ვოცნებობ ისევ შევძლო სიარული - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვოცნებობ ისევ შევძლო სიარული

page info icon
2019 მარტი 4
არ შემიძლია იმის ცქერა, როგორ იტანჯებიან ჩემი ახლობლები ჩემს გამო, უძლურება – ეს ყველაზე დიდი განსაცდელია ადამიანისთვის...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
334 ₾
( 40 დონორი )
დასრულებულია

 „არ შემიძლია იმის ცქერა, როგორ იტანჯებიან ჩემი ახლობლები ჩემს გამო, უძლურება – ეს ყველაზე დიდი განსაცდელია ადამიანისთვის. ჩემით ვერაფერს ვაკეთებ, ვერც ვდგები, ვერც ვიბან, ვერც ვიცვამ... საწოლიდან წამოდგომა და ეტლში გადაჯდომაც კი არ შემიძლია, ვერც წარმოიდგენთ, ეს რა საშინელებაა“
ეს სიტყვები 38 წლის მარინა ცერცვაძეს ეკუთვნის, რომლის ცხოვრება ერთმა წამმა შეცვალა, ერთმა წამმა სიცოცხლით სავსე, ბედნიერი ქალი ეტლით მოსარგებლე გახადა!
მარინა: ჯერ 40 წლისაც არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცხოვრება უკვე დასრულდა! ორი წლის წინ მეგობრებთან ერთად ავტოავარიაში მოვყევი, მანქანა შეგვეჯახა. სამჯერ ამოვტრიალდით, ჩემი მეგობრები უვნებლად გადარჩნენ, მე კი ვერ ვმოძრაობდი, ხერხემალში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ფეხებს ვერ ვგრძნობდი, მეგონა საერთოდ აღარ მქონდა. შემდეგ სუნთქვა გამიჭირდა, თურმე ნეკნმა ფილტვი გამიხია...
სანამ მკურნალობდა, იმედს არ კარგავდა რომ გაივლიდა, მაგრამ შემდეგ, ნელ–ნელა ეს იმედი თანხის ამოწურვასთან ერთად გაქრა... უძრაობაში უმოქმედო ცხოვრებამ მარინასთვის აზრი დაკარგა. შემდეგ ერთი ღვთისნიერი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც მარინას რეაბილიტაციის კურსი დაუფინანსა.
– მარინა, შეძელით ამ კურსის ბოლომდე გავლა?
– სამწუხაროდ ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა, ვერ შევძელი ტაქსით სარეაბილიტაციო ცენტრში სიარული. ფული არ მქონდა. ვაცდენდი პროცედურებს და შემდეგ მივხვდი, რომ ვერ დავასრულებდი ამ კურსს... არა და იცით როგორ მჭირდება, ექიმებს აქვთ იმედი, რომ ეს მე მიშველის. რომ უკეთესობისკენ შეიცვლება ჩემი საქმე. 
– ვინმეს მიმართეთ სახელმწიფოს წარმომადგენელს? დეპუტატს ან გამგებელს? ისინი ხომ ვალდებულნი არიან დახმარება აღმოგიჩინონ?
– მე ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში, ამჯერად სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა, ჩვენი რაიონის დეპუტატსაც ვიცნობ, ალექსანდრე ხუჯაძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ის ჩემთანაც იყო ნამყოფი სახლში, ფინანსური დახმარებაც აღმომიჩინა. 
მარინას 60 წლის დედა და 19 წლის შვილი უვლიან. დათო სახლიდან ვერ გადის, დედას მუდმივად სჭირდება მისი დახმარება. მარინას კიდევ ერთი შვილი 21 წლის გიგა ჰყავს. ისიც სულ ეხმარება დედას, მაგრამ ამისთვის ძალიან ცოტა დრო აქვს. მას თავის ოჯახი ჰყავს. მეუღლე სტუდენტია შვილი კი 10 თვისაა.
გიგა: ამ საშინელ ავარიამდე, დედა, მე და ჩემი ძმა ერთად ვმუშაობდით. სულ ერთად ვიყავით. დედა პროფესიით სტილისტია, მაგრამ ჩვენს გამო, ერთად რომ გვემუშავა, სამსახურიდან წავიდა. საპნის ქარხანაში ვმუშაობდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით. არაფერი გვაკლდა. მერე კი ყველაფერი შეიცვალა, მე ოჯახი შევქმენი, დედა ავარიაში მოყვა... ახლა მუშაობასაც ვერ ვახერხებ. ჩემი მეუღლე სტუდენტია და მე ბავშვთან მიწევს ყოფნა. 
ცერცვაძეების დიდი ოჯახი, ყოფილი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში, ორ ოთახში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი მარინას პენსია და სოციალური შემწეობაა. 
ამ ბოლო დროს მარინას მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ფეხები უსივდება, სუნთქვაც უჭირს. მერიამ გამოკვლევის თანხა გამოუყო, მაგრამ მარინას მედიკამენტების ყიდვა თავად უწევს, ამის ფული კი არ აქვს. 
–იმის გაფიქრებაც კი მზარავს, წამლები რომ უნდა ვიყიდო... ძალიან ძვირია, ჩვენი შემოსავლიდან გამმომდინარე მათ მეათედსაც ვერ ვიყიდი. რომც დავიწყო მკურნალობა და წამლები შევიძინო, რეაბილიტაციას მაინც ვერ გავივლი... ხოლო რეაბილიტაცია რომ არ გავიარო, ჩემი მდგომარეობა უფრო გაუარესდება. 
მეგობრებო, მარინას ჩვენი დახმარება სჭირდება! ჩვენ შეგვიძლია მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ შევცვალოთ! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარინა ცერცვაძე) ან საიტიდან
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან  NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში მიუთითეთ ჩვენი ფონდი. (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)