ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დავეხმაროთ ბავშვებს, თბილად შეხვდნენ ზამთარს!

ვიწყებთ აქციას, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაგროვებლად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ
შეგროვებულია
755 ₾
დასრულებულია

სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივ, არიან ბავშვები, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მათ ყოველწლიურად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან არ აქვთ სათანადო თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

მოგიყვებით ერთ სევდიან ამბავს, რომელმაც ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა. ჩვენი ფონდის თანამშრომელმა, ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებს,საჩუქრად წიგნები გადასცა. პატარა ბავშვმა, ზღაპრების წიგნში, ყველა ფეხშიშველა პერსონაჟს ფეხსაცმელი მიუხატა, ცხოველებსაც კი. მან ალბათ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, როგორია ეს შეგრძნება, როდესაც გცივა და ფეხშიშველი დადიხარ...

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ დაარსების დღიდან, დახმარებას უწევს მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც  მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ  პირობებში უწევთ ცხოვრება. ბავშვისთვის საუკეთესო ადგილი ოჯახია, ამიტომ ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ყველანაირად ცდილობს, მათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნას.

ჩვენ ვეხმარებით ათამდე მრავალშვილიან ოჯახს, თანხით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ოჯახების რიცხვი გაცილებით დიდია, ჩვენი ფონდის მიზანია, ქველმოქმედებაში რაც შეიძლებ მეტი ადამიანი ჩავრთოთ. თქვენი თანადგომით და დახმარებით, უფრო მეტ ოჯახს დავეხმარებით.

ეს ისტორია ვერავის დატოვებს გულგრილს და ასეთი ისტორიები, სამწუხაროდ უამრავია.

ვიწყებთ აქციას, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაგროვებლად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ.

ალბათ სახლში გექნებათ ისეთი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, რომელსაც არ იყენებთ. გააკეთეთ კეთილი საქმე, აჩუქეთ ის ოჯახებს, რომლებიც ასეთი სახის დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებენ. დარწმუნებულები იყავით, რომ თქვენი დახმარებით ბევრი ბავშვი ზამთარს თბილად გაატარებს.

ბავშვებისთვის ტანსაცმლის შესაძენად თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003

ან ფონდის საიტის მეშვეობით: http://fsp.ge/ge/donate/100/

ტანსაცმლის მოწოდება შეგიძლიათ ფონდის ოფისში მისამართზე: თბილისი, ვაზისუბნის ქ. 88ა


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


მსგავსი პროექტები: