ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ოთხი და და ოთხი ერთი მეორეზე საშინელი უბედურება! რა არის ბედნიერება, არ იციან არც მათ, და არც იმათ შვილმა.

calendar ივნისი 15, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ამ დანგრეული სახლის კედლები ზაფხულშიც ვერ თბება, სული გეყინება მის სიახლოვეს. იქიდან მუდამ კვნესა და გოდება ისმის. ამ დაწყევლილ სახლში ხუთნი ცხოვრობენ: ოთხი და და მათი საერთო „ბავშვი“ – 29 წლის გიორგი. უფრო სწორად, იქ კი არ ცხოვრობენ, იტანჯებიან. ამ დაწყევლილი სახლის არცერთ ბინადარს, ცხოვრებაში არ გაუმართლა. ისინი, ერთდროულად მკვდრებიც და ცოცხლებიც არიან…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ოთხი და და ოთხი ერთი მეორეზე საშინელი უბედურება! რა არის ბედნიერება, არ იციან არც მათ, და არც იმათ შვილმა.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

         ამ დანგრეული სახლის კედლები ზაფხულშიც ვერ თბება, სული გეყინება მის სიახლოვეს. იქიდან მუდამ კვნესა და გოდება ისმის. ამ დაწყევლილ სახლში ხუთნი ცხოვრობენ: ოთხი და და მათი საერთო „ბავშვი“ – 29 წლის გიორგი. უფრო სწორად, იქ კი არ ცხოვრობენ, იტანჯებიან. ამ დაწყევლილი სახლის არცერთ ბინადარს, ცხოვრებაში არ გაუმართლა. ისინი, ერთდროულად მკვდრებიც და ცოცხლებიც არიან…

სახლში ერთი მთელი ფანჯარაც კი არ დარჩა

ყველაზე უფროსი და – ნუნუ, 61 წლის არის, სულ ახალგაზრდა დაქვრივდა და მეორე ოჯახი აღარ შეუქმნია. 59 წლის ვარდო დაქორწინებული არასდროს ყოფილა. სახლ-კარს და მშობლებს უვლიდა. მაგრამ ორი წლის წინ, მას ფეხი მოკვეთეს განგრენის გამო   და ახლა, ნაწოლები აქვს ყველგან, წევს და ოცნებობს: მალე მოკვდეს, ან სუფთა ჰაერი მაინც ჩაისუნთქოს. 55 წლის მაიას, შვილი ჰყავს – გიორგი, რომელსაც მამამისი არასდროს უნახავს. ახალგაზრდობაში მაია უნამუსო კაცმა მოატყუა და შეაცდინა, მერე კი ორსული მიატოვა! ასე დარჩა, მარტო, მხოლოდ თავისი დების იმედზე.
 

„ერთი დღეც არ მახსოვს, ბედნიერი რომ ვყოფილიყავი. როგორ უნდა იყო ბედნიერი, როდესაც შვილი გყავს ცუდად?“

29 წლის გიორგის სიელმით იტანჯება და ეს, მისი დაავადებებიდან, ყველაზე უწყინარია. სუსტი ჯანმრთელობა აქვს, ცუდი სმენა, ხანდახან, უცნაურადაც იქცევა, ხან დედას ვერ ცნობს, ხან მეზობლებს. ზოგჯერ, ადამიანების ეშინია, ხანაც საერთოდ არ ლაპარაკობს, საბავშვო სათამაშოებს იპოვის ხოლმე და თამაშობს. ყველაზე უმცროსი და – 50 წლის ირმა – ახლა, ყველასთვის დედაც არის, შვილიც და დაც. უვლის და ცდილობს, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს!

„არ მელაპარაკოთ!“

ირმა: ისეთი ნებიერა ვიყავი, ყველაზე უმცროსი შვილი. დედა და მამა ხელის გულზე მატარებდნენ, დაიკოები მეთამაშებოდნენ. პრინცესასავით ვყავდი. როდის შეიცვალა უარესობისკენ ჩვენი ცხოვრება, როდის წავიდა უფსკრულისკენ, არც ვიცი…
         ვარდო: დედას გარდაცვალების შემდეგ, საყვარელო. დედა 2008 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა. ის იყო მთელი ჩვენი ოჯახის საყრდენი, ყველას გვივლიდა და გვპატრონობდა. დაცულები ვიყავით, ყველანაირად. მაგრამ, ავად გაგვიხდა. კუჭ-ნაწლავის ოპერაცია დასჭირდა ერთი, მეორე… მესამე ვეღარ გადაიტანა და მოკვდა… საბრალო მამა ისე დარდობდა, ყოველდღე მიდიოდა მის სურათთან და ეხვეწებოდა, წამიყვანეო. არ დაიჯერებთ, ისიც 26 ივნისს გარდაიცვალა! ოღონდ რვა წლის მერე! ასე დავკარგეთ დედაც და მამაც, და სულ მარტონი დავრჩით.

„არც კი ვიცი, როგორ მივედით ასეთ ცხოვრებამდე…“

ირმა: თავზე დაგვემხო ყველაფერი, განადგურდა, სახლში ერთი მთელი ფანჯარაც კი არ დაგვრჩა, ერთი მთელი სკამიც კი. ასე გამოვიდა, რაღაცნაირად, ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ… ყველაფერი გვქონდა და აღარაფერი დაგვრჩა.
– თქვენი საარსებო წყარო რა არის?
ირმა: სოციალური დახმარება და პენსია. კიდევ, დღეში ერთხელ საჭმელი მოგვაქვს სოციალური სასადილოდან. თავად საჭმლის მომზადება ძალიან გვიჭირს. აი, წავალთ მე და ჩემი და ტყეში, დავკრეფთ ტოტებს, ხის ხმელ ნაფოტებს და სახლში მოვათრევთ… ერთხელ, ჩემმა დამ ტირილით მითხრა: „მარტო ლაგამი გვაკლია პირში, ცხენებივით, ამდენ შეშას ზურგით რომ დავათრევთ“. გაგვეცინა, მერე კი, პირდაპირ მიწაზე დავსხედით და ხმამაღლა დავიწყეთ ტირილი… არ ვიცი, სასოწარკვეთილებისგან, თუ იმის გამო, რომ ჩვენი თავები შეგვეცოდა. მაგრამ, ავდექით, ცრემლები მოვიწმინდეთ და გზას გავუდექით. სახლში ხომ, ვარდო, მაია და გიორგი გველოდებოდნენ მშივრები.

 „მოტეხილი ხელითაც კი, ყველას მე უნდა მოვუარო“

        – ვარდო, გვიამბეთ, რა შეგემთხვათ? რატომ არ გაქვთ ფეხი?
       ვარდო: დიაბეტი მაქვს, როგორც ჩანს, განგრენა იყო დაწყებული, მე კი, ყურადღებას არ ვაქცევდი. მტკიოდა, მაგრამ ვითმენდი, ვიცოდი რომ ექიმთან წასვლის დრო არ იყო. არავის არაფერს ვეუბნებოდი, არც ვაჩვენებდი. ექიმს მაშინ მივმართე, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი გახდა. ძალიან გვიანი იყო! ბერა თითის მოკვეთა მოუწიათ. მაგრამ, პროცესი ვერ შეაჩერეს. დანარჩენი თითები თავისით მძვრებოდა… გახსენებაც კი არ მინდა, ისეთი ტკივილი და საშინელება გამოვიარე! ერთხელაც, ვიზიტის შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ სასწრაფოდ თბილისში უნდა წავსულიყავი – აუცილებელი იყო ფეხის ამპუტაცია. ამას დახვრეტა მერჩივნა…

„მერჩივნა, დავეხვრიტე. ფეხის გარეშე, ნახევარი ადამიანი ვარ დარჩენილი“

ირმა: ექიმებს არ ეწყინოთ, მაგრამ, როდესაც ფული არ გაქვს, არ გთვლიან ადამიანად. ჩემი აზრით, გადახდის საშუალება რომ გვქონოდა, ვარდოს ყურადღებას მიაქცევდნენ და შესაძლოა, ფეხსაც შეუნარჩუნებდნენ. ეს ჩემს ხელსაც ეხება.
– სად მოიტეხეთ?
        ირმა: იატაკს წამოვკარი ფეხი. აქ ხომ, მთელი არაფერი გვაქვს, იატაკზეც კი ხვრელებია. წავიქეცი და ხელი მოვიტეხე. არ იყო ღია მოტეხილობა. მეგონა, ტკივილი მალევე გამივლიდა. მაგრამ, ის გაუსაძლისი გახდა. მივედი საავადმყოფოში, მაგრამ იქ მომსახურებაზე უარი მითხრეს, სანამ 250 ლარს არ გადავიხდიდი. ასეთ ღატაკებს საიდან უნდა გვქონდეს ამხელა ფული? ჩვენი დახმარების და პენსიის თანხა მაკარონსა და წამლებში ძლივს გვყოფნის. 250 ლარს რანაირად გადავიხდიდი. იქნებ, თქვენ მითხრათ?
         – რას ამბობთ?! ისე გამოგიშვეს, რომ გამოკვლევაც არ ჩაგიტარეს?
         ირმა: თქვენ წარმოიდგინეთ, კი! მერე მეზობლები ჩაერივნენ, დარეკეს და მხოლოდ ამის შემდეგ, ხელი თაბაშირში ჩამისვეს. ამ თაბაშირით უკვე ორთვენახევარია დავდივარ. იმისთვის, რომ მომხსნან და ნახონ, როგორ შეხორცდა, ისევ ფულია საჭირო. ვფიქრობ,  რა იქნება, ჩემით რომ მოვიხსნა? საქმის კეთება ცალი ხელით ძალიან მიჭირს. წყალი არ გვაქვს, მდინარესთან დავდივარ ყველაფრის გასარეცხად. ძალიან რთულია იქიდან დასალევად და დასაბანად წყლის ზიდვა. ვარდოს თეთრეულს კი, ხშირად უნდა რეცხვა. ის ხომ ლოგინიდან ვერ დგება. ერთი სიტყვით, ვიტანჯები!

 „სრულიად მარტონი ვართ ამქვეყნად, არავინ გვყავს ერთმანეთის გარდა“

– წყალი არ მოდის სოფელში?
ირმა: ყველასთან მოდის, ჩვენს გარდა. ვერ შემოვიყვანთ. როდესაც ოჯახში მამაკაცი არ გყავს, პრობლემებთან გამკლავება ძალიან რთულია.
– კიდევ რა პრობლემები გაქვთ, რომელსაც თავად ვერასდროს გაუმკლავდებით? 
ირმა: გაზი გვაქვს გათიშული. უზარმაზარი დავალიანება დაგროვდა. მამა ცუდად რომ გვყავდა, ითხოვდა, სახლში სითბო რომ ყოფილიყო. გათბობას ვრთავდით. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ გვითხრეს, რომ 650 ლარია დაწერილი! ასეთ თანხას ვერასდროს ვერ გადავიხდით. ამიტომ, გასულ წელს, უბრალოდ ვიყინებოდით მთელი ზამთარი. საწოლებში ვწვებოდით და ვიფუთნებოდით, საჭმელსაც კი ვერ ვამზადებდით.
 

„არ ვიცით, რა არის ბედნიერება“

– გაზისა და წყლის გარდა, კიდევ რა პრობლემების გადაჭრა შეგვიძლია?
ირმა: არაჩვეულებრივი იქნებოდა, შაქრის დონის საზომი ჩხირებისა და ჭურჭლის კარადის შეძენაში რომ დაგვხმარებოდით. თორემ მხოლოდ ერთი კარადა გვაქვს, სადაც ტანსაცმელსაც ვინახავთ, პროდუქტსაც და ჭურჭელსაც. ასევე, პროდუქტი და მაცივარი გვჭირდება. წყალი თუ გვექნება, სარეცხ მანქანაზეც გავბედავ ოცნებას.
ოჯახს უკვე ვემშვიდობებოდით, როდესაც ირმამ ხმადაბლა ჩაილაპარაკა: „იცით, რაზე ვოცნებობ? ლამაზი შპალერის ყიდვაზე, უზარმაზარი ყვავილებით ერთ ოთახში მაინც რომ გავაკრა, რათა შეგვახსენოს, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, რომ ეს ჯოჯოხეთი კი არა, უბრალოდ ცხოვრებაა“

 „ამ კედლების ყოველდღე ცქერა, ძალიან მტკივნეულია“

***
       მეგობრებო, თედიაშვილების ოჯახში შემაძრწუნებელი მდგომარეობაა. ამ ადამიანებს ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ, და ამას რაც უფრო მალე გავაკეთებთ, მით უფრო მალე შევძლებთ მათი მძიმე ხვედრის შემსუბუქებას. ჩვენ გვჯერა თქვენი და თქვენი კეთილი, წრფელი გულების, რომლებიც მუდამ მზადაა ადამიანების გადასარჩენად. მათ ხომ, ძალიან ცოტა სჭირდებათ!
ასევე, შეგიძლიათ პირადად, შეძლებისდაგვარად, გაუწიოთ მათ დახმარება, ღმერთი კი დაგლოცავთ! თუკი გექნებათ სურვილი, მოინახულოთ და ოჯახს პირადად დაეხმაროთ, მათი მისამართია: საგარეჯო, მეშვიდე შესახვევი, ჯაფარიძის ქუჩა, ბინა 5.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, ისინი გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თედიაშვილების ოჯახი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

სასწაული ხდება ჩვენს თავს! ნეტავი, ეს სიზმარი არ იყო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ირმა (51 წლის):  ქართული ენა კარგად ვიცი, თითქოს… მასში მრავალი სიტყვაა მადლიერების გამომხატველი. მე კი ვეძებ… ვეძებ სიტყვებს, რომ ჩემი მადლობა ლამაზად გადმოვცე…  თუმცა გულში უფრო მეტს ვგრძნობ, დამიჯერეთ, გული უფრო გლოცავთ. თქვენ ჩვენ გვაჩუქეთ სითბო…
ნუნუ (61 წლის): როგორც ფიზიკურად გაგვათბეთ, ისე სულიერადაც.
ირმა: გოგო დამაცადე, ეგ მე უნდა ვთქვა… შეხედე, როგორ პირში მივარდება…. (იცინის და განაგრძობს) ფანჯრები რომ ჩაგვისვით, შეშაც მოგვიტანეთ, ტანსაცმელიც – ამით ფიზიკურად გავთბით… 
ერთმანეთს საუბარს არ აცდიდნენ. თითქოს მადლიერების გამოხატვაში ეჯიბრებიანო. 

,,სასწაული ხდება ჩვენს თავს, ნეტავი, ეს სიზმარი არ იყო!“

ესაა ამბავი სიკეთესა და სიყვარულზე, რომელიც თქვენ დაწერეთ, ჩვენო ერთგულო მეგობრებო! თქვენ ხართ ამ ენით გამოუთქმელი სიხარულის ავტორები, რადგან რომ არა თქვენი  გვერდში დგომა და კეთილი გულები, ეს ამბავი ვერ იარსებებდა, თედიაშვილების ოჯახი კი ამ ზამთარს ვერ გადაურჩებოდა. მადლობა თითოეულ მათგანს იმ ბედნიერი ღიმილისთვის, რომელიც გაჭირვებულ, ავადმყოფ და სასოწარკვეთილ ადამიანებს მიანიჭეთ!
ეს მათი – ოთხი უბედური და გაჭირვებული ადამიანის ცხოვრების ისტორია.ნუნუ, ვარდო, მაია და ირმა თედიაშვილები სასტიკი ზამთრის მოლოდინში შეშის გარეშე დარჩნენ, ჩამსხვრეული ფანჯრებიდან სიცივის შეკავებას ხან ცელოფნით ხან ხის ნაჭრებით ცდილობდნენ.

აი ასეთ მდგომარეობაში იყო მათი ფანჯრები 

ეს ფანჯრები ცივ ჰაერს არ ატარებს და ოთახიდან თბილსაც არ უშვებს

ვარდო (60 წლის): ამ უსაზღვრო სიკეთემ სული გაგვითბო, იმედი ჩაგვისახა, ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნა. მეც, ამ ცალფეხა ქალს, ჩემი ტკივილი დამავიწყა…
ირმა: ნახე, როგორ არ მაცდიან საუბარს.
მაია (56 წლის): და საკვები? საკვებიც ხომ მოგვიტანეს. ჩემი ერთადერთი ავადმყოფი შვილისთვის რა მეჭმია, არ ვიცოდი… სოციალური შემწეობა გადამოწმების მიზნით სამი თვით გვქონდა შეჩერებული. თითქმის ულუკმაპუროდ ვიყავით დარჩენილები…

თედიაშვილების სახლი დღეს

ირმა, ვხედავ, ყველაზე მეტად ფანჯრები გაგიხარდათ…
ირმა: თქვენმა ფონდმა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ჩაგვისვა. ხომ გახსოვთ მის ნაცვლად რა იყო? აბა, როგორ არ გავიხარდებოდა. ძლივს გავთბით. ქარი ისე ზუზუნებდა, ისეთი სიცივე შემოდიოდა-ა-ა… ვერც ღუმელი ათბობდა. ან ღუმელი სად იყო… შეშა არ გვქონდა და გაზი ხომ ექვსი წელია ჩაჭრილი გვაქვს… 650 ლარია გადასახდელი. სად გვაქვს ამდენი ფული?
მაია: მაცივარიც გაგვიხარდა. ჯერ რა საჭმელი გვაქვს ხოლმე, მაგრამ რასაც მოგვაწვდიან, იმასაც ხომ უნდა გამოზოგვა და გაფრთხილება? დღეებზე უნდა გადავანაწილოთ! ერთიანად ხომ არ გადასანსლავ ყველაფერს ადამიანი? მერე მეორე დღეს რაღა უნდა ჭამო? ახლა მაცივარში შევინახავთ და უფრო ეკონომიურად მოვიხმართ. რას ვიზამთ, ასეთია მშიერი ოჯახის ბედი.

,,ჩვენ უკვე მაცივარიც გვაქვს! ზოგისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენთვის კი ახდენილი ოცნება!“

,,გულში უფრო მეტს ვგრძნობ, დამიჯერეთ, გული უფრო გლოცავთ“

ვარდო: წამლებითაც დაგვეხმარა თქვენი ფონდი. გაუსაძლისი ტკივილები მაქვს ხოლმე. რამით ხომ უნდა გავიყუჩო? წამლები ყველას გვჭირდება. ასაკში ვართ. თქვენ რომ მოგმართეთ, ირმას მაგ პერიოდში ხელი ჰქონდა მოტეხილი. მაიას ნაღვლის ბუშტი გაუსკდა და თორმეტგოჯაც ამოაჭრეს. მე მაინც ყველაზე უარეს დღეში ვარ – ფეხი არ მაქვს. ახლა წნევაც მაწუხებს. გუშინ 240 აჩვენა. ექიმთან მისვლა მჭირდება – კარდიოლოგთან. მაგრამ ჯერ ვერ მივდივარ, ამის საშუალება არ არის.
ჩვენი ფონდის გარდა კიდევ ვინ დაგეხმარათ? უამრავი ადამიანი კითხულობს ჩვენს სტატიებს. იქნებ ვინმემ გადაწყვიტა, თავად გსტუმრებოდათ? 
ირმა: დიახ. იყო ჩვენთან მოსული ჯარისკაცი, სახელად თამაზი. გვარი არ უთქვამს, სამწუხაროდ. დედასთან ერთად გვესტუმრა და უამრავი ტანსაცმელი მოგვიტანა. პროდუქტიც შეგვიძინა. იცით, რა სასიამოვნო ხალხი იყო? – საყვარელი დედა-შვილი! უმრავლოს საქართველოს ასეთი ვჟკაცები.
გიორგი (30 წლის. მაიას ვაჟი. უჭირს საუბარი): მე ჟაკეტი მომეწონა. ძალიან გავთბი.

გიორგი კვინტრაძე – მაიას ვაჟი  მესამე ჯგუფის ინვალიდია.

ირმა: გამგეობაში მომუშავე გოგონებმა თავისი ჯიბიდან შეაგროვეს თანხა და შეშა შეგვიძინეს. მადლობლები ვართ. აი, ასე გავთბით და უკვე ზამთრის სუსხისაც აღარ გვეშინია.
თავად გამგეობა თუ გეხმარებათ რამით?
ვარდო:  სამი წლის წინ სახურავი შეგვიკეთეს. 5 კგ მაკარონი მოგვცეს. ეგეც 3 წლის წინ იყო.  ახლახანს რომ ჩავიდა ჩემი და იქნებ რამე პროდუქტი გაიმეტონო, უთხრეს – მაკარონი ხომ აიღეთ უკვეო…
ის სამი წლის წინანდელი გაახსენეს. თურმე ის მაკარონი სამი წლის საკმარი იყო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ჩვენს უბანში ტალახი და ლაფია. გზა არ დაუგიათ. მე ეტლითაც ვერ გამოვდივარ ამის გამო. ვერ ივლის ეტლი. ჰოდა, ვზივარ ასე სახლში, კედლებს მიჯაჭვული. ახლა თქვენს მიერ ჩასმული ფანჯრებიდან მაინც გავიხედები და დავინახავ მზეს. ეგ მზე გამათბობს და დამაიმედებს.

,,ჩვენ გავთბით!“

ნუნუ, თქვენ ყველაზე უფროსი ბრძანდებით, ამიტომ თქვენ გკითხავთ. მცირედის გაკეთება მოვახერხეთ თქვენთვის, მაგრამ დაგრჩათ კიდევ უამრავი საჭიროება. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის თქვენთვის?
ნუნუ:  ძალიან მეუხერხულება, მაგრამ… საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მუდმივად გვჭირდება. სოციალური სასადილოთი კი ვსარგებლობთ, მაგრამ მხოლოდ სამ სულზე, ჩვენ კი ხუთნი ვართ. წამლები ძალიან ძვირია, ვერ ვახერხებთ შეძენას.
ირმა: არ გვაქვს საკმარისი საწოლები. ორ-ორად გვძინავს. აგერ, დედა-შვილს 15 წელია ერთად სძინავს. მაგრამ რა ვქნათ? სხვა გამოსავალი არაა. იატაკზე ხომ არ დააწვენ ავადმყოფ ბიჭს? იატაკი კიდევ…  კარგად ხედავთ რანაირია.
ვარდო: არ გვაქვს სამზარეულოს კარადები. ჭურჭელი ყუთებში გვიწყვია… არც ტანსაცმლის კარადები გვაქვს. ტანსაცმელს პარკებში ვინახავთ.
აბაზანა ვერ შევამჩნიე…
ნუნუ: სათონეს ვიყენებთ აბაზანად. თონეც გატეხილია. სიცივეში გვიწევს ბანაობა. მაგრამ ვუძლებთ. სხვა რა გზაა?
ქალბატონებო, რაიმე ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებდით თქვენი წარსულიდან. თუნდაც კურიოზს, ცოტა გავმხიარულდეთ. 

დები თედიაშვილები თქვენი სიკეთით გახარებულები წარსულის ამბებს იხსენებენ

ნუნუ: მე მოგიყვებით.
ირმა: ეს ახლა იმას მოყვება, თბილისში რომ დაიკარგა.
ნუნუ: 16 წლის გავთხოვდი, რომ იტყვიან პირდაპირ დედის კალთიდან. ახალი გათხოვილი ვიყავი და თავი მინდოდა ოჯახის ქალად წარმომეჩინა. ქმარს ვუთხარი წავალ თბილისში, ბაზარში პროდუქტს იაფად ვიყიდი და ჩამოვიტან მეთქი. მან მკითხა – გზა ხომ იციო? ვუპასუხე – როგორ არა, პაპიდასთან რომ დავყავდი დედას დავიმახსოვრე მეთქი. წამოვედი კახეთიდან თბილისში. მოვიარე ბაზარი და ჩავჯექი მეტროს მატარებელში. აღმოვჩნდი დიდუბეში სამგორის მაგივრად. რომ განათდა, მივხვდი რომ სადღაც უცნაურ ადგილას ამოვყავი თავი. თან ხმამ გამოაცხადა – დაცალეთ ვაგონებიო. (მაშინ დიდუბე იყო ბოლო გაჩერება)  ,,დისპეტჩერს ვკითხე, სამგორში როგორ დავბრუნდე მეთქი, მან კი რუსულად მიპასუხა: ,,ტუდა ი აბრატნაო“. მაშინ რუსული ენა არ ვიცოდი. ჰოდა, ჩამოვჯექი სკამზე და ველოდებოდი ტრანსპორტს, რომელსაც ,,ტუდა ი აბრატნა“ ეწერებოდა. მერე ვიღაც ქალი დამეხმარა და სამგორამდე დამიმგზავრა. საღამოს ჩამოვაღწიე საგარეჯომდე. 
ვარდო (იცინის) : მაგის მერე დაჯდა და რუსული ენის სწავლა დაიწყო… ჩვენ კი ,,ტუდა აბრატნას“ ვეძახდით ხუმრობით.
     ყველამ გულიანად ვიცინეთ. რა ვართ ქართველები, უკიდურეს გაჭირვებაშიც კი არ ვკარგავთ იუმორის გრძნობას, ხოლო როცა სიხარულს განვიცდით, შეიძლება გულამოსკვნით ვიტიროთ ბედნიერებისგან მეთქი –  ვუთხარი დებს.   ნუნუც დამეთანხმა  და თქვა: ,,როცა ახალი ფანჯრები ჩაგვისვეს და პირველად გამოვაღე, ტირილი წამსკდა, ბოლო ხმაზე ვქვითინებდი. თქვენი ფონდის წარმომადგენელმა მეუბნებოდა –  ნუ ტირით, ქალბატონო, ეს ხომ სასიხარულო ამბავიაო.“  ნუნუს კი უპასუხია – მიხარია, ძალიან მიხარია და სწორედ ამიტომაც ვტირიო.
***
მეგობრებო, ეს არის თქვენს მიერ დაწერილი სიხარულის ისტორია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება  გაგრძელება.  ყოველი ოჯახისთვის სიკეთე იქამდე უნდა ვაკეთოთ, სანამ საბოლოოდ არ გადავარჩენთ ადამიანებს შიმშილისა და სიკვდილისაგან. ჩვენ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ!
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თედიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus     
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund         
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund     
       სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270;       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივლ 05
მაცივარი
710.00₾
2022 ივლ 19
პროდუქტები
149.94₾
2022 ივლ 21
მედიკამენტები
114.88₾
2022 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
420.00₾
2023 აპრ 10
საწოლი
600.00₾
2023 აპრ 26
პროდუქტები
240.00₾

სულ ხარჯები:

2234.82₾

დარჩა:

0.11₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.01.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.01.2023 16:10:43
₾12.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.10.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾7.38
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2022 20:00:00
₾9.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.07.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.07.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.07.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.07.2022 20:00:00
₾4.00

შემოწირულია:

₾2,234.93

154 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,234.93

154 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება