ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როგორია 3 პატარა ბავშვის ცხოვრება ნახევრად დანგრეულ საზოგადოებრივ საპირფარეშოში?!

calendar ოქტომბერი 17, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ადრე, აქ საზოგადოებრივი საპირფარეშო იყო, თეამ კი, ოთახად გადააკეთა. რას არ იზამ, როდესაც სამ შვილთან ერთად ქუჩაში რჩები! მისი თხოვნით, ტაქსის მძღოლმა ისინი ბარგით, გვიან ღამით, უკაცრიელ ადგილას, მიტოვებულ შენობასთან მიიყვანა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. ასეთ უდაბურ ადგილას, შეიძლება ადამიანს დანა დაარტყან ან მოკლან კიდეც. ქალმა კი, პირჯვარი გადაიწერა და ჩვილ გაბრიელთან, 5 წლის შიოსთან და 9 წლის თეკლასთან ერთად შევიდა ამ ცარიელ, ბნელ შენობაში. სამი თვე დენის გარეშე, ფარნის შუქზე ცხოვრობდნენ, ამ შენობაში მოსახვედრად კი, ჭაობის გავლა უწევდათ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

როგორია 3 პატარა ბავშვის ცხოვრება ნახევრად დანგრეულ საზოგადოებრივ საპირფარეშოში?!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

პატარა გაბრიელი მოკლებულია ყველაზე უბრალოს – სითბოს და მედიკამენტებს

        ადრე, აქ საზოგადოებრივი საპირფარეშო იყო, თეამ კი, ოთახად გადააკეთა. რას არ იზამ, როდესაც სამ შვილთან ერთად ქუჩაში რჩები! მისი თხოვნით, ტაქსის მძღოლმა ისინი ბარგით, გვიან ღამით, უკაცრიელ ადგილას, მიტოვებულ შენობასთან მიიყვანა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. ასეთ უდაბურ ადგილას, შეიძლება ადამიანს დანა დაარტყან ან მოკლან კიდეც. ქალმა კი, პირჯვარი გადაიწერა და ჩვილ გაბრიელთან, 5 წლის შიოსთან და 9 წლის თეკლასთან ერთად შევიდა ამ ცარიელ, ბნელ შენობაში. სამი თვე დენის გარეშე, ფარნის შუქზე ცხოვრობდნენ, ამ შენობაში მოსახვედრად კი, ჭაობის გავლა უწევდათ.
         მერე, სხვა აქ შემოსახლდნენ უბედური ოჯახებიც, რომლებმაც პანდემიას ვერ გაუძლეს, ვინც სესხი ვერ დაფარა… ღმერთო, რამდენმა შეჭირვებულმა ადამიანმა მოიყარა აქ თავი! ის, ვინც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასა და ბედნიერების ინდექსზე საუბრობს, აქ უნდა მობრძანდეს!
        ჩახედეთ თვალებში გაბრიელს, რომელსაც საბავშვო მოედნის ნაცვლად, დანგრეული გზა და ნაგვითა და ეკლებით სავსე ეზო აქვს. ჩახედეთ თვალებში თეკლას და შიოს, რომლებმაც „ფეის-კონტროლი“ ვერ გაიარეს, ახლოს მდებარე პრესტიჟულ სკოლაში და ძველ სკოლაში უწევთ სიარული, მთელი ქალაქის გავლით. მათთან ერთად გაითოშეთ, დააგემოვნეთ მათი უშაქრო ჩაი. დაცალეთ მათი ტანჯვის ფიალა.

თუ აქამდე არ გინახავთ, ნახეთ, როგორ გამოიყურება გაჭირვება საქართველოში – თეა და მისი შვილები, ყოფილ საზოგადოებრივ საპირფარეშოში ცხოვრობენ!

          – ძაღლების ნუ შეგეშინდებათ – შემოგვეგება თეკლა. (რვა ძაღლმა მოიყარა თავი ნაგვის ბაკებთან.) პირიქით, ისინი გვიცავენ. – გადი, ჩორნა (ძაღლს ეუბნება.) – ძალიან თხლად გაცვიათ, გაიყინებით ჩვენთან. შემიძლია რამე გათხოვოთ, თუ არ გეთაკილებათ. მხოლოდ მეორადი ტანსაცმელი მაქვს, ნორმალურია ჩემთვის.
          – მომეცი, საყვარელო. ჩემთვისაც ნორმალურია.
          თეკლა (12 წლის): ვიცი, ცუდად ვცხოვრობთ. მაგრამ საქართველოში, არავინ ცხოვრობს ზღაპრულად. თავს განსაკუთრებულად ნურავინ ჩათვლის! ბევრს უჭირს. გაცვეთილი ტანსაცმელი კი, სულაც არაა სამარცხვინო. დედიკო ჩვენთვის წვალობს, ცდილობს რაც შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს. საპირფარეშოში საკუთარი ხელით ანგრევდა კაფელის ფილებს, ჩვენთვის ოთახი რომ მოეწყო. ლოდებით სავსე სათლებსაც ათრევდა, სად გვქონდა მუშების ფული… ამის მერე კი, დედიკოს სისხლდენა დაეწყო, ქალურად…

 „გაცვეთილი ტანსაცმლით სიარული სულაც არ არის სამარცხვინო! არავინაა გამორჩეული! ასეთ დღეში შეიძლება ყველა ჩავარდეს“

          თეა: ოქროს გოგო მყავს. თეკლა ჩემი მარჯვენა ხელია. მისი დახმარების გარეშე, ვერაფერს მოვახერხებდი აქ.
          – კი, მაგრამ ამ მიტოვებულ ადგილას როგორ აღმოჩნდით, რატომ?
           თეა: ბინის გირაობა მინდოდა, თაღლითი შემხვდა და ათი ათასი დოლარი დავკარგე. იმ ბინაში ერთი დღეც არ გვიცხოვრია, სამაგიეროდ დიდი უბედურება გამოვიარეთ. ბანკის სესხი დაგვრჩა გადასახდელი (კრედიტი ავიღე ბანკში), ქირა გადასახდელი დაგვრჩა, ბავშვებსაც საჭმელი უნდოდათ. ბანკში, მეც და ჩემი მეუღლეც „შავ სიაში“ ვართ. უფულობის გამო, სულ ჩხუბი და ხოცვა-ჟლეტა მიდიოდა ოჯახში. დავჭამეთ და დავტანჯეთ ერთმანეთი! მეუღლემ შეცდომა ვერ მაპატია, რამდენჯერაც ვიჩხუბებდით, სულ ყვიროდა: „ყველანი დაგვღუპე!“
         ვიცი, დამნაშავე ვარ, სისულელე გავაკეთე. მაგრამ, ყოველ წამს შეხსენება როგორ შეიძლება. თანადგომა მჭირდებოდა.
          მერე, პანდემიის დროს, ბინის პატრონმა ქირა 400 ლარამდე გაზარდა და ჩვენს ოჯახურ ცხოვრებასაც ბოლო მოეღო. მესამე ბავშვს ველოდებოდი, მეუღლემ რომ გაიგო, ჭკუიდან შეიშალა. მეუბნებოდა: „ახლავე წადი და მოიშორეო!“ ხომ ხვდებით, ქალისთვის რამდენად მტკივნეულია ასეთი სიტყვების მოსმენა.
         ეს შენობა კი, დიდი ხნის წინ შევნიშნე, როდესაც დიღომში ვიყავი. ბავშვებთან ერთად მარტო რომ დავრჩი, გადაწყვეტილება მივიღე.

თეა ტირილს იწყებს, როდესაც იხსენებს, რამხელა ტანჯვა გამოიარა

        – კი მაგრამ, თეა, ჩვილი ბავშვთან ერთად!.. როგორ გარისკეთ?!
        თეა: ავადმყოფ ჩვილ ბავშვთან ერთად. (გაჩუმდა, ფრთხილად ამოისუნთქა.) გაბრიელზე ცრემლის გარეშე ვერ ვლაპარაკობ… ჯერ გვითხრეს, რომ ასფიქსიით დაიბადა, მერე მთლად უარესი – გულის მანკი. ექთნები მეუბნებოდნენ: „მონათლე“. ვეკითხებოდი: „რატომ?“ – „ახალშობილია, რა მეჩქარება?“ ასე მითხრეს: „შეიძლება ვერ მოასწრო, ყოველი შემთხვევისთვის, ყველაფრისთვის იყავი მზად“. ეს რომ გავიაზრე, ღრიალი მოვრთე! ეს ყველაზე საშინელი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. ყოველ წამს ვლოცულობდი და ვტიროდი: „როგორ იქნება ჩემი გაბრიელი? ღმერთო, გევედრები, გადამირჩინე!“
        24 საათი იქცა 48-ად. ვიცოდი, სად იყო, სულ მივდიოდი და ვუყურებდი რეანიმაციის ფანჯრებს. ღმერთმა უშველა, ნელ-ნელა გამოძვრა. უფალს ვეხვეწებოდი, ჩემი ბიჭი მომაკვდავიდან უმძიმეს პაციენტად ქცეულიყო, შემდეგ მძიმედ, შემდეგ – სტაბილურად მძიმედ. მიდი, შვილო, ცოტაც! (ტირის.)

 „ასე მითხრეს, მონათლე და ყველაფრისთვის მზად იყავიო“

        საოცარი ექიმები მუშაობენ ციციშვილის კლინიკაში, ღმერთმა ნურავის დააჭირვოს, მაგრამ ეს მართლა ასეა. 1,5 თვის განმავლობაში, გაბრიელი აპარატზე იყო შეერთებული. ახლა, ნახევარი წლით ჩამორჩენილია განვითარებაში. სენსორული დარღვევები აქვს. ვერ ლაპარაკობს. რეაგირებს მხოლოდ ჩემს ხმაზე. სხვა თუ ეძახის – არა. აუტიზმის დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ, აკვირდებიან… ბევრი პრობლემა გვაქვს. მე კი, ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალია.

გაბრიელი გულის მანკით არის დაბადებული. სუსტია და მუდმივად სჭირდება დახმარება

       ეს შენობა კი… დედა, შვილების გამო ყველანაირ სიგიჟეზეა წამსვლელი. აქ, ღამურებიც კი იყვნენ, ყველგან დამტვრეული შუშები ეყარა. კედლებზე – ობობის აბლაბუდები. ის საშინელი სუნიც ჯერ კიდევ დგას. თქვენც ხომ გრძნობთ? და კიდევ, ქარი! საშინლად ცივი, ძვლებში რომ ატანს, უბერავს ყველა სართულსა და დერეფანში…

თეა სამ შვილთან ერთად პირველი დასახლდა ამ მიტოვებულ შენობაში

ამ შენობაში მუდამ ქარი უბერავს

„ვაიმე-ე-ე-ე! როგორ ყინავს!“

        – ახლაც, გეგონება, ოკეანის ქარი უბერავს!
         თეა: ჩემი გაბრიელისთვის, გაციება არაფრით არ შეიძება. მაშინვე ემართება ბრონქიტი, სურდო. ისედაც სუსტია, ძალიან ცუდად ხდება. რა გავაკეთო? პანდემიის დროს, სკოლის მოსწავლეებს 200-ლარიანი დახმარება რომ დაურიგეს, მაშინვე გავიქეცი და ეს ორი ფანჯარა ჩავსვი. მაგრამ, კედელს იქით, უზარმაზარი ფანჯრებია, შუშების გარეშე, საკუჭნაოში ცხვირსაც ვერ გაჰყოფ. ადრე, იქაც საპირფარეშო იყო. ახლა კი, ძველ ნივთებს ვინახავ.

საცხოვრებელ ოთახსა და ამ საყინულეს ერთი კედელი ჰყოფს! ქურთუკის გარეშე ვერ გახვალ!

ჭერიდან წყალი მუდმივად ჩამოდის. ასეთი მიტოვებული შენობები სტალკერებს უყვართ, აქ კი, ბავშვები ცხოვრობენ!

        ძალიან გთხოვთ, დაგვეხარეთ ამ ფანჯრების ჩასმაში. ზამთარი მოდის, ბავშვები სითბოში რომ მყავდეს. გაზიც კი არ გვაქვს. გაზის კომპანიას არ შემოჰყავს. მაგრამ, რადგან უკვე აქ ვცხოვრობთ, და ვითომ, ჯერჯერობით არავინ გვაგდებს, რაღაც ხომ უნდა ვჭამოთ და გავთბეთ. საჭმელს გაზის ბალონზე ვამზადებ, იქვე ნაწილ-ნაწილ დასაბანად ვაცხელებ წყალს. ვთბებით დენის ძველი გამათბობლით.

ეს არის „გაზქურაც“ და „წყლის გამაცხელებელიც“

           – შუქი? ისე ბჟუტავს, თვალები ამიჭრელდა.
          თეა: არ დაგვღუპოთ, „ლევად“ გვაქვს შემოყვანილი. რომ მოვიდნენ და ჩაგვიჭრან? ასე, ჩუმად ვცხოვრობთ, ვცდილობთ, თვალში არავის მოვხვდეთ. მე არაფერზე არ მაქვს პრეტენზია. მაგრამ, ბავშვები?.. (ტუჩები მოკუმა, ცრემლებს იკავებს). ჩემი „სამშენებლო გმირობის“ შემდეგ, ყველა ქალური ორგანო ამომკვეთეს, წელში გავწყდი. საკვერცხეც და შარდის ბუშტიც, ნახევარ-ნახევარი მაქვს. სამაგიეროდ, ბავშვებს ოთახი მოვუწყვე. ნაწილ-ნაწილ ვაგროვებდით მასალას ნაგვის ბაკებთან. ჩვენს ბედზე, აქ ნარჩენები იყრება ცეხებიდან, ხან ლინოლეუმის ნაჭერი შეგვხვდება, ხან ნახევარი შეკვრა ბათქაში.

ეს ოთახი თეას ჯანმრთელობის ფასად გაკეთდა. დიზაინი კი – შიოს და თეკლას ხელის გულებით შეიქმნა.

         შიო (8 წლის): ნეტავ გაბრიელის წამლებსაც ვინმე ყრიდეს, არა დე? ბევრს მოვაგროვებდი და აღარ იტირებდა.
         თეა: მართლაც, ნეტავ… (იღიმის.) გაბრიელს ყოველდღიურად სჭირდება ინჰალაცია. ხსნარის ერთი ამპულის ფასი კი – 8,5 ლარია. B ჯგუფის ვიტამინები სჭირდება. ამ თვეში კი, სოციალური დახმარების 680 ლარს, სარეცხი მანქანის შეკეთების თანხა მოაკლდა. ჩვენ ხომ ყველაფერი მეორადი გვაქვს, მალ-მალე ფუჭდება. ძველი ნაწილებით რომ აკეთებენ, ორი კვირა მუშაობს მერე კი, გაჩერებულია ოთხი თვე.
        შიო: ამ მანქანამ ჩემი ტორტი შეჭამა!
        – რანაირად?
        შიო: დედამ სარეცხ მანქანას იმდენი ფული დაახარჯა, რომ ჩემი დაბადების დღისთვის აღარაფერი დარჩა.
       – შეიძლება, ტორტი ჩვენ გაჩუქოთ, ცოტა დაგვიანებით? როგორიც მოგინდება.
       შიო: ანუ, მომავალ წელს? (წარბები შეკრა.)
       – არა, წელს.
       შიო: კარგი, მაჩუქეთ. და კიდევ, სპაიდერმენი.
       თეა: ძალიან კარგი და მოკრძალებული შვილები მაჩუქა უფალმა. იციან, რომ ფული არ მაქვს, რომ გაბრიელის გამო სამსახურში ვერ გავდივარ, და არც მაწუხებენ. მისცემ მეორადს – ჩაიცმევენ, აჭმევ კარტოფილს – შეჭამენ. ერთს არ დაიწუწუნებენ. (ტირის.)და მე რას ვგრძნობ ამ დროს?
        – ბავშვების მამა თუ მოდის? ჩვენს შორის დარჩეს, გულახდილად მითხარით, თეა, ნახვის უფლებას აძლევთ?
        თეა: მოდის, რა ქნას? მისი შვილები არიან. თავადაც უბედურია, ქირით ცხოვრობს, ვერ ამოვიდა ვალებიდან. ხან შოკოლადს მოუტანს, ხან კანფეტს. ბავშვებს ვარიგებ, ხელებში არ უყურონ. მოდის – კარგია. მამაა. მეზობლები ძალიან მიდგანან გვერდში. აქ ყველას უჭირს. ერთ დღეში ვართ ყველა, ვინც ბედმა გაგვწირა. რაც შეგვიძლია, ერთმანეთს ვუნაწილებთ – ტანსაცმელს, საკვებს. აქ „ფეის კონტროლის“ გავლა საჭირო არ არის.
         – „ფეის კონტროლის“ გავლა სად მოგიწიათ? 
         თეა: აქ ახლოს, არის ახალი ექსპერიმენტული სკოლა, მაგრამ, თეკლა და შიო არ მიიღეს. კონკრეტული მიზეზიც არ გვითხრეს. საძაგლად გვაგრძნობინეს, რომ შეუფერებლები ვართ. ამიტომ, ბავშვები დადიან დიღმიდან პლეხანოვზე.
         საბავშვო ბაღშიც, გაბრიელის მასწავლებლები შეწუხებულები არიან იმით, რომ სხვა ბავშვებს „ხელს უშლის“. ხანდახან, შეიძლება განუწყვეტლივ წელოს რაიმე ბგერა. მწყინს, მაგრამ ვცდილობ, მათ ძალიან მშვიდად ავუხსნა, რომ საბავშვო ბაღი გვჭირდება. რომ ამის გარეშე, ბავშვი ვერ წავა წინ. რომ ხელი არ უნდა გვკრან. რა საჭიროა ადამიანურ ურთიერთობაში ეს „ფეის კონტროლი“?
***
          გულსაკლავია ასეთი ამბების მოსმენა. გული გტკივა ბავშვების გამო, რომლებიც არ უნდა არც სკოლას, არც ბაღს, არც გაზის კომპანიას… ისინი კი, ჩუმად აგრძელებენ ცხოვრებას, მიუხედავად ამ ყველაფრისა. მტკივნეულია, რომ არ ჩივიან, არაფერს ითხოვენ. არ იციან, რომ არსებობს რაიმე სხვა, უკეთესი, ვიდრე ეს საშინელი შენობა, ძველმანები და კარტოფილი. თეკლა, შიო და გაბრიელი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ, იმსახურებენ სრულიად უბრალო ნივთებს! საჭმელს, ახალ ტანსაცმელს, მედიკამენტებს, ნორმალურ სარეცხ მანქანასა და მაცივარს. ფანჯრებს! ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია! საქართველოში, ბავშვები არ უნდა იყვნენ მიტოვებულნი!
         გინდათ, ეს ბავშვები გაიცნოთ? თუკი გადაწყვეტთ მოინახულოთ და პაპიძეების ოჯახს დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართი ეს არის: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, მიწათმოქმედების ლაბორატორიის ყოფილი შენობა.
        ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება, და რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
        გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: პაპიძეების ოჯახი)
 თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ თქვენს მიერ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ჩემს შვილებს ბედმა გაუღიმა, მათ სიყვარულის ზღვა დაინახეს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!
დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ
ღვთისნიერ საქმეში!


თეა: „ბავშვებს ეგონათ, რომ ისინი არავის უყვარდა. თქვენ კი, მათ სიყვარულის ზღვა აჩუქეთ!“

„ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი რამ, ადამიანები რომ მოდიან, საჩუქრები მოაქვთ და სახელსაც არ გიმხელენ,“ – ამბობს მრავალშვილიანი დედა, თეა. – „ღმერთო, რამდენი კარგი ადამიანი გავიცანით! როგორ გაუმართლათ ჩემს შვილებს! გარდა იმისა, რომ დახმარება მიიღეს, ბავშვებმა მოისმინეს უამრავი ბევრი თბილი სიტყვაც: „ძალიან კარგი და ლამაზი გოგო ხარ, თეკლა.“ „ძალიან ჭკვიანი და გულკეთილი ბიჭი ხარ, შიო.“ „ტკბილი და ოქროს ბიჭი ხარ, გაბი“… შეხედეთ, რა კარგად გრძნობენ თავს, როგორ გადასხვაფერდნენ. ხომ გახსოვთ, რა კოშმარში ვცხოვრობდით?

ჩვენ კარგად გვახსოვს, სამი შვილის მარტოხელა დედა გადარჩენისთვის როგორ იბრძოდა, როგორ გადააკეთა საცხოვრებლად საზოგადოებრივი საპირფარეშო. არც საკვები, არც საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ ამ ბავშვებს. ცხოვრებაში აღარაფრის იმედი ჰქონდათ, აღარაფერი უხაროდათ.

– ახლა გავგიჟდები, გაბრიელ, შეხედეთ გაბრიელს, თქვენთან ჩასახუტებლად როგორ გამოიქცა. – განცვიფრებული თეა სახეზე იფარებს ხელებს. – ღმერთო, არასდროს მომხდარა ასეთი რამ. ბავშვი ბევრად უფრო გახსნილი გახდა.

– ახლა, მე და გაბრიელი ერთმანეთს მივესიყვარულებით, თავის ახალ მატარებელს და რკინიგზას მაჩვენებს. მერე კი, ვისაუბროთ სხვა სიახლეებზე.

თეა: მიესიყვარულეთ რამდენიც გაგიხარდებათ! (ბედნიერად იცინის.) მე კი, ერთი სული მაქვს გითხრათ, რომ ეს არის შედეგი იმ განმავითარებელი სათამაშოების, ველოსიპედისა და ტელევიზორის, რომელიც თქვენმა მკითხველებმა აჩუქეს. არ ჰქონია არანაირი აუტისტური სპექტრი, რომელსაც ეჭვობდნენ ექიმები. უბრალოდ სჭირდებოდა ადამიანური პირობები.

გაბი ურთიერთობაში უფრო გახსნილი გახდა. თვითონ გვაჩვენა ახალი სათამაშოები და ველოსიპედი

დაბადების დღე კი არა, ნამდვილი ფეიერვერკი ჰქონდა გაბრიელს! ფონდისა და თქვენი მკითხველების წყალობით, ცხოვრებაში პირველად მოვახერხეთ სადღესასწაულო სუფრის მოწყობა. მომეცა იმის საშუალება, რომ მაღაზიაში 400 ლარის პროდუქტი და ჩემი შვილისთვის ტორტი მეყიდა. რამდენი საჩუქარი მიიღო იმ დღეს! ველოსიპედი რომ მოუტანეთ, წამოხტა და ყვიროდა: „ვაუ! ვაუ!“ სწორედ იმ ბავშვზე მაქვს საუბარი, რომელიც აქამდე ემოციებს საერთოდ არ გამოხატავდა, იშვიათად შედიოდა ვინმესთან კონტაქტში.

შიო: „მე კანფეტის შემგროვებელი მანქანა ვარ. ახლა, ყველაფერს მივითვისებ!“

შიო: „კაი, გვეყოფა თამაში. მოდი, გავსინჯოთ, ჩქარა!“

– თეა, თქვენ ახსენეთ ადამიანები, ვინც შეცვალა თქვენი ცხოვრება. არა უშავს, მათი სახელები თუ არ იცით, მაინც კარგი იქნება, მათზე რომ გვიამბოთ.

თეა: ამ ფანტასტიურ ადამიანებზე დიდხანს შემიძლია ვილაპარაკო. რამდენიმე დღის წინ, ერთი ბიჭი გვესტუმრა, კომპიუტერი მოუტანა გაბრიელს. იქ უკვე ჩაწერილი ჰქონდა ბევრი მულტფილმი გაბისთვის. უბრალოდ კომპიუტერი ჩართო, გვაჩვენა, როგორ მუშაობს და ისე წავიდა, რომ თავისი სახელიც არ გვითხრა. მადლობის თქმა ძლივს მოვასწარი. აქაც ვუხდი მადლობას.

თინეიჯერ გოგონას, თხუთმეტიოდე წლის იქნებოდა, დაბადების დღე ჰქონდა და დედასთან ერთად გვესტუმრა, მოგვიტანა სხვადასხვა გემრიელობები. სურათებიც კი არ გადაუღია „ფეისბუქზე“ დასადებად. შეამჩნია, რომ ჩემი თეკლა მორცხვობდა, გაუგო, როგორც თანატოლმა (თინეიჯერის გულის ტკენა ხომ, ისეთი ადვილია), გულისხმიერება გამოიჩინა.

ორი ადამიანის სახელების გარკვევა მაინც მოვახერხე. ბატონმა დავითმა სათამაშოები აჩუქა გაბრიელს. ბატონმა ზურაბმა, შეიძლება ითქვას, ჩაგვაცვა და დაგვახურა მთელ ოჯახს. (იცინის.)იმდენი სხვადასხვანაირი ტანსაცმელი იყო, რომ მეზობლებსაც კი გავუნაწილეთ. მივეცით ის ნივთები, რომელიც არ მოერგოთ ჩემს შვილებს. დავითიც და ზურაბიც ძალიან გულთბილი ადამიანები არიან, ბავშვებსაც გაესაუბრნენ, რჩევები მისცეს, გაამხნევეს და შეაქეს.

ასევე, მინდა, დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო სამხედროთა ჯგუფს. ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა, კახეთიდან, საცხოვრებელიც კი შემომთავაზა. ასე მითხრა, ჩამოდით და იცხოვრეთო, რამდენ ხანსაც გენდომებათ, შემიძლია, სახლის ნახევარი დაგითმოთ. როგორ შეიძლება არ დააფასო ასეთი სიკეთე! გაბის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები რომ არ არა და მუდამ, კლინიკის სიახლოვეს ყოფნა რომ არ გვჭირდებოდეს, აუცილებლად დავთანხმდებოდი და გადავიდოდი. მაგრამ, ვერ გავრისკავ. ღმერთო, ჩვენ ამხელა სიკეთე მივიღეთ! დადგება დრო, ჩემი შვილები გაიზრდებიან და აუცილებლად დააბრუნებენ.

– თეკლა, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

თეკლა: ჩემი პირადი პლანშეტი. და კიდევ ის, რომ დედაჩემი და ჩემი ძამიკოები ასეთი გახარებულები არიან.

„რა მაგარია, როდესაც საკუთარი ველოსიპედი გაქვს! რა გულიანად ვისეირნებ!“

თეა: რა თქმა უნდა, დედა გახარებულია. აბა, რა?! როგორც იქნა, ქვედა მეზობლებთან წყალი აღარ ჩადის. როგორც იქნა, მოვიშორე ეს ძველი მილები და ონკანები, საპირფარეშოსა და სამზარეულოში. ფონდის დახმარებით, სანტექნიკა მთლიანად შეცვლილია. გადასარევად ირეცხება ჭურჭელი, შეგვიძლია სარეცხი მანქანის ჩართვა, დაბანა, წყალი არსად ჟონავს და არსაიდან წვეთავს.

თეა: „რა თქმა უნდა, დედა გახარებულია! ამდენი საყოფაცხოვრებო პრობლემა მოგვარდა!“

ახალი სარეცხი მანქანაც გვაქვს, შეხედეთ, რა ლამაზია! ჩვენი ახალი მაცივარი არ მიჩვენებია ჯერ? მაცივარი აუცილებლია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უჭირს. არ მაქვს საშუალება, საჭმელი ყოველდღე მოვამზადო. რაღაც უნდა შევინახო. ამიტომ, მაცივარი ძალიან გვშველის.

„ახლა, თავადაც ნახავთ რა მალე კეთდება საქმე. საჭმელს მოვამზადებთ, ამასობაში კი, სარეცხიც დაირეცხება“

თეკლა: დე, მე არაფერს დამიტოვებ, რომ ვიტრაბახო?

თეა: რა თქმა უნდა, შვილო.

თეკლა: ტელევიზორი ძალიან ეხმარება გაბის. უკვე დაიწყო პირველი სიტყვების წარმოთქმა. დიდი მადლობა, ასეთი საჭირო ნივთები რომ მოგვიტანეთ. პლანშეტით მუსიკას ვუსმენ, სკოლისთვისაც ვმეცადინეობ, ფილმებსაც ვუყურებ.

თეკლა: „ პლანშეტით ვმეცადინეობ და მუსიკასაც ვუსმენ. ძალიან მომწონს როკი“

– აღარ გკითხავთ, ისედაც ვხედავ, რომ სულ სხვანაირი განწყობა გაქვთ.

თეკლა: უფრო თავდაჯერებული გავხდი და დიდი მოტივაციაც მაქვს იმის, რომ ახალ საქმეს მოვკიდო ხელი.

– მაგალითად?

თეკლა: მინდა, ელექტრო გიტარაზე ვისწავლო დაკვრა, როკი დავუკრა. თან, გული მიგრძნობს, რომ ყველაფერი გამომივა.

– მაგარია! მოზარდს სწორედ ასეთი განწყობა უნდა ჰქონდეს.

თეა: ამხელა ქალი ვარ, მაგრამ პროექტის მერე, მეც გავხდი უფრო თავდაჯერებული. ძალა და ენერგია შემმატეთ, ცხოვრება და ბრძოლა რომ გავაგრძელო. ბავშვებიც დამშვიდდნენ და მშვენიერ ხასიათზე არიან. ეგონათ, რომ ისინი არავის უყვარდა, რომ არავის სჭირდებოდნენ. კეთილმა ადამიანებმა კი, თავიანთი სიყვარულითა და ყურადღებით გული გაუთბეს.

თქვენი ფონდის უსაზღვროდ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მთავრობასაც მიაწვდინეთ ჩემი ხმა. შეგვამჩნიეს ჩვენც და ჩვენი პრობლემებიც.

– დიახ, ჯანდაცვის ექს-მინისტრი და დეპუტატი დავით სერგეენკო გესტუმრნენ. ამჟამად როგორია მდგომარეობა ბუნებრივ აირსა და დენთან დაკავშირებით? რამე თუ შეიცვალა?

თეა: ბატონი დავით სერგეენკო ძალიან ეცადა, ძალიან უნდოდა ამ პრობლემის მოგვარება. მაგრამ, ეს რთული საკითხია და ერთი ადამიანის ძალისხმევა არ არის საკმარისი.

ვითხოვთ დენის და ბუნებრივი აირის შემოყვანას, მაგრამ მთავრობის თქმით, ამ შენობას ჰყავს მესაკუთრე და ვერაფერს მოახერხებენ. უცნობი მესაკუთრის შიშით ვცხოვრობთ, 82 ოჯახი, 102 ბავშვი (სხვათა შორის, ის ოთხი წელია თვალად არავის გვინახავს). მთავრობა ჩვენზე პასუხს არ აგებს. ადამიანების ბუნებრივი აირისა და დენის მათხოვრებად ქცევა არ შეიძლება. თუ ჩემს გაბის ინჰალაციის გასაკეთებლად დენი არ ექნება, იძულებული გავხდები ელექტროენერგია მოვიპარო.

– კიდევ რა შეგვიძლია, თეა, კიდევ რით დაგეხმაროთ?

თეა: ზამთრის მოსვლამდე ვეღარ გავბედავ, კიდევ რამე რომ გთხოვოთ. ფანჯრები არ გვაქვს ჩასმული, მაგრამ ახლა, უკვე აღარც ცივა იმდენად.

***

მეგობრებო, კეთილი საქმის გასაკეთებლად, მნიშვნელობა არ აქვს წელიწადის დროს! თუკი გაქვთ საშუალება, თეას ფანჯრების ჩასმაში რომ დაეხმაროთ, გააკეთეთ ეს, ნუ დაელოდებით ზამთრის დადგომას.

მადლობას გიხდით სიყვარულისა და გულისხმიერებისთვის! მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამ ბავშვების გულებში იმედის ნაპერწკალი ააკიაფეთ!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: პაპიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/990-papidze/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ნოე 10
პროდუქტები
149.43₾
2022 ნოე 29
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1705.00₾
2022 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
870.00₾
2023 იან 05
პროდუქტები
299.81₾
2023 თებ 14
პროდუქტები
302.02₾
2023 თებ 21
სანტექნიკა
430.40₾
2023 აპრ 19
პროდუქტები
249.25₾
2023 მაი 10
მედიკამენტები
389.97₾
2023 მაი 24
პროდუქტები
101.35₾

სულ ხარჯები:

4497.23₾

დარჩა:

0.35₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2023 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.01.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.01.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.12.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.12.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.12.2022 22:22:10
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2022 20:00:00
₾24.53
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2022 10:18:38
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2022 06:26:38
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2022 18:20:43
₾20.00

შემოწირულია:

₾4,497.58

208 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,497.58

208 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება