ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ნათესავები გააფრთხილეს, რომ ჭკუიდან გადავდივარ და მალე დავბრმავდები

calendar ივლისი 20, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„თვალებს ვახელ და ვერ ვხვდები, მღვიძავს თუ ჯერ კიდევ სიზმარში ვარ… თუ ირგვლივ ბნელა, მტკივა და მეშინია – მაშინ მღვიძავს; თუ მზიანი დღეა და თბილისში დავსეირნობ – მაშინ მძინავს და სიზმარში ვარ.“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„თვალებს ვახელ და ვერ ვხვდები, მღვიძავს თუ ჯერ კიდევ სიზმარში ვარ… თუ ირგვლივ ბნელა, მტკივა და მეშინია – მაშინ მღვიძავს; თუ მზიანი დღეა და თბილისში დავსეირნობ – მაშინ მძინავს და სიზმარში ვარ.“

მაკა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ სიკვდილი და ხელახლა დაბადება უკვე ბევრჯერ მოასწრო.

„დაავადებების მთელი თაიგული მაქვს“, – ამბობს მაკა. – „შაქრიანი დიაბეტი, გონების ხშირი კარგვა, არაერთი მრავალდღიანი კომა, ინსულტი, თირკმელების და კიდევ ბევრი სხვა დაავადება… მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი ბოლომდე განკურნება შეუძლებელია; ჩემი მშობლები და ძმა კი უკანასკნელი ძალებით ცდილობენ კლანჭებიდან გამომგლიჯონ სიკვდილს, რომელიც უკვე წლებია თავზე მადგას და ელოდება, მარტო როდის დავრჩები ან ჩემი ხელში ჭერით როდის დაიღლებიან.“

ასეთი გულახდილობისგან ძარღვებში სისხლი გეყინება და ტირილისაგან თავის შეკავება გიჭირს. „ეს როგორ?“ – გაიოცებთ თქვენ. – „ნუთუ უმიზეზოდ ასეთი რამ მართლა შესაძლებელია?“ მერწმუნეთ, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ყველაფრის მართვა ნამდვილად არ შეგვიძლია, მაგრამ სამაგიეროდ, შეგვიძლია გვერდში დავუდგეთ ადამიანს, რომელიც გასაჭირში აღმოჩნდა. ძვირფასო მკითხველებო, ჩერნოვეცკის ფონდმა ეს ერთხელ უკვე გააკეთა (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/231-tugushi/) და იმედი გვაქვს, რომ მაკას ამბავი ახალი ქმედებებისკენ გიბიძგებთ.

– მაკა, თუ შეიძლება, თქვენი დაავადებების პრეისტორია მოგვიყევით. ეს ყველაფერი როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა?

მაკა: სკოლის დასამთავრებლად ვემზადებოდი; ლამაზი, ჯანმრთელი და უდარდელი ვიყავი, როგორც ნებისმიერი 16 წლის მოზარდი. ჩვენს რეგიონში უამრავი ციტრუსია; მე კი მანდარინი ძალიან მიყვარდა. ერთხელ შევჭამე და სარკეში თავი ვეღარ ვიცანი: სახეზე ყვითელი ფერი დამკრავდა. ჩემს კლასელებს ეგონათ, რომ ყვითელა მქონდა; თუმცა ანალიზებმა ბოტკინის დაავადება არ დაადასტურა. წონაში მკვეთრი კლება დავიწყე. გვირჩიეს, შაქარზე შეემოწმეთო. აქ მე და ჩემს ოჯახს პირველი შოკი გველოდა – 250! ოზურგეთის საავადმყოფოში ეგონათ, რომ ქრონიკული დიაბეტი მქონდა და შაქრის კონტროლის მიზნით ვესინჯებოდი.

მშობლებს ძალიან ეშინოდათ და ჩემი ინსულინზე გადაყვანა არაფრით არ უნდოდათ. „ვაკის ლეჩკომბინატის“ ექიმმა, ლია ქოიავამ (ამ სამედიცინო დაწესებულებაში ჩვენი ნათესავი მუშაობდა) აბები დამინიშნა. ერთი თვე საცდელად ვსვი, მაგრამ არ მომიხდა; მწვავე ალერგიული რეაქცია მქონდა. მერე მეზობელ სოფელში ბალახების მცოდნე ექიმბაშთანაც დავდიოდით… ადამიანის ბუნება ასეთია – იმის აღიარება და დაჯერება არ გინდა, რომ სერიოზული პრობლემა გაქვს. შაქრის დონემ კი პირიქით, აიწია – 270. საბოლოოდ, შემოვლითი გზებით, მაინც ტრადიციული მკურნალობის მეთოდს – ინსულინს დავუბრუნდით. ახლა უკვე ვხვდები, რომ დროის დაკარგვა არ შეიძლება და რაც უფრო ადრე დათანხმდები ინსულინს, მით უკეთესი. ჩემი მკურნალობა ცნობილმა ენდოკრინოლოგმა, დავით მეტრეველმა ითავა.

– ალბათ ძალიან საწყენია, როცა მეგობრები და დაქალები ბანკეტისთვის ემზადებიან, შენ კი ექიმებთან დარბიხარ…

მაკა: ნამცხვრები, ტორტები და შამპანური ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხული იყო. რა ბანკეტი, როცა დიეტაზე ხარ? საათობრივად ვჭამდი. ცხოვრების ახალ წესებს ჩემი ოჯახიც ჩემთან ერთად სწავლობდა. ვახერხებდი შაქარი ნორმის ფარგლებში შემენარჩუნებინა, ექიმებიც მაქებდნენ. ჩემთვის მიუწვდომელ მხიარულებაზე და რომანტიკაზე რომ არ მედარდა, ყურადღება სწავლაზე გადავიტანე; უცხო ენებზე მინდოდა ჩაბარება. გერმანულ ენაში ნათესავი მამეცადინებდა.

იმ წელს ვერ მოვხვდი, მაგრამ შემდეგ წელს გამოცდები წარმატებით ჩავაბარე სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. თბილისში ვცხოვრობდი; პარალელურად კარგ, ინტელიგენტურ ოჯახში აღმზრდელად ვმუშაობდი. ჩემს აღსაზრდელთან, – 8 წლის ბიჭთან, – დილაობით დავდიოდი, დღისით კი ლექციებზე გავრბოდი. მაშინაც კი, როცა ლექციების დრომ გადაიწია და გრაფიკი შემეცვალა, დეკანი ყველანაირ დათმობაზე წავიდა, რომ სამსახური არ დამეკარგა.

– კიდევ სად გიმუშავიათ?

მაკა: დედაქალაქში რომ მეცხოვრა, სხვადასხვა საქმეს ვეჭიდებოდი. მაგალითად, ყვავილების მაღაზიაში გამყიდველად ვმუშაობდი. ეს საუცხოო საქმეა! ყვავილების ხილვა და მათი არომატი კარგ განწყობაზე გაყენებს, გინდა გაიღიმო, სული მღერის… მერე თავი უძრავი ქონების აგენტის თანაშემწის როლზეც გამოვცადე, თუმცა მცირე შემოსავალი მქონდა – პროცენტი ყიდვა-გაყიდვიდან.

გარკვეული პერიოდი ლოტო-კლუბ „ბინგო“-ში ვმუშაობდი, სადგურის მოედანზე; ამოსულ რიცხვებს ვაცხადებდი. დღიური შემოსავალი 10-13 ლარი მქონდა.

– მაკა, სასიყვარულო საქმეები როგორ მიდის? ვინმე გყვარებიათ? ის განსაკუთრებული შეხვედრა თუ გქონიათ ცხოვრებაში?

მაკა: უნდა გამოგიტყდეთ – ავადმყოფობის გამო ახალგაზრდობიდანვე კომპლექსები დამეწყო; თავდაჯერება მაკლდა, ბიჭებს გავურბოდი. ასე ვმსჯელობდი: ვინ დათანხმდება ავადმყოფ ცოლს, პრობლემებს ვინ შეიქმნის მეთქი? მაგრამ ერთი ამბავი ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა.

ჩემი დაქალის მეუღლე ციხეში აღმოჩნდა, ქმარს იქ აკითხავდა ხოლმე. ერთხელ ციხის მეგობარმა რჩეულის მოძებნა სთხოვა. ვხვდები, რომ გიკვირთ; მაგრამ ნასამართლეობის გამო მის მიმართ წინასწარშექმნილი აზრი არ მქონია. რთულია მარტოობა! სულიერი სითბო მინდოდა, ის კი ყურადღებას მაქცევდა, ალერსიანი და თანამგრძნობი იყო. ჩემი დაუსწრებელი თაყვანისმცემლის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ქვრივი იყო, მეუღლე ავარიის შედეგად დაეღუპა და 5 წლის ბიჭი ჰყავდა. ჩემ შესახებაც დაუფარავად ვუყვებოდი: დიაბეტის, ფსორიაზის შესახებ… ის 40 წლის იყო, მე – 28-ის. ჩვენი სატელეფონო რომანი 1 წელი გაგრძელდა. გათავისუფლებიდან ერთი კვირის შემდეგ მეგობრებთან ერთად გურიაში ჩამოვიდა, რომ მშობლებისთვის ჩემი ხელი ეთხოვა.

2008 წლის მარტში დავქორწინდით და კახეთში, თელავის მახლობლად, მის მამისეულ სახლში დავსახლდით. სამწუხაროდ, რეალურმა ცხოვრებამ მხოლოდ იმედგაცრუება მომიტანა. აღმოჩნდა, რომ ქმარი ძალიან ბევრს სვამდა. ასეა, ზოგჯერ სამ თვეში უფრო მეტს იგებ, ვიდრე ერთ წელიწადში. ჩემზე ხელის აწევაც დაიწყო. მივხვდი, რომ ასეთ ცხოვრებას ვერ გავუძლებდი. ჩემს წასვლაში მნიშვნელოვანი როლი გამოაშკარავებულმა სიმართლემაც ითამაშა: ნასვამ მდგომარეობაში პირველი ცოლი მანქანით გაუტანია…

– მაკა, ყველაზე მეტად რას ნანობთ? ავადმყოფობის გამო ასრულება რომელ ოცნებებს არ უწერია?

მაკა: ყველაზე ძვირფასი, რაც ამ დაავადებამ წამართვა, მხედველობა და დამოუკიდებლობაა. თავის დროზე გერმანიაში სპეციალური პროგრამით წასვლა, ოჯახში ცხოვრება, ძიძად მუშაობა და სწავლა ძალიან მინდოდა. ისე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, პროგრამაში ჩასაწერად ოფისშიც კი მივედი. ჩემი მონაცემებით აღფრთოვანებულები დარჩნენ: გერმანული ვიცი, ოჯახში აღმზრდელად ვმუშაობდი… მაგრამ როგორც კი ჩემი დაავადების შესახებ შეიტყვეს, დადარდიანდნენ და საუბარიც დასასრულისკენ წავიდა. გერმანიაში ლეგალურად დარჩენას ვერ მთავაზობდნენ, ჩემი დიაბეტით კი სხვა ვარიანტი მე არ მაწყობდა.

ძალიან მწყინს, როცა ვიხსენებ, როგორი ენერგიული და საქმიანი ვიყავი. თბილისში ფეხით ბევრს დავდიოდი; შემეძლო ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე საკუთარი თავისთვის მარათონი მომეწყო; ჯვრამდე ფეხით ავდიოდი. საქართველოში მოგზაურობაც ძალიან მიყვარდა; ზოგჯერ ქორწილებში ვთამადობდი კიდეც – ზესტაფონში, ჩოხატაურში, რაჭაში… ახლა ძალიან ვნანობ, რომ ჭიქის ასაწევად შემეძლო დიეტა დამერღვია. ფშავ-ხევსურეთს ვეღარასოდეს ვნახავ; ეს მხარე ჩემთვის მხოლოდ ოცნებად დარჩება.

მუშაობაზე და ოჯახზეც ძალიან ვოცნებობდი, მაგდამ ახლა არც ამ ოცნებას უწერია ახდენა. მთელ დღეებს სავარძელში ვატარებ.

– ნანახიდან რა გახსენდებათ?

მაკა: მეტეხი, ნარიყალა, თბილისის ბოტანიკური ბაღი, ვაკის პარკი…თბილისის მიმართ ძალიან ძლიერი ნოსტალგია მაქვს. თვალწინ ყველაზე ხშირად ახალგაზრდობის სურათები მიდგას. დედაქალაქში პიროვნებად ჩამოვყალიბდი, ახალ რაღაცებს ვსწავლობდი, მეგობრებს ვიძენდი… ზოგჯერ ძველ ცხოვრებას სიზმრებში ვუბრუნდები. ზოგჯერ სიზმარში თვალხილული ვარ და ამის გამო გამოღვიძება კიდევ უფრო მიჭირს.

– ვიცი, რომ ძალიან გიჭირთ იმ დღის გახსენება, რომელიც თქვენს წარსულ და დღევანდელ ცხოვრებას შორის გამყოფი ხაზი გახდა…

მაკა: დიახ, მართალია… 2012 წლის იანვარი, ნათლისღების წინადღე იყო. სახლში დავბრუნდი, შხაპი მივიღე და აბაზანიდან რომ გამოვედი, გულმა ცუდი მიგრძნო; მარცხენა ფეხი ამიკანკალდა და დავეცი; გონს საწოლზე მოვეგე. თურმე საათ-ნახევარი უგონოდ ვიყავი. სახლში შუქი ენთო, გაზქურაც ჩართული იყო… ღმერთმა არ გამწირა – ხანძარს გადავურჩი! დილით დაქალმა სასწრაფო გამოიძახა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც მითხრეს, რომ დიაბეტურ კომაში ვიყავი. ამის შემდეგ, ზუსტად ერთ წელიწადში, მხედველობა დავკარგე. გამოცდილ ექიმთან, გიორგი ჩიჩუასთან ოპერაციამ შედეგები არ გამოიღო. საშინელება იყო! მხოლოდ ჩრდილებს ვანსხვავებდი; მაგრამ 2017 წელს, ინსულტის შემდეგ, სრულმა წყვდიადმა მომიცვა. დღეს და ღამეს უკვე ვეღარ ვარჩევ.

კომაში კიდევ სამჯერ ჩავვარდი. ექიმები გადარჩენის მხოლოდ 1%-იან შანსს მაძლევდნენ, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი აღმოვჩნდი. კომა ზოგჯერ 10 დღეც გაგრძელებულა და 1 თვეც… ჩემს ოჯახს აფრთხილებდნენ, რომ ეს ამბავი უშედეგოდ არ ჩაივლიდა. ამბობდნენ: „ის ან ჭკუიდან გადავა, ან მხედველობას დაკარგავს.“ ჩემს მშობლებს მხოლოდ უფლის, სასწაულის იმედიღა ჰქონდათ, რადგან ექიმები მათ ვეღარაფრით აიმედებდნენ.

– უფლის თუ გწამთ?

მაკა: მოძღვარი არ მყავს, მაგრამ უფლის მწამს და ვიცი, რომ ხედავს, როგორ ვიტანჯები… და ისე ქნა, რომ მარტო არ ვარ; ჩემ გვერდით არიან ახლობლები, რომლებიც ჩემზე ზრუნავენ. ძალიან ვეცადე, ჩემს ხვედრს შევგუებოდი, მით უმეტეს, რომ სხვა გზა არ მაქვს. შევეგუე და მივიღე კიდეც.

ჯანმრთელი ადამიანისთვის წვრილმანებზე წუწუნი ცოდვაა. ზოგჯერ საკმაოდ ჯანმრთელი ხალხი ამით სცოდავს. მერწმუნეთ, ყველაფერი პირობითია. გიხაროდეთ, რომ ძალა, ენერგია და შესაძლებლობა გაქვთ რაღაც აკეთოთ! გაუფრთხილდით ჯანმრთელობას! ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა!

– ოდესმე დანაშაულის გრძნობა ხომ არ გქონიათ იმის გამო, რომ თქვენი ნათესავების ცხოვრება თქვენს დაავადებას ემორჩილება?

მაკა: დიახ! და ძალიან ძლიერი! ყველა შეცდომისა და ჩემი დაავადების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამო სულ თავს ვკიცხავ. ჩემმა მშობლებმა ჩათვალეს, რომ ზრდასრული, დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, რომელსაც შეეძლო საკუთარ თავზე ეზრუნა და დედაქალაქში ამიტომაც გამიშვეს. თბილისში თავს კარგად ვგრძნობდი; გავბედე და ისე დავიწყე ცხოვრება, თითქოს ჯანმრთელი ადამიანი ვიყავი.

გაზვიადების გარეშე ვამბობ, ჩემი ოჯახის ცხოვრება ჩემი ჯანმრთელობის სამსახურშია. მიუხედავად იმისა, რომ დედ-მამა პენსიაზეა, მუშაობა მაინც შეეძლოთ; მაგრამ კვირაში სამჯერ მე დამყვებიან დიალიზზე. მამაჩემი 58 წლის იყო, როცა დიდი ხნის შესვენების შემდეგ ისევ საჭეს მიუჯდა (მანქანას ახალგაზრდობაში მართავდა). საჭიროებამ აიძულა! დედაჩემი მგზავრობისას თან მახლავს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ცუდად გავხდე; ნემსების გაკეთებაა საჭირო. დიალიზის პროცედურა ოთხ საათს გრძელდება, რის შემდეგაც თავს განადგურებულად ვგრძნობ, ვერც ვმოძრაობ. სხვა დაავადებების სამკურნალოდ კი არც დროა, არც ენერგია და არც ფული.

მაგრამ ყველაზე მეტად ირაკლიზე, ჩემს ძმაზე ვდარდობ. შეიძლება გსმენიათ კიდეც – ირაკლი ტუღუში ძალოსნობაში მსოფლიო რეკორდსმენია. მისი შედეგი გინესის რეკორდების წიგნშიც შეიტანეს. პროფესიონალი სპორტსმენია, დიდი პოტენციალით. ტაიკვანდოს მწვრთნელია და  სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობს: 5-დან 12 წლამდე, 12-დან 18 წლამდე და 18 წლიდან ზემოთ. ირაკლი 70 ფედერაციის, ასოციაციის და სხვა სპორტული ორგანიზაციის წევრია. იყო შეჯიბრებებზე უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანში, თურქეთში… არაერთხელ მიიწვიეს სამუშაოდ თურქეთში და ამერიკაში, ხელსაყრელ ხელშეკრულებებსაც სთავაზობდნენ, მაგრამ სულ უარს ეუბნება, რადგან ჩემი დატოვების ეშინია; ეშინია, რომ საგანგებო ვითარების შემთხვევაში მშობლები თავს ვერ გაართმევენ.

პრინციპში, ირაკლი რომ არა, შეიძლება ცოცხალიც აღარ ვყოფილიყავი. ჩერნოვეცკის ფონდს რამდენიმე წლის წინ სწორედ მან მიმართა და ჩემი გადარჩენის შესაძლებლობა იპოვა. ფონდმა წამლები და ტექსტები – გლუკომეტრის ზოლები მიყიდა. თქვენი სიკეთე არასოდეს დამავიწყდება! მადლობა ღმერთს, არსებობს ადგილი, რომელსაც გაჭირვებულმა და სასოწარკვეთილმა ხალხმა შეიძლება მიმართოს; მათი დახმარების თხოვნა უპასუხოდ არ რჩება. ღმერთმა დაგლოცოთ! ეს ქვეყანა კეთილი ხალხის გარეშე დიდხანს ვერ იარსებებდა.

ირაკლის დაბრუნებას მთელი დღე ველოდები. ის ჩემი თვალებია, ჩემი კავშირი გარე სამყაროსთან. უსინათლო ადამიანს სხვა რა ნუგეში აქვს? ირაკლი მელაპარაკება, მიყვება, დღემ როგორ ჩაიარა. აი, ასეთი ადამიანი მყავს მიჯაჭვული. (მძიმედ ოხრავს.)

– პანდემიის გამო სპორტსმენები უმუშევრად დარჩნენ… გამოდის თქვენი ოჯახი სამ პენსიაზე ცხოვრობს.

მაკა: მართალია.ირაკლის სამსახურში ხანგრძლივი შესვენება აქვს. მშობლების პენსია ძლივს გვყოფნის. იქიდან გამომდინარე, რომ სოფელში საკუთარი სახლი გვაქვს, სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირების სტატუსს არ გვანიჭებს. სხვა დახმარებას ვერც ეღირსებით, როგორც გინდათ, ისე იცხოვრეთო და ასე…

– სხვა რა გჭირდებათ, რასაც ვერ ყიდულობთ? ჩვენს მკითხველებს თქვენი დახმარება ძალიან უნდათ.

მაკა: ნებისმიერი დახმარება გამახარებს. წამლები, ტესტები – გლუკომეტრის ზოლები… ტელეფონზე ან კომპიუტერზე ვოცნებობ, ხმოვანი პროგრამით. გასართობად არა! ეს ჩემი ფანჯარა იქნებოდა ამ სამყაროში…

***

მაკას ამბავი გონებიდან არ ამომდის. ერთ ადამიანს წილად ამდენი განსაცდელი ხვდა და ჯერ კიდევ არ დასრულებულა – ყოველდღიურად და ყოველ საათს გრძელდება! ტანჯვა, სირთულეები, ფიზიკური ტკივილი – ეს მაკას ყოველდღიური ცხოვრებაა, რომელსაც მორჩილად ითმენს. ჩვენი საუბარი დიალიზის პროცედურის დროს შედგა. მაკამ თქვა, გადადებას აზრი არ აქვსო. ეს მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა. დაუფიქრდით ამ სიტყვებს და აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ამ საოცრად გამძლე ქალბატონს ნუგეში სცეთ. მეგობრებო, გახსოვდეთ, როცა პანდორას ყუთიდან ყველა უბედურება და გასაჭირია ამოშვებული, მის ფსკერზე იმედი რჩება. მაკას ჩვენ უნდა დავაიმედოთ, რომ ის თავის ძაძებით შემოსილ სამყაროში მარტო არ არის. მას ამას ჩვენი ზარები, დახმარება და მხარდაჭერა აგრძნობინებს.

მაკას მონახულება პირადად შეგიძლიათ. მისი მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. კონჭკათი. (იკითხეთ ტუღუშების ოჯახი. მათ სახლს ყველა მიგასწავლით.)

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ტუღუშების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ტუღუშების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 სექ 16
მედიკამენტები
394.97₾
2021 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
90.00₾

სულ ხარჯები:

484.97₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2021 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.09.2021 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.08.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.07.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.07.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾484.00

40 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾484.00

40 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება