76-წლის ნორა ცოცხალაშვილი ტრაგიკული ბედის ადამიანია. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

76-წლის ნორა ცოცხალაშვილი ტრაგიკული ბედის ადამიანია.

page info icon
2018 აპრილი 23
ავი ბედისწერა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში თან დაყვებოდა და დღეს, სამწუხაროდ, ეს ხანდაზმული მარტოხელა ქალი უმწეო მდგომარეობაში ჩააგდო.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
186 ₾
( 6 დონორი )
დასრულებულია

76-წლის ნორა ცოცხალაშვილი ტრაგიკული ბედის ადამიანია. ავი ბედისწერა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში თან დაყვებოდა და დღეს, სამწუხაროდ, ეს ხანდაზმული მარტოხელა ქალი უმწეო მდგომარეობაში ჩააგდო. მას ორივე ვაჟიშვილი დაღუპული ჰყავს: ერთი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, მეორე კი – ონკოლოგიური დაავადებისგან.

არ არის გასაკვირი, რო ამ გარემოებამ თავისი ნეგატიური გავლენა იქონია ჯანმრთელობაზე. მიღებულის სტრესის ფონზე მას ინსულტი დაემართა და ფაქტიურად საწოლს მიეჯაჭვა…

ნორა, რომელიც მთელი ცხოვრება წიგნის მაღაზიაში მუშაობდა, შვილების სიკვდილის შემდეგ სრულიად მარტო დარჩა. თავი რომ ერჩინა, მან გაყიდა რაც გააჩნდა და ამჟამად ყოფილი საავადმყოფოს ერთ პატარა და ნესტიან ოთახს აფარებს თავს, სადაც ზამთარში აუტანელი სიცივეა, ხოლო ზაფხულში სუნთქვა ჭირს.

ნონა ცოცხალაშვილის ცხოვრება უფრო არსებობას ჰგავს და სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში, ვერ მოიძებნა ადამიანი, რომელიც გაუწვდიდა მას დახმარების ხელს, ანუგეშებდა და მოეფერებოდა.

მეგობრებო, აჩუქეთ ამ ხანდაზმულ ქალს თქვენი გულის თუნდაც მცირე ნაწილი, აიღეთ მასზე მზრუნველობა და გაუხანგრძლივეთ ცხოვრება.  თუ გაქვთ სურვილი, რომ მატერიალურად დაეხმაროთ, საკვების და მედიკამენტების საყიდელი თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის მისამართზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: „იშვილე მშობელი“, ნორა ცოცხალაშვილი) ან ჩარიცხეთ თანხა პირდაპირჩვენისაიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთჩვენიფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).