ოცნებები სრულდება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოცნებები სრულდება!

page info icon
2018 ნოემბერი 7
რუსუდანი მოუთმენლად ელოდება თავის დაბადების დღეს და კეთილი „ჯადოქრის“ გამოჩენას, რომელიც აუსრულებს მას ოცნებას - აჩუქებს მუსიკალურ პლეერს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
60 ₾
( 4 დონორი )
დასრულებულია
შესანიშნავ გოგონას - რუსუდან გამარჯობაიშვილს 21 ნოემბერს 15 წელი შეუსრულდება! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რა რთული პერიოდი გადაიტანა მან და მისმა ძამიკომ ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოხვედრამდე. მადლობა ღმერთს, ჩვენ ისინი გამოვტაცეთ ხელიდან შიმშილსა და სიცივეს.  დღეს, რუსუდანს და მის ძმას ბედნიერი ბავშვობა აქვთ: სწავლობენ, მონაწილეობენ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში, მხიარულად ატარებენ დროს. 
რუსუდანი მოუთმენლად ელოდება თავის დაბადების დღეს და კეთილი „ჯადოქრის“  გამოჩენას, რომელიც აუსრულებს მას ოცნებას - აჩუქებს მუსიკალურ პლეერს! 
მეგობრებო, ჩვენ ვაცხადებთ საქველმოქმედო აქციას, რათა ერთიანი ძალებით ავუსრულოთ რუსუდანს ოცნება!  გახდით ამ გოგონასთვის კეთილი „ჯადოქარი“, შეიტანეთ თქვენი წვლილი კეთილ საქმეში! თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საჩუქარი რუსუდან გამარჯობაიშვილს) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აჩუქეთ პატარებს ბედნიერება! არ დატოვოთ  უპასუხოდ ის, რის  გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ!