ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სასჯელის უმაღლესი ზომა – ტანჯვა ცხოვრების ბოლომდე!

calendar მაისი 20, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

შენობა, რომელიც უნდა დაინგრეს… მალე, ის საერთოდ აღარ იარსებებს. შესაძლოა, მისმა ბინადრებმაც აღარ იარსებონ. მათ არსაით აქვთ გასაქცევი, არავინ ელის. კაციშვილი არ უდგას მხარში. რამე რომც დაემართოთ, ძალიან გვიან თუ შეიტყობს ვინმე. ალბათ მაშინ, როდესაც სოციალური დახმარების ჩარიცხვის დღეს, ნათია აღარ მივა მაღაზიაში ვალის გადასახდელად.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

სასჯელის უმაღლესი ზომა – ტანჯვა ცხოვრების ბოლომდე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        შენობა, რომელიც უნდა დაინგრეს… მალე, ის საერთოდ აღარ იარსებებს. შესაძლოა, მისმა ბინადრებმაც აღარ იარსებონ. მათ არსაით აქვთ გასაქცევი, არავინ ელის. კაციშვილი არ უდგას მხარში. რამე რომც დაემართოთ, ძალიან გვიან თუ შეიტყობს ვინმე. ალბათ მაშინ, როდესაც სოციალური დახმარების ჩარიცხვის დღეს, ნათია აღარ მივა მაღაზიაში ვალის გადასახდელად.

ის მარტოხელა დედაა. ეს საქართველოში, სასჯელის  უმაღლესი ზომის – ცხოვრების ბოლომდე ტანჯვის შესატყვისია!

 „მახსოვს, როდესაც შვიდი წლის ვიყავი, სკოლის მერე, სანთლებსა და ხატებს ვყიდულობდი ხოლმე, და სამმაგ ფასად ვყიდდი! მამისთვის წამლების, დედისთვის და ძმისთვის კი, ლუკმა პურის ფულს ვშოულობდი. თვითონ კი, ქუჩაში ვჭამდი. სკოლისგან, რაც შეიძლებოდა შორს მივდიოდი, თანაკლასელებს რომ არ შევხვედროდი. ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა! – ამბობს ნათია, და ღიმილით ამატებს: – ეს ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ, მშობლები მაინც მყავდა ცოცხალი, მეგონა: აი, მამა დადგება ფეხზე, აი, დედა აღარ იტირებს და უკეთესი ცხოვრებაც გვექნება… მაგრამ, მამა ფეხზე ვეღარ დადგა… დიდხანს წვალობდა, მერე კი გარდაიცვალა, ღვიძლის დაავადებით. დედაც „უკან მიჰყვა“, ერთ წელიწადში. გულმა ვერ გაუძლო. ყოველდღე ტიროდა, მის სურათს იკრავდა გულში და ეხვეწებოდა, თან წამიყვანეო! ჩვენ აღარც ვახსოვდით. ამიტომ ჩემთვის, პირველ ადგილზე ჩემი შვილები არიან“.

 „შემიძლია, რამდენიმე დღე საჭმლის გარეშე გავძლო, მაგრამ ჩემს შვილებს, არასდროს დავტოვებ მშიერს“

 – კარგი არაფერი გახსენდებათ?

 ნათია: არც კი ვიცი… ალბათ, არა. შვილები რომ გამიჩნდა, მაშინაც ვნერვიულობდი. ბავშვების მამამ ოქროს კოშკები ამიგო, მაგრამ, როდესაც მეორე შვილს ველოდებოდი, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ოჯახი ჰყავდა. მე კი მეგონა, რომ ამხელა კაცი, ჩემზე 20 წლით უფროსი, ჩემთვის მამაც, უფროსი ძმაც და მეუღლეც იქნებოდა, ცივ ნიავს არ მომაკარებდა. 23 წლის ვიყავი მაშინ! გამოუცდელი, ცხოვრებით დატანჯული და ნაწვალები. ვფიქრობდი, რომ ვიპოვე ჩემი ბედი, საყვარელი ადამიანი, მეგონა, შემიმსუბუქდებოდა ცხოვრება. მაგრამ, ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ შეიცვალა. დავრჩი მშობლების, სახლისა და განათლების გარეშე, თანაც – პატარა შვილებით…

 „ჩემთვის, სასახლეა ეს ნანგრევები!“

 – აქ როგორ აღმოჩნდით?

 ნათია: არ დაიჯერებთ. ერთმა ყველაზე სათნო ქართველმა ქალმა, ქუჩაში დამინახა. ორსულად ვიყავი, მშიერი, პატარა ბავშვით. ვტიროდი, არც ფული მქონდა, არც გადარჩენის რაიმე იმედი. მითხრა, რომ ბორჯომში ცხოვრობდა, რაღაც ნაგებობაში, ყოფილი ვეტლაბორატორიის შენობაში. მეც დავთანხმდი. უბრალოდ, წასასვლელი, მართლა არსაით მქონდა, ვერავის მივმართავდი. სრულიად უცხო ადამიანი, შეიძლება გახდეს დედაზე, დაზე უფრო ახლობელი, რომლებიც არ მყავს.

– ერთად ცხოვრობთ?

ნათია: არა, ის ცოტა ხნის წინ, საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ მე კი, აქ ცხოვრების უფლება მომცა. ის ჩემი ანგელოზია. მარეხი ჰქვია ჩემს ანგელოზს. იმასაც კი დამპირდა, რომ ფულს როცა იშოვნის, მეც დამეხმარება. ნუთუ შეიძლება, ადამიანი ამდენად კეთილი იყოს? არც კი ვიცი. მე აქამდე, ასეთები ნამდვილად არასდროს შემხვედრია. მხოლოდ მისი დამსახურებაა, ახლა შვილები ცოცხალი რომ მყავს. მე დამიტოვა ყველაფერი რაც ჰქონდა: ჭურჭელი, საწოლები. წამოდით, გაჩვენებთ.

 „ყველაფერი, რასაც ამ სახლში ხედავთ, მე კი არა, ჩემს მფარველ ანგელოზს ეკუთვნის“

– მგონი, თქვენი ანგელოზსაც კი, ძალიან გაუჭირდებოდა აქ ცხოვრება…

 ნათია: რას ამბობთ… ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის, ეს ნამდვილი სასახლეა. თუმცა, მართლაც ვოცნებობთ ნორმალურ სახლზე.

– ნორმალურ სახლში რას გულისხმობთ?

ნათია: სააბაზანო და საპირფარეშო რომ გვქონდეს. წყალი რომ მოდიოდეს, შორიდან რომ არ იყოს სათრევი. სუფთა ოთახი და საწოლები. მაგიდა და სკამები, სამი ცალი მაინც. აი, ეს იქნებოდა ნამდვილი სასახლე.

 „მინდა, ყველგან საჭმელი იდოს. იქაც და აქაც“

 ილია (6 წლის): და კიდევ, ყველგან საჭმელი რომ იდოს! კარადას გამოხსნი – საჭმელი დევს. მაგიდას შეხედავ – იქაც საჭმელი! საწოლის ქვეშაც – საჭმელი!

რატი (2 წლის): და ყველგან „პეჩე“ და „კაკა“.

რატის შეუძლია, მაცივარი დღეში ორასჯერ მაინც გამოაღოს იმ იმედით, რომ იქ „პეჩე“ და „კაკა“ გაჩნდება

 – რა?

 ილია: „პეჩენიას“ და კანფეტს ეძახის ასე. დილიდან რომ დაიწყებს ტირილს: „პეჩე, კაკა… პეჩე, კაკა“, და აღარც ჩუმდება! 

 – შენ არ ტირი?

 ილია: პატარა ხომ არ ვარ? ხანდახან, კი. ვტირი იმიტომ, რომ ტოსტერი მინდა-ა-ა-ა-ა…

 – რად გინდა ტოსტერი? მეგონა, შენც, ყველა ბავშვივით „კაკები“, ან სათამაშოები გინდოდა.

 ილია: აქ რომ მოვედით, ეგ ჯადოსნური ნივთი დაგვხვდა. ჩვეულებრივ პურს ჩადებ. თუ ხმელია, შეგიძლია დაასველო და მარილი მოაყარო. ან, კარაქი წაუსვა, თუ არის. ჩადებ, დახურავ, ელოდები, ელოდები, ელოდები, და ნამდვილი, გემრიელი საჭმელი გამოდის. უგემრიელესი! თითებს ჩაიკვნეტ!

 „ტოსტერი რომ მქონდეს, გასკდებოდი, იმდენ პურს გაჭმევდი!“

 – კიდევ რაზე ოცნებობ, ტოსტერის და საჭმლის გარდა?

 ილია: „მანქნების“ ხელოსანი რომ გამოვიდე. მანქანები ჰყავთ და ბევრ ფულს შოულობენ!

 – დავუშვათ, უკვე ხარ ყველაზე მაგარი „მანქნების“ ხელოსანი და ბე-ე-ე-ევრი ფული იშოვე. ახლა კი, მაღაზიაში მიდიხარ. პირველ რიგში, რას იყიდიდი.

 ილია: ტოსტერს, და ჭურჭელს დედიკოსთვის. კიდევ, პურს, კარაქს და კანფეტებს. ალბათ, სულ ეს არის.

 „არც გაზი გვაქვს, არც წყალი – პირველყოფილი ადამიანებივით ვცხოვრობთ“

ნათია: მგონი, „პეჩენია“ და კანფეტი დედაზე მეტად უყვართ. იშვიათად ხედავენ! წელიწადში ერთხელ, თანხის გადადება თუ მოვახერხე, რამე ტკბილს ვყიდულობ. თორემ ყოველდღე ბრინჯი და მაკარონი, ბრინჯი და მაკარონი, ბრინჯი და მაკარონი… აღარ შეგვიძლია. დანახვა აღარ გვინდა. მაგრამ, რა ვქნათ, აბა?

 – არასრულფასოვანი კვების გამო, ბავშვებს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. 

 ნათია: რამდენიმე თვის წინ, ილია კინაღამ დამეხრჩო. ისე შემეშინდა! სასწრაფოდ წავიყვანე ექიმთან. მან ინჰალაცია დაუნიშნა, მითხრა, რომ ასთმა კი არა, ჰაერის უკმარისობა დაემართა. ალბათ, საცხოვრებელი პირობების გამო. შეხედეთ ამ კედლებს, სულ ობიანია! უფალს მადლობას ვწირავ, ჩემს შვილებს აქამდე რამე სერიოზული რომ არ დაემართათ.

 „მხოლოდ საჭმლის მოსამზადებლად რომ ვიხმარო, ერთი ბალონი, ორი კვირა ძლივს გვყოფნის. დასატენად კი, შორს მიწევს წასვლა“

 – ალბათ, ინჰალატორი გჭირდებათ და წამლები, ბავშვისთვის?

 ნათია: არა, ინჰალატორი ერთმა კეთილმა გოგონამ მაჩუქა, წამლები არ სჭირდება. ყველაზე მეტად, საკვები პროდუქტი გვჭირდება.

– საწოლები? ლოგინის თეთრეული? თქვენ ხომ, არაფერი არ გაგაჩნიათ!

 ნათია: არა. მხოლოდ პროდუქტი მჭირდება, ბავშვებისთვის ტანსაცმელი, და კიდევ, ალბათ მაგიდა და სკამები. სარეცხი მანქანა რომ გთხოვოთ, აზრი არ აქვს – წყალი არ გვაქვს. მაცივარი არ გვჭირდება – რა გვაქვს შესანახი? საწოლები ყოფილმა მეპატრონემ დაგვიტოვა. აი, „პეჩენიასაც“ თუ მოიტანთ… ის ხომ არ ფუჭდება? ყოველდღე, თითო-თითოს მივცემდი ბავშვებს! ძალიან მაგარი იქნებოდა! სხვა არაფერი გვჭირდება. მართლა. ხო, გამახსენდა, კიდევ მაგიდა გვჭირდება!

 „დედამ დამპალი ფიცარი მორზე დადო, მაგიდის ნაცვლად გვაქვს“

ილია: სანამ ბევრ ფულს შევაგროვებ, შეგიძლია, ტოსტერი მომიტანო? რატისთვის კი, ორი მანქანა და ორი ცალი „იარაღი“. „სროლობანას“ და „მანქანობანას“ ვითამაშებდით! 

– იქნებ გინდა, რამე გემრიელიც რომ მოგიტანოთ? 

 ილია: არ ვიცი, რომელი საჭმელი მიყვარს, არ მახსოვს. მაგრამ კარგი, შეგიძლია რამე მოიტანო. მოდი, გელოდები!

 „მომიტანეთ „პეჩე“ და „კაკა“! გთხო-ო-ო-ო-ოვთ“

***
          მარტოხელა დედას, ნათიას, რთული ბედი აქვს. ორი შვილის პატრონი, ამქვეყნად სრულიად მარტო დარჩა. საბრალო ქალი, მთელი ძალებით ეჭიდება სიცოცხლეს და ცდილობს, შიმშილითა და სიცივით არ დაიხოცონ, მაგრამ სოციალური დახმარების ერთი ბეწო თანხა, არ ჰყოფნის იმაშიც კი, რომ თავის შვილებს ელემენტარული პირობები მაინც შეუქმნას. პატარები – ორი წლის რატი და ექვსი წლის ილია, ცხოვრობენ საშინელ, ძირფესვიანად დამპალ ოთახში, რომელიც დანგრევას ექვემდებარება! დამტვრეულ საწოლზე სძინავთ, და მუდამ აკლიათ საკვები. არც ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი. თქვით, მეგობრებო, ნუთუ ასეთ პირობებში უნდა იზრდებოდნენ ქართველი ბავშვები?
მათ ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ. მადლობელი იქნებიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის: პროდუქტი, პამპერსი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ასევე, ძალიან გვთხოვეს მაგიდა, სკამები და ტოსტერი! რემონტში დახმარებას ან ტექნიკის შეძენას, არანაირი აზრი არ აქვს! უბრალოდ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ გარდა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, სრულიად უცხო ადამინებსაც, მათი ტკივილის გულთან ახლოს მიტანა შეუძლიათ!
         მათი მისამართი: ბორჯომი, სოფელი ფაფა. (ყოფილი ვეტკლინიკის შენობა.)
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მშიერი რომ ვიყავი, ვერ ვიცინოდი… ახლა კი, თავისით მეღიმება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„თურმე სიცილიც მცოდნია, როცა არ მშია“

        ორი ულამაზესი ბიჭუნას მარტოხელა დედა ვერც კი წარმოიდგენდა, რა შეიძლება მოხდეს, დახმარებას გულით თუ ითხოვ. მხოლოდ უფალმა და თავად ნათიამ იციან, რამდენი ცრემლი დაღვარა, რამხელა დამცირების ატანა მოუხდა მას! როდესაც სასოწარკვეთილმა ნათიამ გადაწყვიტა ფონდისთვის მიემართა, ვერ იჯერებდა, რომ მის საშინელ მდგომარეობას რამე შეცვლიდა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/871-iliaandrati/ 
         „ისედაც მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ბავშვებს რა აჭამოს… ჩვენ ვის ვჭირდებით? უცხო ადამიანები როგორ დაგვეხმარებიან, როდესაც მშობელმა მამამ უარი თქვა საკუთარ შვილებზე?“ – სევდიანად გვითხრა ნათიამ, როდესაც შევპირდით, რომ მთელი საქართველო ამოუდგებოდა მხარში.
         – ნათია, გვითხარით, ახლა როგორ ცხოვრობთ, რა შეიცვალა?
          ნათია: მარტოხელა დედისთვის ყოველთვის მისი შვილები არიან პირველ ადგილზე. მათ მშივრებს ვერ ვუყურებ. ახლა იმდენი ნივთი მაქვს, რომელმაც შემიმსუბუქა ცხოვრება… არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. პირველ რიგში, მინდა ყველას გითხრათ, რომ ეს ფონდი მართლაც ემსახურება სიკეთეს და ყველას შეგიძლიათ მისი ნდობა. თურმე იმდენი გულისხმიერი ადამიანია ამქვეყნად, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს სხვის ტკივილი… დაუჯერებელია… ახლა საჭმელიც გვაქვს, მაცივარიც, სარეცხი მანქანაც, ჭურჭელიც, ახალი ტაფაც, ტოსტერიც და ძალიან გვაბედნიერებს ეს ყველაფერი…

„ტოსტერიყველაზე მაგარი გამოგონებაა მსოფლიოში“

          – ყველაფერი, რაც ითხოვეთ!
          ნათია: ჩვენთვის ეს ფუფუნების საგნები იყო. ჩემი უფროსი ბიჭი სიხარულისგან გაგიჟდა, ტოსტერი რომ დაინახა. მაშინვე მივარდა, გულში ჩაიკრა, კოცნა დაუწყო… მეც და მასაც სიხარულით აგვევსო გული… ახლა, შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანად ვგრძნობ თავს. მადლობა ყველას, ვინც  ადამიანად და დედად მაგრძნობინა თავი…

„ახლა სუფთა ბიჭი იქნები, ჭუჭყიანი ტანსაცმლით აღარ ივლი“

         – ძალიან მიხარია, ასეთ გახარებულს რომ გხედავთ. ახლა კი მითხარით, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
         ნათია: ვინმესთან მეგობრობა ძალიან გამიხარდება. ამ ეტაპზე შემიძლია გამოვყო ერთი ადამიანი, რომელმაც საზღვარგარეთიდან დამირეკა, გიორგი ჰქვია. მოგვიკითხა, გამესაუბრა ჩვენს პრობლემებზე და შემპირდა, რომ აუცილებლად დაგვეხმარება, როდესაც ჩამოვა… ბევრმა გოგომ დამირეკა, ბევრმა მარტოხელა დედამ. მამხნევებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ისეთ ადამიანთან ერთად ცხოვრებას, ვინც პატივს არ გცემს, მარტოობა სჯობს – ძალიან დამეხმარა ეს სიტყვები! ვიცი, ათასობით ქალია ჩემნაირ მდგომარეობაში და როგორღაც უმკლავდებიან – ესე იგი, მეც ყველაფერი გამომივა!
           ვისაც ჩემთან მეგობრობის სურვილი ექნება, ნუ მოგერიდებათ. დამირეკეთ, გვესტუმრეთ, გოგოებო. უზომოდ გამახარებთ.

ჩემი ძმა 3 წლის გახდა და სტუმრები დავპატიჟეთ

          – ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება მოახდინეს?
           ნათია: შენობა, რომელშიც მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ, მალე უნდა დაინგრეს. მის ნაცვლად ააშენებენ კორპუსს, რომელშიც ლტოლვილებს შეასახლებენ. შემპირდნენ, რომ ქუჩაში არ დაგვტოვებენ. სანამ კორპუსი აშენდება, ბინას გვიქირავებენ და დროებით იქ ვიცხოვრებთ. ჩემს ოცნებებში უკვე ვხედავ, რამდენიმე წელიწადში როგორ ვიცხოვრებთ სუფთა, კეთილმოწყობილ ბინაში, ეს ახალი ნივთებიც, იქაურობას უფრო მოუხდება.

„ამას სულ შევჭამ… ჩუმად მივეპარები, რომ დაიძინებთ“

        – რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
         ნათია: დახმარებაზე ბევრად მეტია… ალბათ, ჩემნაირი გაჭირვებული ადამიანები უფრო მიხვდებიან, რას ვგულისხმობ. შესაძლოა, ვინმეს უბრალოდ გაუხარდეს სახლში ახალი ნივთების შეძენა, მაგრამ ეს მხოლოდ სიხარულს არ ნიშნავს… ჩემთვის, ეს რაღაც ახალი და კარგის დასაწყისი უფროა. თქვენი დამსახურებით, ბოლო რამდენიმე თვეა, აღარ ვშიმშილობთ. ფიქრის და ოცნების განწყობა გაგვიჩნდა.

 „ეს ჩემი საყვარელი საჭმელია, ცოტას თქვენც გაგიყოფთ“

         – ილია, მინდა შენ გკითხო… რამდენადაც ვიცი, ტოსტერმა დაიპყრო შენი გული, უკვე გაერკვიე, როგორ უნდა გამოიყენო?
         ილია (8 წლის): კი, ძალიან ადვილია… ჩადებ პურს, მერე ხრაშუნა ნაჭრებს ამოიღებ, წაუსვამ კარაქს, მოაყრი შაქარს და ყველაზე გემრიელი ორცხობილა გამოდის, რაც კი ოდესმე გაგისინჯავს. ჩემს პატარა ძმასაც და დედასაც ძალიან მოეწონათ. ერთხელ, დედიკომ ხუმრობით მკითხა: „აირჩიე, ან მე ან ტოსტერი.“ და მეც ხუმრობით ვუპასუხე: „ტოსტერი“ – მეთქი. ისე კი, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს დედიკო.
          – ნათია, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ დაგეხმარონ? 
         ნათია: უვე მაქვს ის, რაც მჭირდებოდა ყველაზე მეტად. ახლა, საწოლებისა და ლეიბების პრობლემა დარჩა. იმისთვის რომ ჯანმრთელი ვიყოთ, ეს ძველი, დაობებული ლეიბი და ლოგინი, უნდა გადავყარო და რამით ჩავანაცვლო… მაგრამ, რომ გადავაგდო, სად უნდა დავიძინოთ? მე კი დავიძინებ, ბავშვები მეცოდებიან, ნახევრად სველ ლოგინში რომ სძინავთ.
        – მალე აცივდება. ახლაც, უკვე ცივა თქვენთან, როგორ უნდა გათბეთ? 
        ნათია: გაზი არ მაქვს, არ არის შემოყვანილი. ქალაქიდან ბალონების ზიდვა კი ძალიან მიჭირს, დიდი საქმე იქნება, ამ საკითხსაც თუ მოაგვარებთ.

„აბრაკადაბრა საჭმელო, გაჩნდი!“

***
        გილოცავთ, მეგობრებო, კიდევ ერთი ოჯახი დავაყენეთ ფეხზე. ასეთ საქმეში მონაწილეობის მიღება მხოლოდ დიდსულოვან და ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ. ნათიას პატარა ოჯახს, დარჩა პატარა მოუგვარებელი პრობლემები.          ახლა, როდესაც სუსხიანი ზამთარი გვიახლოვდება, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ახალ, თბილ ლოგინში ძილი. მათ სახლში სითბო რომ იყოს, უნდა მოგვარდეს გაზის საკითხი. ცოტაღა დარჩა, კიდევ ერთმა ოჯახმაც რომ იცხოვროს ისე, როგორც შეეფერება ჩვენი დალოცვილი ქვეყნის მაცხოვრებლებს! მათ სჯერათ, რომ ისევ დაეხმარებით.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
          სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
          თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/871-iliaandrati/ 
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივნ 01
პროდუქტები
149.97₾
2022 ივნ 09
მაცივარი
682.00₾
2022 ივლ 01
პროდუქტები
199.89₾
2022 ივლ 21
სარეცხი მანქანა
630.00₾
2022 ივლ 21
სამზარეულოს ინვენტარ
134.95₾
2022 ივლ 21
პროდუქტები
198.61₾
2022 ივლ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
685.00₾
2022 ივლ 29
პროდუქტები
11.50₾
2022 აგვ 12
პროდუქტები
99.90₾
2022 სექ 12
პროდუქტები
299.93₾
2022 სექ 19
საკანცელარიო ნივთები
41.10₾
2022 ოქტ 06
მედიკამენტები
71.82₾
2022 დეკ 12
პროდუქტები
386.71₾

სულ ხარჯები:

3591.38₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2022 20:09:05
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2022 11:05:09
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2022 07:28:08
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2022 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.10.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.10.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.08.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾0.48
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2022 20:00:00
₾2.30
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾3,591.12

206 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,591.12

206 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება