ბედნიერებისგან ფრენა მინდება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბედნიერებისგან ფრენა მინდება!

page info icon
2019 აგვისტო 13
„მცირე საოჯახო ტიპის სახლში ჩემი ცხოვრება უკეთესი გახდა, აქამდე რა იყო აღარც კი მახსოვს"
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
172 ₾
( 11 დონორი )
დასრულებულია

„მცირე საოჯახო ტიპის სახლში ჩემი ცხოვრება უკეთესი გახდა, აქამდე რა იყო აღარც კი მახსოვს“, - გვითხრა ჩერნოვეცკის ფონდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელმა ბექა ქელეხსაშვილმა.
სულ მალე, 25 აგვისტოს ბექა მე-15 დაბადების დღეს აღნიშნავს. როგორი იქნება მისი დაბადების დღეს, რა საჩუქარი უნდა რომ მიიღოს, როგორ ცხოვრობს ბავშვთა სახლში, ამ და სხვა თემებზე ჩვენ ბექას ვესაუბრეთ.
მცირე ზომის ბავშვთა სახლში ბექა, მისი გახსნის დღიდან ცხოვრობს. ახსოვს, რომ მანამდე დედასთან, მამასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ წარსულზე საუბარი არ უნდა. ამბობს, რომ ბავშვთა სახლში თავს უკეთ გრძნობს.
ბექა: არ ვიცი რატომ ჩამაბარეს ბავშვთა სახლში, მარტო ის შემიძლია გითხრათ, რომ აქ უკეთ ვარ. მე ჩემს დასთან ელენესთან ერთად მეშვიდე წელია, რაც აქ ვცხოვრობთ და არც ერთი ცუდად გატარებული დრე არ მახსენდება.
-ანუ აქ ისე ხართ როგორც სახლში?
ბექა: არა, რას ამბობთ! აქ იმაზე უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე სახლში! იმის გახსენებაც არ მინდა სახლში როგორ ვიყავი. აქ მყავს მეგობრები, რომლებსაც ვუყვარვარ და რომლებიც მიყვარს. აქ მე ახალი ოჯახი შევიძინე და ახლა ძალიან ბევრი და-ძმა მყავს. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ ერთმანეთს.
და აღმზრდელები... იცით რა კარგები არიან? ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად, ისინი ძალიან კარგები არიან, არ ვიცი, როგორ გადავუხადო მათ ამისთვის მადლობა. ზუსტად მათ მაჩუქეს ის, რაც ჩემ ოჯახში მაკლდა. 
- ვინ გიყვარს ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე?
ბექა: დედა...
- იმის მიუხედავად, რაც წეღან მოგვიყევი?
ბექა: დიახ! ყველა მიყვარს მაგრამ პირველ რიგში დედა! ზუსტად მასთან ერთად აღვნიშნავ ჩემ დაბადების დღეს. მას შემდეგ რაც ჩვენ ბავშვთა სახლში გამოგვიშვეს დედა და მამა გაეყარნენ გაეყარნენ ერთმანეთს, ვიცი რომ მას ძალიან ვაკლივართ, მაგრამ ჩვენ საკეთილდღეოდ ჩვენ ბავშვთა სახლში ვცხოვრობთ და ვსწავლობთ. მადლობა ფონდს, რომ ამის შესაძლებლობა მოგვცა ჩვენ.
- სწავლაზე ჩამოვარდა სიტყვა, როგორ სწავლობ და რომელი საგნები გიყვარს?
ბექა: სწავლა დიდად არ მიყვარს, უფრო ზარმაცი ვარ ვიდრე ბეჯითი, მაგრამ აი, საგნებიდან ფიზიკა და ბიოლოგია მიზიდავს...
- ვინ გინდა რომ გამოხვიდე, იქნებ ასტრონომი?
ბექა: არა, არა, ეგ მეტისმეტია ჩემთვის... (იცინის) მე ძალიან მომწონს საჭმელების კეთება და შეფ-მზარეული მინდა გავხდე. იცით, ყველაზე მეტად რისი კეთება მიყვარს?! - ხაჭაპური! და ამბობენ, რომ საკმაოდ გემრილია ჩემი ხაჭაპური.
- მალე 15 წლის გახდები, როგორ წარმოგიდგენია, მომავალში რა თქმა უნდა, როგორი უნდა იყოს შენი მეუღლე?
ბექა: საიდუმლოს გაგიმხელთ, ერთი გოგო მომწონს, მაგრამ არ გეტყვით ვინ... ისე კი მინდა რომ ჩემი ცოლი იყოს ჭკვიანი და მოწესრიგებული...
- ბექა, დაბადების დღეზე რა გინდა რომ გაჩუქონ? 
ბექა: უხერხულად კი გამომდის, მაგრამ ველოსიპედი მინდა ძალიან.
- როგორ ფიქრობ, პირველი ვინ მოგილოცავს?
ბექა: დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრები!
ჩერნოვეცკის ფონდი ულოცავს ბექას დაბადების დღეს და ცხოვრებაში ბედნიერ დღეთა სიმრავლეს უსურვებს. ის რაც ცუდი იყო და რისი გახსენებაც არ უნდა წარსულში მოეტოვებინოს, კარგი ამბები კი ცხოვრების გზაზე წინ დახვედროდეს.
მეგობრებო შემოგვიერთდით! ერთად მიულოცოთ ამ სასიამოვნო და ახალგაზრდა ყმაწვილს დაბადების დღე!
მეგობრებო, გააზიარეთ ეს პუბლიკაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ყმაწვილის შესახებ!
მოდით ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მატერილურად დავეხმაროთ და გადავრიცხოთ თანხა ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საჩუქარი ბექასთვის). თანხის გადაიცხვა შეგიძლიათ ასევე ჩვენი ვებგვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects