ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მრავალი წელია, მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს – რომ შვილები კარგად დავანაყრო!

calendar თებერვალი 2, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„როდესაც ექვსივე ერთხმად იწყებს ბარტყებივით ჟივჟივს, ჭამა გვინდაო, გული მიკვდება. მე მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს – მათი დაპურება! სულ ეს არის! სხვა რამეზე ოცნებას ვერც კი ვბედავ… ჩვენ უბრალოდ ჭამა გვინდა.“
რთულია, მშიერ ბავშვებზე წერა, როდესაც ყველა სახლში სადღესასწაულო მზადებაა, იშლება სუფრები, საჭმელი უხვადაა… შეიძლება ყველაფერი არც კი შეიჭამოს, ბევრი რაღაც გადაიყრება კიდეც… შენ კი, ამ დროს ზიხარ და იმ ოჯახზე წერ, რომელშიც ექვსი ბავშვი ცუდად იკვებება, ძველმანებში გამოწყობილი დადის და მათი ყველაზე მთავარი ოცნებაა – ჭამით გული იჯერონ. „დღეს პურის ზედმეტი ნაჭერი რომ მივირთვათ, ხვალ შიმშილი ხომ არ მოგვიწევს?“ – ეს არის მათი მთავარი პრობლემა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ერთი წლის ხანუმას, 2 წლის ეკატერინეს და 4 წლის ალიკას ჯერ კიდევ არ ესმით, რომ საჭმელი ყველას არ ჰყოფნის; მათ არ ესმით, რომ უფროსი ბავშვები – 6 წლის მაია, 7 წლის მარიამი და 8 წლის გიორგი მათ თავის წილ ულუფას უზიარებენ და შიმშილი მედგრად გადააქვთ… და თუკი მათ მუცელი უბუყბუყებთ, ისინი ამას ყურადღებას არ აქცევენ.

ნელი:ვცდილობ, მათი ყურადღება პრობლემებიდან სხვა რამეზე გადავიტანო. გასათბობად – ვცეკვავთ, შიმშილის დასავიწყებლად – ვმღერით! როდესაც ისინი ჩემ გარშემო ბარტყებივით იკრიბებიან და მეუბნებიან, რომ „ნამუ-ნამუ“ უნდათ, მზად ვარ, მოვკვდე! ნუთუ ეს ანგელოზები დედამიწას ასეთი ტანჯვისთვის მოევლინენ?!

ნელი, ყოველთვის ასე ცუდად ცხოვრობდით?

ნელი: მე და ჩემი მეუღლე მდიდრები არასდროს ვყოფილვართ. ორივე მრავალშვილიანი, ღარიბი ოჯახიდან ვართ. მეც ხუთი და-ძმა მყავს და მასაც. როდესაც ერთმანეთი გავიცანით, იმდენი საერთო აღმოგვაჩნდა, რომ დიდხანს არ გვიფიქრია და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ.

– ერთმანეთი სად გაიცანით?

ნელი: ჩვენ ქალაქის დასუფთავების სამსახურში ვმუშაობდით და ერთმანეთი სწორედ იქ გავიცანით. ვფიქრობდით: ორივე მშრომელები ვართ, ოჯახს რომ შევქმნით, უფრო მარტივი იქნება… და ასეც მოხდა. მეუღლე სადგურზე დისტანციური მართვის ოპერატორად მოეწყო და დილიდან საღამომდე, ბევრს მუშაობდა. ცოტას, მაგრამ დღეში 5-10 ლარს შოულობდა. ეს ჩვენთვის დიდი დახმარება იყო, მაგრამ პანდემიის გამო, მან სამსახური დაკარგა. ძნელია ბავშვების მხოლოდ სოციალური დახმარებით გამოკვება. თითქოს, დიდი ფულია, მაგრამ არაფერზე გვყოფნის.

რა არის თქვენი შემოსავალი?

ნელი:800 ლარი 8 კაცზე. კაცზე, დღეში 3 ლარზე ოდნავ მეტი გამოდის. საბავშვო ბაღის სურსათი გვეხმარება. ცოტაა, მაგრამ ამისთვისაც მადლობა.  

ეს ბინა თქვენია?

ნელი: არა, ის ჩემი მეუღლის ძმას ეკუთვნის. მან აქ ცხოვრების უფლება კი დაგვრთო, მაგრამ წასვლას როდის მოგვთხოვს, არ ვიცით. აქ ნესტია, ცივა, ელემენტარული პირობებიც კი არ არის. ამ დაშლილ საწოლებში ორ-ორ ბავშვს ერთად სძინავს! უკვე აღარც ეტევიან, დილით ძვლებში გაშლაც კი უჭირთ.  

 –ბავშვებს ჩვეულებრივ რას აჭმევთ

ნელი:ვცდილობ, რაღაც კერძები გამოვიგონო. ერთი კილო ქათმის ხორცი შემიძლია ორ დღეზე გადავანაწილო! როდესაც ხორცი და რძის პროდუქტები გვაქვს, სახლში დღესასწაულია, მაგრამ ყველაზე ხშირად, წყალწყალა წვნიანების კეთება მიწევს.

თქვენ თქვით, რომ თქვენც და თქვენს ქმარსაც ბევრი ძმა გყავთ. არავინ გეხმარებათ?

ნელი: როგორც უკვე აღვნიშნე, ორივე ღარიბი ოჯახებიდან ვართ. რითიც შეგვიძლია, ერთმანეთს ყველაფრით ვეხმარებით, მაგრამ ახლა, ყველა იმაზე ფიქრობს, საკუთარი თავი როგორ გამოიკვებოს.

რის გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

  ნელი:შვილებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მათი ძალა მათ რწმენაშია… მათ ღმერთის და ერთმანეთის უნდა სჯეროდეთ! უნდა სჯეროდეთ, რომ მათი მომავალი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. მჯერა, რომ ისინი საქართველოს ასახელებენ! ისინი შესანიშნავი ბავშვები არიან!

თქვენი შვილების სკოლაში, საბავშვო ბაღში თუ დადიან? თუ შეიძლება, მათ შესახებ მოგვიყევით.

  ნელი:ჩემთვის ისინი ყველაზე ჭკვიანები არიან! კარგად სწავლობენ, უფრო სწორედ, სწავლობდნენ, სანამ სკოლა ღია იყო. ახლა, არც კომპიუტერი გვაქვს, არც ინტერნეტი და ხანდახან დენიც კი არ გვაქვს. ჩვენ კომუნალურ გადასახადებს ყოველთვის ვერ ვიხდით. არადა, დაწყებითი კლასებში გაკვეთილები თუ გამოტოვე, ამ ცოდნას უკვე ვეღარ აღადგენ!

შეიძლება, ბავშვებს გავესაუბრო? აბა, ვისგან დავიწყოთ?

გიორგი (8 წლის):ჩემგან, რა თქმა უნდა! ყველაზე უფროსი მე ვარ! სწავლა მიყვარს და რომ გავიზრდები, მინდა, სუპერმენი გავხდე! იცით, ის რა მაგარია?!

და რას გააკეთებდი?

გიორგი:სამყაროს გადავარჩენდი და ყველას გემრიელობებს ვაჩუქებდი!

დედას თუ ეხმარები, სუპერმენო?

გიორგი:დიახ! ზოგჯერ ისე ხდება, რომ მე მას არ ვუჯერებ, მაგრამ ისე, კარგი ბიჭი ვარ! პატარებსაც ვეთამაშები ხოლმე.

  მარიამი (7 წლის):დიახ, გიორგი კარგი ძმაა! ის ძლიერია და მას ჩვენი დაცვა შეუძლია. მე კი მინდა, რომ პრინცესა გავხდე!

  –სწავლა თუ გიყვარს? თუ პრინცესები არ სწავლობენ?

  მარიამი:არც ისე! მათ კოხტაობა და ლამაზი კაბების ტარება უყვართ. მე კი ისინი არ მაქვს.

 –ლამაზ კაბებზე ოცნებობ?

  მარიამი:დიახ და თოჯინიან ეტლზე და სათამაშო კვერცხზე.

  –ეგ რაღაა? პირველად მესმის.

  მაია (6 წლის):რა სასაცილო ხართ! სათამაშო კვერცხი რა არის, არ იცით? ეს არის შოკოლადის კვერცხი, რომელიც შეგიძლია, რომ ჭამო, შიგნით კი სათამაშო დევს. ჩვენ ერთხელ ვჭამეთ და კიდევ გვინდა. მაგრამ ყველასთვის ერთი კი არა, ბევრი!

  –ამას გარდა, კიდევ რა გიყვარს?

მაია:ხორცი და ტორტი… და საწოლიც რომ რბილი იყოს! სულ ეს არის!

ალიკა (4 წლის):მე კი გიოსთან ერთად დამალობანას ვთამაშობ ხოლმე!

ნელი, შესანიშნავი შვილები გყავთ! ნამდვილი განძი! რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

  ნელი:ვოცნებობ, ოდესმე ჩემს შვილებს საკუთარი სახლი ჰქონდეთ, თუნდაც პატარა, მაგრამ თბილი და მყუდრო… რომ მათ ახალი ტანსაცმელი ჰქონდეთ და ერთმანეთის ნივთები არ ეცვათ… ვოცნებობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სათამაშოების ყიდვა შევძლოთ და იმაზე აღარ ვიდარდოთ, რომ ხვალ საჭმელი არაფერი იქნება.

ამ წუთას, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

  ნელი:პირველ, მეორე და ალბათ, მესამე რიგშიც – საკვები და ბავშვთა კვება გვჭირდება. ბავშვები მუდმივად ცუდად იკვებებიან. მე მაცივარზე და გაზქურაზე ვოცნებობ. ის, რასაც ახლა ვიყენებთ, მეზობელმა გადააგდო, მე კი ვთხოვე და სახლში შემოვიტანე. ბავშვები ნორმალურ ტელევიზორზე ოცნებობენ. ეს ძალიან ცუდად აჩვენებს.

ნახეთ, ჩვენი საცხოვრებელი რა მდგომარეობაშია! ქარი რომ არ უბერავდეს, ფანჯრებზე გადასაფარებლები ავაკარით. ჭერიდან მუდამ რაღაც იყრება… ჩვენ ვერ ვუმკლავდებით, ჩვენი შვილებისთვის ელემენტარული პირობების შექმნა არ შეგვიძლია, ამიტომ იძულებულები გავხდით, თქვენ შეგვეწუხებინეთ. თქვენ ღვთისმოსაწონსაქმეს აკეთებთ. უფალი დაგლოცავთ თქვენც და თქვენი ფონდის ყველა მეგობარსაც!

***

  ეს შესანიშნავი ადამიანები სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. ნელი ექვს ანგელოზს – მომავალ სუპერმენებს და პრინცესებს ზრდის. ბავშვები სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი. მათ არც ბავშვობა აქვთ და არც ნორმალურად განვითარების შესაძლებლობები. მათთვის ბედნიერებისა და ღიმილის დაბრუნება ჩვენ ძალგვიძს, მეგობრებო!

  ნელი ჭაბუკიანის ოჯახს ძალიან სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვებით, საფენებით, საწოლებით, მაცივრით, გაზქურით და ტელევიზორით. ბავშვებისთვის ნორმალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უბრალოდ აუცილებელია.

ამ ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მისამართი: რუსთავი, კონსტიტუციის ქ. №76

ან დაურეკეთ მათ, მიულოცეთ დღესასწაულები და კეთილი სიტყვებით გაამხნევეთ ისინი! ტელეფონის ნომერი: 592 09 66 99(ნელი)

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომთქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნელი ჭაბუკიანი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

თვალები დახუჭე და არ გამოიჭყიტო! 

„ხელი მომეცი და თვალები დახუჭე!.. ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ!.. ალბათ ამდენი რამ ცხოვრებაში არასდროს გინახავს! არ გამოიჭყიტო, წამოდი!“ – სამზარეულოსკენ მექაჩება მარიამი. მათ სახლში საოცარი ნივთი – მაცივარი გაჩნდა და ის ცარიელი არაა! 

„ნახე, რამდენი რამეა! უგემრიელესი ტკბილი რძე გვაქვს! ისეთი ტკბილი და გემრიელია!.. ალბათ ძროხამ შაქარი შეჭამა და ამიტომ არის ასეთი.“

როგორც კი მარიამმა მაცივრის კარი გამოაღო, ამ სასწაულის სანახავად მისმა და-ძმებმა სახლის ყველა კუთხიდან მოირბინეს. 

რთული დასაჯერებელია, რომ რამდენიმე თვის წინ ბავშვებს სახლში პურის ნამცეციც კი არ ჰქონდათ; წარმოუდგენელია, რომ სურსათს მხოლოდ მაღაზიაში ხედავდნენ!

ძვირფასო მეგობრებო, მადლობას გიხდით ამ პატარა სასწაულისთვის! გმადლობთ, რომ უფლის გზას ერთგულად ადგახართ და გულს უხსნით თანამემამულეებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ! დიდი მადლობა თქვენ! 

– ნელი, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ? 

ნელი: ყველანაირად ძალიან შეიცვალა! ბევრი მეგობარი შევიძინეთ! დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში ხართ! ტელეფონი მუდმივად რეკავს; ხალხს აინტერესებს, ჩვენი დახმარება რით შეუძლიათ. ამდენი სითბო და მზრუნველობა ნამდვილი სასწაულია; რომ აღარაფერი ვთქვა თქვენს დახმარებაზე… უკვე აღარც კი მჯეროდა, რომ ოდესმე იმას ვნახავდი, ჩემი შვილები ჭამით გულს რომ იჯერებდნენ და კმაყოფილები დაიძინებდნენ. მაცივრის გარშემო ისე დადიან, თითქოს ნაძვის ხე იყოს. ოცნება აუხდათ – საკუთარი მაცივარი აქვთ, რომელიც პირთამდე სავსეა გემრიელობებით. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მკითხველებს! ღმერთმა დაგლოცოთ! 

– ნელი, ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?

ნელი: ქედს ვიხდი მათ წინაშე, ვინც ჩვენი გასაჭირის შესახებ წაიკითხა და უყურადღებოდ არ დაგვტოვა. ღმერთმა დაგლოცოთ! პირველ დღეებში ჩემი ტელეფონი პირდაპირ რეკვით სკდებოდა. თქვენი მკითხველები დღემდე გვირეკავენ და ყველანაირად გვეხმარებიან. ზოგმა ჩვენთან სტუმრობის სურვილიც გამოთქვა, მაგრამ პანდემიის პირობებში ცოტა რთული იყო, ამიტომ დაგვპირდნენ, როგორც კი ვითარება დალაგდება, აუცილებლად გინახულებთო. ერთმა საოცარმა ქალბატონმა დამირეკა – ნინო ჰქვია. მისმა თბილმა სიტყვებმა იმდენად გამამხნევა, რომ მასთან საუბრის შემდეგ ურყევი რწმენა გამიჩნდა – ჩვენ ყველა სირთულეს გადავლახავთ! ფონდიც და თქვენი მკითხველებიც ჩემი ახლობლები გახდნენ და თქვენზე ლოცვით არასდროს დავიღლები. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას, ყველას და ყველას! 

– თქვენს გასაჭირს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა და ჩვენს პოსტზე რაიმე რეაგირება თუ მოახდინეს?

ნელი: სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში, ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებასაც კი არ გვაქცევდა; მაგრამ თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენთან მერიის წარმომადგენლები მოვიდნენ და სამედიცინო დაზღვევა და უფასო მედიკამენტების ვაუჩერი მოგვიტანეს. დიდი მადლობა მათ!

– რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის? 

ნელი: ჩვენ მხოლოდ ამდახმარების წყალობით გადავრჩით. მას შემდეგ, რაც მაცივარი გვაჩუქეთ და სურსათით გაგვივსეთ, თქვენი მკითხველები იმაზე ზრუნავენ, რომ ის აღარ დაცარიელდეს. ჩემი შვილებისთვის საკვები ოცნება აღარ არის; ახლა ყველა თავისაზე ოცნებობს, თავის ბავშვურ, სამომავლო გეგმებს ადგენენ  და ეს ყველაფერი თქვენი წყალობით ხდება. ასევე, ძალიან უყვართ, როცა ჩვენს ახალ გაზქურაზე რამეს ვამზადებ, გარს მეხვევიან და რჩევებსაც კი მაძლევენ, რა როგორ გავაკეთო. (იღიმის.) დახმარების ხელი ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთულ დროს გამოგვიწოდეთ! ღმერთმა დაგლოცოთ და სიხარული გიმრავლოთ! 

– ბავშვებო, ყველაზე მეტად რა საჩუქრები მოგეწონათ?

გიორგი (8 წლის): შეიძლება, მე გიპასუხოთ? მე ხომ ყველაზე დიდი ვარ?

– რა თქმა უნდა, შეიძლება!

გიორგი: ძალიან მომეწონა მაცივარი და ის, რომ მასში ბევრი გემრიელობაა.

მარიამი (7 წლის): შეიძლება ახლა მეც ვთქვა?

– რა თქმა უნდა! გისმენ!

მარიამი: მებევრი გემრიელი ხორცი და სხვადასხვა ტკბილეული მომეწონა. 

– განსაკუთრებით რომელი?

მარიამი: შოკოლადის კარაქი! 

– რამდენადაც ვიცი, გინდა პრინცესა გამოხვიდე, არა?

მარიამი: მინდოდა; მაგრამ ახლა გადავწყვიტე მზარეული გავხდე.

– რატომ?

მარიამი: იმიტომ, რომ ბევრი გემრიელობა გავაკეთო და ყველას გავუმასპინძლდე.

– კიდევ რაზე ოცნებობ?

მარიამი: ბარბის თოჯინა და მისთვის ეტლი მინდა.

– ვფიქრობ ოცნება აუცილებლად აგისრულდება! ნელი, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება?

ნელი: იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენთვის გააკეთეთ, ამაზე საუბარიც კი მერიდება. ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა საწოლებია. ბავშვები დღითი დღე იზრდებიან და თავის საწოლებში უკვე ვეღარ ეტევიან. როგორც იცით, ორ-ორს ერთ საწოლში სძინავს.. და სათამაშოები! პატარები საკუთარ სათამაშოებზე ოცნებობენ. ოჰ, რა სულ პრობლემებზე ვსაუბრობ?.. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მკითხველებს. თქვენ წინაშე ქედს ვიხრი! უფალმა წყალობა არ მოგაკლოთ! რასაც თქვენ აკეთებთ, ნამდვილად ფასდაუდებელია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეული ჩვენგანისგან!

***

ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც ჭაბუკიანებისოჯახს დაეხმარა! იმედი მაქვს, რომ ამ მშვენიერ ოჯახს კიდევ არაერთხელ დავუჭერთ მხარს, რადგან მათ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ. მათი მძიმე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩვენ შეგვიძლია. ოჯახს სჭირდება საწოლები და სათამაშოები პატარებისთვის; მათ ნებისმიერი დახმარება გაახარებთ!

ჩვენ ერთად ბევრი ღვთისთვის სათნო საქმის კეთებას ვახერხებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ ყველას: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს; სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. ეს არის: პირველი – იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე – იმის დაცვა, ვინც დაუცველია და ყველაზე მთავარი – იმედის მიცემა მისთვის, ვისაც ის დაკარგული აქვს! 

ხოლო თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ. 

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ჭაბუკიანების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/684-chabukiani/.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 მარ 01
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1244.00₾
2021 მარ 15
პროდუქტები
320.00₾
2021 აპრ 20
პროდუქტები
105.00₾
2021 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
465.00₾
2021 მაი 06
პროდუქტები
187.22₾

სულ ხარჯები:

2321.22₾

დარჩა:

0.25₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.04.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.04.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.04.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.03.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.03.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.03.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.03.2021 14:56:42
₾33.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.03.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.03.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2021 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾2,321.47

143 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,321.47

143 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება