდით. მართალია, დიდ ოჯახს საზრუნავი არასოდეს ელევა, მაგრამ ნამუსიც კარგი საქონელია.

– არაფერი გითქვამთ და ბარემ შეგეკითხებით – ადგილობრივი ხელისუფლება ხომ არ გამოგხმაურებიათ?

თეონა: რაც არ ყოფილა, რა უნდა მეთქვა? რომ ყოფილიყო, ხომ არ დაგიმალავდით? მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება… უბრალო ხალხი უფრო მალე დაგეხმარება… ვლოცავ და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და ყველა უბედურებისგან დაგიფაროთ!  

***

მეგობრებო, იარაჯულების ოჯახმა თავისი ოცნება თითქმის აისრულა. მიზნამდე სულ ცოტაღა დარჩა. ამ ოცნებას (ორი ოთახი) სახურავი, კედლები და იატაკი აქვს. შიდა სარემონტო სამუშაოების შემდეგ ეს ოცნება მშვენიერ რეალობად იქცევა. უკვე ერთი სული გაქვთ ბავშვების ახალი საძინებლები ნახოთ, ხომ ასეა? მაშინ დაურეკეთ ოჯახს და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ მათ!

და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: იარაჯულების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/590-iarajuli

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივნ 24
გამოკვლევა
150.00₾
2020 ივლ 02
სმენის აპარატი
4650.00₾
2020 ივლ 02
სმენის აპარატი
4650.00₾
2020 ივლ 22
საწოლი
300.00₾
2020 აგვ 21
სამშენებლო მასალა
848.70₾
2020 სექ 01
ფონდის ზედნადები ხარჯები
385.00₾
2021 იან 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
810.00₾
2021 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
1120.00₾
2021 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
335.00₾

სულ ხარჯები:

13248.70₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.06.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.06.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2021 20:00:00
₾6.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2021 20:00:00
₾6.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2021 20:00:00
₾4.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2021 20:00:00
₾13.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾13,248.29

608 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾13,248.29

608 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება