საჩუქარი ელენეს
2017 დეკემბერი 8
24
ელენეს კი ძალიან უყვარს პოეზია. იგი ოცნებობს, რომ თოვლის ბაბუამ მას გალაქტიონ ტაბიძის, ანა კალანდაძის და მუხრან მაჭავარიანის ლექსების კრებული აჩუქოს
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
თი ბი სი ბანკი
GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი
GE42LB0115113036665000
საქართველოს ბანკი
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
35 ₾
(
1 დონორი )
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მათ სანატრელი ჰქონდათ პურის ნაჭერი და ლიმონათი, ისინი ოცნებობდნენ, სახლში რომ არ ეცემათ, სკოლაში რომ გაეშვათ…
დიახ, ამ ბავშვებმა ჩვენთან მოსვლამდე უმძიმესი წლები გადაიტანეს. მათ ცხოვრებაში ეს იყო შიშის, სევდისა და სიბნელის პერიოდი. ეს იყო დრო, როდესაც საჩუქრებს არავინ სჩუქნიდა, ხოლო საახალწლო ნაძვის ხე მათ თვალითაც არ ჰქონდათ ნანახი. რთულმა წლებმა ჩაიარა. საახალწლო დღესასწაული, ყველა თავისი ატრიბუტით, მათთვის უკვე ყოველწლიური ტრადიციული მოვლენაა და ჩვენ გვიხარია, რომ შეგვიძლია ბავშვებს ვაჩუქოთ სითბო, სიყვარული, სიმყუდროვე, ზრუნვა, მშვიდი გარემო და რაც ყველაზე მთავარია – ცხოვრების საგზური!
ახლოვდება ახალი წელი და, შესაბამისად, ჩვენი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა თოვლის ბაბუას წერილი მისწერეს, რომელშიც თავიანთი საახალწლო სურვილები ჩაწერეს და მოუთმენლად ელიან მათ ასრულებას.
ბავშვების ყველა სურვილი რეალურია!
უბრალოდ, უნდა მოვინდომოთ და ერთიანი ძალებით ვეცადოთ შევუქმნათ მათ სადღესასწაულო განწყობა, ვაჩუქოთ უზომო სიხარული, გავუთბოთ გულები და ჩავუსახოთ მომავლის რწმენა!
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, შემოუერთდით ჩვენს აქციას. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ და თავად მიიტანოთ ბავშვთა სახლში საჩუქრები, რითაც ჩვენს აღსაზრდელებს ძალიან გაახარებთ!

ბანკის კოდი:
TBCBGE22
GE15TB7194336080100003

ბანკის კოდი:
LBRTGE22
GE42LB0115113036665000

ბანკის კოდი:
BAGAGE22
GE64BG0000000470458000
|