ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

“დედიკო, “მომკვდარი ხარ”, თუ უბრალოდ გძინავს? დედა, ისუნთქე, გთხოვ!”

calendar სექტემბერი 5, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„დედა, „მომკვდარი ხარ“, თუ უბრალოდ გძინავს? დედიკო, სუნთქვას ხომ არ შეწყვეტ? კარგად თუ მოვიქცევი, აღარაფერს მოგაჭრიან? რომ ჩაგეხუტო, აღარ გეტკინება? 5 წლის გიორგი დედიკოს საწოლის გარშემო დადის და მის გამხიარულებას ცდილობს. იმას კი, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი აქვს გაკეთებული, მაგრამ საზიზღარი ტკივილი, რომელიც შიგნიდან ჭამს, არაფრით ჩერდება. ძალიან განიცდის, რომ ამ ყველაფერს ბავშვები უყურებენ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
“დედიკო, “მომკვდარი ხარ”, თუ უბრალოდ გძინავს? დედა, ისუნთქე, გთხოვ!”
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

         „დედა, „მომკვდარი ხარ“, თუ უბრალოდ გძინავს? დედიკო, სუნთქვას ხომ არ შეწყვეტ? კარგად თუ მოვიქცევი, აღარაფერს მოგაჭრიან? რომ ჩაგეხუტო, აღარ გეტკინება? 5 წლის გიორგი დედიკოს საწოლის გარშემო დადის და მის გამხიარულებას ცდილობს. იმას კი, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი აქვს გაკეთებული, მაგრამ საზიზღარი ტკივილი, რომელიც შიგნიდან ჭამს, არაფრით ჩერდება. ძალიან განიცდის, რომ ამ ყველაფერს ბავშვები უყურებენ. 
         ქეთევანს კიბო აქვს, რთულია და არასასიამოვნო ამ სიტყვის წარმოთქმაც კი. ვერასდროს იფიქრებდა, რომ მაინცდამაინც მას შეიძლება დაემართოს ასეთი რამ. ალბათ ისევე, როგორც სიმსივნით სხვა დაავადებულები, ამას ვერასდროს წარმოიდგენდნენ.

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კიბო მე ამირჩევდა“

         ქეთევანი: „ეს“ 3 წლის წინ გავიგე. მეგონა, ბავშვის რომ ვაჭმევდი, უბრალოდ, რძის გამო გამიმაგრდა. ყურადღება არ მიმიქცევია და ტკივილებიც არ მქონია. მაგრამ, როდესაც არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები გამიჩნდა, ექიმს მივაკითხე, მეგონა მალამოს დამინიშნავდა და ყველაფერი გაიწოვებოდა. მაგრამ, თურმე, არა. შეშფოთებულმა ექიმმა ონკოლოგთან გამგზავნა. 
         – რა იგრძენით იმ მომენტში?
         ქეთევანი: ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ტირილი დავიწყე, ცრემლები მომდიოდა და სახეს მწვავდა… შემეშინდა, ჩემი თავის გამო კი არა, ბავშვების გამო. ისინი ხომ პატარები არიან, გაუჭირდებათ დედის გარეშე… ეს ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში!

„ბავშვების გამო შემეშინდა, ჩემი თავის გამო კი არა“

        – და წახვედით ონკოლოგთან.
        ქეთევანი: ონკოლოგმა მითხრა, რომ კიბოა. ანალიზები გავიკეთე, სხივებმა არ მიშველა, მკერდის ამპუტაცია დამჭირდა. მაგრამ, თურმე ყველაზე დიდი საშინელება წინ მელოდა. ოპერაციის და სხივების შემდეგ, დამეწყო გაუსაძლისი თავის ტკივილები. კედლებზე გავდიოდი. ტკივილს არაფერი მიყუჩებდა. როდესაც ვტიროდი და ვღრიალებდი, ბავშვებს ძალიან ეშინოდათ… მერე ტკივილი სახსრებზე გადავიდა და სიარულიც კი აღარ შემეძლო. უფალს ხან ჩემს წაყვანას და ამ ტკივილებისგან განთავისუფლებას ვევედრებოდი, ხან იმას, რომ ჩემთვის შესაძლებლობა მოეცა კიდევ ცოტა ხანს ვყოფილიყავი ჩემი შვილების გვერდით.

„დედიკოს ტანჯვის ყურება, ბავშვებისთვის ყველაზე საშინელი სასჯელია“

         – ალბათ, დედის ტანჯვის ყურება ბავშვებისთვის ნამდვილი კოშმარი იყო.
         სოფიო (11 წლის): ახლა, უკვე იმდენად აღარ გვეშინია, მაგრამ პირველ თვეებში, დედიკო ტირილს რომ დაიწყებდა, მაგრად ვიჭერდი ყურებზე ხელებს, რომ არ გამეგო და მასთან ერთად  ვტიროდი. მერე, მიხმარება დავიწყე. სახლს ვალაგებდი, პატარებს ვუვლიდი, წვნიანების მომზადებაც კი ვისწავლე. ახლა, უკვე ზეპირად ვიცი დედიკოს ყველა წამალი და ისიც, როდის რა უნდა დალიოს. რომელი უნდა მიიღოს ჭამამდე, და რომელი – ჭამის შემდეგ. 
        – ნემსებსაც უკეთებ დედიკოს?
        სოფიო: არა, მაგის მეშინია. ნემსის დანახვაზეც კი, ცუდად ვხდები. ალბათ, ვერასდროს ვისწავლი მაგას.
         გიორგი (9 წლის): რამე ისეთი უნდა გამოიგონონ, რომ ხელზე წაისვა და გაგიაროს.
          – აი, რომ გაიზრდები, ექიმი გამოხვალ და ასეთ წამალს გამოიგონებ! 
         გიორგი: არა, მე სხვა გეგმები მაქვს. მაგრამ, ჯერ არ გეტყვით.

„დედიკოს გვერდით რომ ვარ, ნაკლებად სტკივა“

         ქეთევანი: აი, მხოლოდ ამათ გამო ვუძლებ ამ ყველაფერს. სხვაგავარად ასეთ ტანჯვას, ვერავინ აიტანს.
        – კიბომდე როგორი იყო თქვენი ცხოვრება? გახსოვთ?
        ქეთევანი: არასდროს არაფერი მტკიოდა. ძალიან აქტიური ადამიანი ვიყავი. ვმუშაობდი, სახლში ყველაფერს ვაკეთებდი. მქონდა ოცნებები და გეგმები. მეუღლესთან ერთად, თანხის შეგროვება გვინდოდა. სააბაზანოს კეთილმოწყობა. ავეჯის განახლება… მაგრამ,  წარსულს ჩაბარდა ეს ყველაფერი. დახმარებისა და ჩემი პენსიის თანხა, მთლიანად წამლებში მიდის. პროდუქტს კი, ხან ერთი მეზობელი გვჩუქნის, ხან მეორე. ყველამ იცის, რა მდგომარეობაშიც ვართ და გვეხმარებიან. ხშირად ვამბობ, რომ ღმერთი კეთილი ადამიანების ხელით გვეხმარება. აი, თქვენს ფონდსაც, ჩვენმა მეზობელმა მიმართა.

„დედიკოს მაგივრად ყველაფერს ვაკეთებ“

        – კი, ავადმყოფობა ერთია, და ამას უფულობა და საშინელი საცხოვრებელი პირობები რომ ერთვის თან… 
       ქეთევანი: რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ, არც საპირფარეშო გვაქვს, არც სააბაზანო. ბავშვებმა, ან თუნდაც ჩვენ, რომ დავიბანოთ. აი აქ, პირდაპირ ოთახში „ვწუწაობთ“. ძალიან რთულია… ძალიან ვწვალობთ. დანგრეულ საწოლებზე გვძინავს. ბავშვებს არ აქვთ არც ტელეფონი, არც კომპიუტერი, არც ტელევიზორი. მთელი დღე სხედან და უყურებენ ავადმყოფ დედას.

„გაუსაძლისი ტკივილების დროს, ბავშვები დედას ერთი წამითაც არ შორდებიან“

        – ამჟამად რა არის თქვენი საარსებო წყარო?
       ქეთევანი: დახმარება 750 ლარი და ჩემი პენსია – 140. სულ ეს არის! მეუღლემ, 5 წლის წინ, ზურგი დაიზიანა, მანამდე  თავდაუზოგავად შრომობდა. სოფლის მეურნეობაშიც, მშენებლობაზეც, ოღონდ ოჯახში ფული შემოეტანა. ახლა კი, მისთვის მძიმის აწევა არ შეიძლება, ის კი, ხელით მატარებს, როდესაც ტკივილის გამო ვერ დავდივარ. ნემსებს მიკეთებს. მეხმარება. არც კი ვიცი, რა მეშველებოდა მის გარეშე. ბადრი – ადამიანობის ეტალონია. ყველას ვუსურვებ, გვერდით ასეთი მზრუნველი ადამიანი რომ ჰყავდეს.

„სახლში, არც საპირფარეშო აქვთ, არც სააბაზანო“

        – გარდა იმ ნივთებისა, რომელიც ჩამოთვალეთ, კიდევ რა გჭირდებათ ყველაზე მეტად.
          ქეთევანი: წამლები, პროდუქტი, ბავშვებისთვის ტანსაცმელი. მკურნალობისთვის არაფერს ვითხოვ, სხივურ თერაპიას სახელმწიფო აფინანსებს. აი, სახლის კეთილმოწყობაში ცოტათი მაინც თუ დაგვეხმარებით, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

„მთელი ფული – სოციალური დახმარება და პენსია, წამლებში მიდის“

        –  იქნებ ბავშვებს აქვთ რამე ოცნება?
        ნიკოლოზი (5 წლის): კი, გვაქვს! დიდზე!
        – დიდზე, რაზე, ნიკა?
          ნიკოლოზი: ყველაფერი დიდი მჭირდება! მანქანაც დიდი, კანფეტიც დიდი და ხაჭაპურიც დიდი. და დედიკოც, დიდი რომ გაიზარდოს და აღარ იტიროს!

„იქნებ რამე გემრიელი ვჭამოთ, ეს რაღაც კი, არა?“

         გიორგი: მე კი ველოსიპედი მინდა, სხვა არაფერი. ჭამა არ მიყვარს. შემიძლია, სულ მაკარონი რომ ვჭამო. მაინც არ გვაქვს სხვა რამის ფული. 
        – და რომ გქონდეთ?
        გიორგი: მაღაზიაში შევიდოდი და ყველაფერს ვიყიდიდი, რაც მომინდებოდა. ახლა კი, არც ვიცი, რა მინდა. ყველანაირ ჩიპსს და ლიმონათს გავსინჯავდი!

„დედიკო, გეხვეწებით, ისევ ლამაზი და ჯანმრთელი გახდი!“

        სოფიო: მე კი მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ – ტელეფონსა და ჰოვერბორდზე. ისეთი ფიცარია, გორგოლაჭებით, გეცოდინება!
         გიორგი: გაჩერდი-ი-ი-ი-ი!!!!!!!! 
         – ღმერთო ჩემო, რა მოხდა გიორგი?
         გიორგი: მე ტელევიზორი მინდა! შენ დამაბნიე ამ შენი კანფეტებით!
         ქეთევანი: კი, ტელევიზორი ჩვენი ოჯახისთვის ნამდვილი მისწრება იქნებოდა! იქნებ, ამ სახლის კედლებში, ჩემი ტირილის გარდა, მხიარულმა ჰანგებმაც გაიჟღეროს! 
        ნიკოლოზი: მე კი, მინდა, დედიკოს თავზე თმა ამოუვიდეს!

„იმედი მაქვს, დავძლევ ავადმყოფობას და ვიცოცხლებ ჩემი შვილებისთვის“

* * *
            ამ საბრალო ქალის უყურადღებოდ დატოვება არის დანაშაული, პირველ რიგში, საკუთარი სინდისის წინაშე! მეგობრებო, როდესაც გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს ვეხმარებით, სამყაროს ვალამაზებთ და ვათბობთ. რაოდენ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები. ცხოვრება ისე საშინლად აღარ გეჩვენება და სასწაულის იმედი ჩნდება!
         დაეხმარეთ სიმსივნით დაავადებულ ქეთევანს, მიეცით შანსი გადარჩეს და გაიხაროს თავის შვილებთან ერთად. სჭირდება მედიკამენტები და საკვები პროდუქტი. ასევე, ძალიან სჭირდება სველი წერტილის კეთილმოწყობაში დახმარება. ბავშვებს კი -საწოლები, ტანსაცმელი, სათამაშოები და პლანშეტები. დანარჩენი კი, თქვენი გადასაწყვეტია. 
        თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: გორი, სოფელი ტირძნისი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ქეთევან ბეჟანიშვილი) 
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე: 0901200270, განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 სექ 19
საწოლი
1360.00₾
2022 სექ 19
მაგიდა და სკამები
700.00₾
2022 სექ 19
კარადა
450.00₾
2022 სექ 21
პროდუქტები
246.47₾
2022 სექ 27
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1982.00₾
2022 ოქტ 01
სანტექნიკა
2581.40₾
2022 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
1715.00₾

სულ ხარჯები:

9034.87₾

დარჩა:

4.54₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.07.2023 12:55:37
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.11.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.11.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2022 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.11.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.11.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.11.2022 20:00:00
₾70.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.11.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.11.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.11.2022 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.11.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.11.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.10.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾9,039.41

586 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾9,039.41

586 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება