ვეტერანებს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ!!! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვეტერანებს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ!!!

page info icon
2016 მაისი 3
საქველმოქმედო ფონდი „სოცილური პარტნიორობა“ ოთხი წლის განმავლობაში სასიცოცხლო დახმარებას უწევს 600 მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ მოხუცს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
819 ₾
( 42 დონორი )
დასრულებულია

საქველმოქმედო ფონდი „სოცილური პარტნიორობა“ ოთხი წლის განმავლობაში სასიცოცხლო დახმარებას უწევს 600 მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ მოხუცს. სამწუხაროდ ჩვენი ფონდის ბენეფიციარებს შორის, მეორე მსოფლიო ომის მხოლოდ ორი  ვეტერანია: ვერა ლამბრიანოვა და ალექსანდრე არგუტინსკი.

ოდესღაც ისინი გმირები იყვნენ, ახლა კი მათი არსებობის შესახებ არავის ახსოვს. ამ მძიმე პერიოდში მათ თავიანთი მიზერული პენსიით უწევთ თავის გატანა, რაც ხშირ შემთხვევაში საკვებისა და წამლების შესაძენადაც არაა საკმარისი.

ვერა ლამბრიანოვა – მოხუცი ბებიაა, რომელიც ოთახში ძლივს გადაადგილდება. ძნელი წარმოსადგენია, რომ ახალგაზრდობაში პარაშუტით ხტებოდა და საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას.

სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა ომი რომ დაიწყო. ინსტიტუტში სწავლის მაგივრად სამხედრო სასწავლებელში წავიდა –„საჰაერო დაკვირვების, შეტყობინების და კავშირის“ სპეციალობით. აბსოლუტური სიზუსტით, მხოლოდ სილუეტით შეეძლო ამოეცნო მტრის თვითმფრინავის მოდელი, ფრენის სიმაღლე, მიმართულება და სიჩქარე. შტაბში ამ ინფორმაციის დროულად გადაცემით, ვერამ არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა.

სამწუხაროდ ბოლო დროს, ქალბატონი ვერას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ პენსიით საჭირო წამლების ყიდვასაც კი ვერ ახერხებს.

ალექსანდრე არგუტინსკი – თბილისის მკვიდრია. 1921 წელს დაიბადა. სამხედრო სასწავლებელი მურომში დაამთავრა. ლენინგრადის ფრონტზე იბრძოდა. კავშირგაბმულობის სპეციალისტი იყო და პარტიზანებს ეხმარებოდა.

მომავალი მეუღლე რიგაში, „ოფიცერთა სახლში“ გაიცნო. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ომის დასრულების შემდეგ, ალექსანდრემ მეუღლე თბილისში ჩამოიყვანა, მაგრამ სახლში მას არავინ ელოდა. მისი მშობლები შვილის ჩამოსვლამდე რამოდენიმე თვით ადრე გარდაიცვალნენ. ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო ალექსანდრესთვის.

ახლა ბატონი ალექსანდრე მარტო ცხოვრობს, მისი მეუღლე გარდაიცვალა, შვილები მათ არ ჰყოლიათ. მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, რომელიც კომუნალური გადასახადების და საკვების საყიდლად ძლივს ჰყოფნის.

სამწუხაროდ, იმ საშინელი ომის მონაწილეთა რიცხვი წლიდან წლამდე კლებულობს.

9 მაისისთვის ჩვენი ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას მეორე სამამულო ომის ვეტერანების დასახმარებლად.

თუ გაქვთ საშუალება აღმოუჩინოთ მათ ფინანსური დახმარება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ვეტერანების დახმარება) ან გადაიხადოთ პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/130/ დეტალურ ფოტოანგარიშს, ჩვენ ფეისბუკ გვერდზე იხილავთ.

ერთად დავუჭიროთ მხარი ჩვენს ვეტერანებს, რომლებმაც ჩვენთვის გამარჯვება მოიპოვეს. 


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები