„მე გავხდები ვარსკვლავი“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„მე გავხდები ვარსკვლავი“

page info icon
2019 იანვარი 23
ლიზი ხინიკიძე - ჩვენი ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ნამდვილი ბრილიანტია!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
324 ₾
( 7 დონორი )
დასრულებულია
ლიზის ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები აქვს და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. ლიზის არაერთხელ გაუმარჯვია პრესტიჟულ საბავშვო კონკურსში და გამხდარა საქალაქო გრანტების ლაურეატი. 
ლიზი ხინიკიძე  ქობულეთის საბავშვო სტუდია „ქართული ჰანგების“ წამყვანი სოლისტია.
ახლა ჩვენი აღსაზრდელი ემზადება ახალი კონკურსისთვის, რომელიც იანვრის ბოლოს ბაკურიანში ჩატარდება. ჩვენ გვჯერა, რომ ის კარგად იმღერებს და მოიპოვებს მორიგ ჯილდოს. 
- ლიზი, რას ელი კონკურსისგან?
- ჩემთვის მთავარია ჩემი მეგობრებისა და აღმზრდელების გახარება. იცით როგორ მგულშემატკივრობენ?! როცა ვბრუნდები ხოლმე ჩვენს სახლში, მხვდებიან როგორც ნამდვილ ვარსკვლავს. კედლებზე ლამაზ და ბრჭყვიალა ნახატებს აკრავენ... ძალაინ ლამაზია ხოლმე.
- ლიზი რაზე ოცნებობ?
- როცა გავიზრდები, მინდა გავხდე მომღერალი, როგორც ნანი ბრეგვაძე... საოცარი ქალბატონია! მინდა ლამაზ კაბებში გამოწყობილი დიდ სცენებზე გამოვდიოდე და მერე გრანდიოზულ პრიზს, რომ მაჩუქებენ, აი ოსკარს ოღონდ მომღერლებისთვის (სახელწოდება გრემი ვერ გაიხსენა), ყველას გულითად მადლობას ვეტყვი... არავინ არ გამომრჩება... და მერე დაწერენ ჩემზე, რომ აი, გოგონამ ბავშვთა სახლიდან ამდენს მიაღწია... ყველა ბავშვს ეცოდინება, რომ შეუძლებელი არაფერია.
მეგობრებო, თუ გაქვთ საშუალება ან სურვილი, რომ დაეხმაროთ ლიზის თავის მიზნების მისაღწევაში, გთხოვთ, თანხის გადაურიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლიზი ხინიკიძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი.