საჩუქარი გიორგის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საჩუქარი გიორგის

page info icon
2019 მარტი 21
page info icon
167
აჩუქეთ ბავშვებს სიხარული, ბავშობა ხომ არ გრძელდება დიდხანს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
50 ₾
( 1 დონორი )
დასრულებულია
მეგობრებო, ალბათ შეამჩნევდით, რომ პერიოდულად ჩვენი მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღასაზრდელების დაბადების დღეების მილოცვაში გთავაზობთ მონაწიეობის მიღებას. ეს უკვე იქცა კეთილ ტრადიციად და არაერთმა თქვენგანმა გაახარა ჩვენი აღსაზრდელების გულები. 
ჩვენ არაჩვეულებრივ, უნიჭიერეს და უსიმპათიურეს გიორგის მალე 16 წელი შეუსრულდება. მას ცხოვრებაში ბევრი მძიმე დღე აქვს გადატანილი. მაგრამ ახლა ამის გახსენების დრო არ არის! გიორგი ძალიან ბედნიერია, კარგად სწავლობს, ეუფლება ფრანგულ ენას და ძალიან კარგად ცეკვავს! 
დაბადების დღისთვის ის საცეკვაო ფორმაზე ოცნებობს. ისევე როგორც ყველა ჩვენს აღსაზრდელს, გიორგისაც ავუსრულებთ ამ ოცნებას. 
მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, რომ მოზარდები ჯერ კიდევ ბავშვები არიან და ამიტომ ჩვენგან სასწაულებს და დღესასწაულებს ელოდებიან!  გახდით მათთვის კეთილი „ჯადოქარი“, ხოლო თუ გაქვთ საჩუქართან დაკავშირებით სხვა წინადადება, იმოქმედეთ ან მოგვწერეთ მის შესახებ! შემოუერთდით ჩვენს აქციას! 
შეიტანეთ თქვენი წვლილი ამ კეთილ საქმეში. თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საჩუქარი გიორგის) ან გადარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი