ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თეთრეული მარტოხელა მოხუცებისთვის.

მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას, რომლის მიზანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის თეთრეულის შეგროვება!
ხშირად ჩვენ ვცდილობთ შევიძინოთ რაც შეიძლება უფრო უკეთესი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული თეთრეული, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ელემენტარულ ზეწარზე ან ბალიშის პირზე ოცნებობენ…არადა როგორც ცნობილია, თეთრეული არის ჰიგიენური ნორმების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. 
მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას, რომლის მიზანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის თეთრეულის შეგროვება! 
ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ ადამიანების პრობლემებს, მათ გაუსაძლის ცხოვრებას, ისინი დაიღალნენ სიღარიბისგან და უმწეობის შეგრძნებისგან, მათ დახმარება სჭირდებათ!
ბევრმა ჩვენმა ბენეფიციარმა ცხოვრების მეტად რთული გზა განვლო. სამწუხაროდ, დღეს ისინი სიღატაკესა და შიმშილში ცხოვრობენ და იძულებულნი არიან დაკმაყოფილდნენ იმით, რაც გააჩნიათ...თუმცა, რა დასამალია და, მათი ჯიბეები ხშირად ცარიელია. ამ ადამიანების უმეტესობა მარტოხელა მოხუცია. დარჩენილი წლების გატარება მარტოობაში, სიცივესა და არაადამიანურ პირობებში უწევთ. ნახევრად დაშლილი მაგიდა, ერთი-ორი სკამი და დაჟანგული საწოლი - ეს არის მათი მთელი ავლა-დიდება... ზეწრის ნაცვლად -  ძველი მუშამბის ნაგლეჯი, ხოლო ბალიშის პირის მაგივრად - სანაგვეზე ნაპოვნი ძონძები … 
მოდით, არ დავრჩეთ გულგრილი სხვისი გასაჭირის მიმართ, მითუმეტეს, რომ აქ არ არის საუბარი დიდ თანხებზე, მხოლოდ მცირეოდენ შემოწირულობაზე, რომელსაც შეუძლია გააბედნიეროს ჩვენი ბენეფიციარები! 
გვერწმუნეთ, ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი კეთილი ადამიანებისგან დახმარებას იღებენ, უზარმაზარ მადლიერებასა და სიხარულს გამოხატავენ და ლოცულობენ ადამიანებზე, რომლებიც დახმარების ხელს უწვდიან, ანუგეშებენ და სასიცოცხლო ძალას ანიჭებენ! 
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი, შემოუერთდით ჩვენს აქციას! თეთრეული, რომელიც უკვე არ გჭირდებათ და კარგ მდგომარეობაშია,  შეგიძლიათ მოიტანოთ  ჩვენი ფონდის დღის ცენტრში, ხოლო თუ ამჯობინებთ ფინანსურ დახმარებას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
თქვენ, ვინც ახლა ამ ტექსტს კითხულობთ, სწორედ ის ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია აკეთოს ღვთის მოსაწონი საქმე, დაეხმაროს უმწეო ადამიანს და შეუმსუბუქოს მძიმე ყოფა! 

თეგები:
#შინ მოვლა

მსგავსი პროექტები: