გიგის დაბადების დღე
2018 იანვარი 20
224
გიგი მოუთმენლად ელოდება თავის დაბადების დღეს და კეთილი „ჯადოქრის“ გამოჩენას, რომელიც აუსრულებს მას ოცნებას - აჩუქებს ყურსასმენს!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
25 ₾
(
4 დონორი )
შესანიშნავ ბიჭუნას - გიგის, ამ დღეებში 12 წელი შეუსრულდება! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რა რთული პერიოდი გადაიტანა მან ჩვენს ბავშვთა სახლში მოხვედრამდე. დღეს, გიგის უკვე ბედნიერი ბავშვობა აქვს - ლაღი და სიცოცხლით აღსავსე. იგი მოუთმენლად ელოდება თავის დაბადების დღეს და კეთილი „ჯადოქრის“ გამოჩენას, რომელიც აუსრულებს მას ოცნებას - აჩუქებს ყურსასმენს!
მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, რომ მოზარდები ჯერ კიდევ ბავშვები არიან და ამიტომ ჩვენგან სასწაულებს და დღესასწაულებს ელოდებიან! გახდით მათთვის კეთილი „ჯადოქარი“, ხოლო თუ გაქვთ საჩუქართან დაკავშირებით სხვა წინადადება, იმოქმედეთ ან მოგვწერეთ მის შესახებ! შემოუერთდით ჩვენს აქციას და გაახარეთ პატარა გიგი!
შეიტანეთ თქვენი წვლილი ამ კეთილ საქმეში. თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საჩუქარი გიგის) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).

ბანკის კოდი:
TBCBGE22
GE15TB7194336080100003

ბანკის კოდი:
LBRTGE22
GE42LB0115113036665000

ბანკის კოდი:
BAGAGE22
GE64BG0000000470458000
|